გამოსვლა 28:1—43

28  „შენთან მოიყვანე აარონი, შენი ძმა და მისი ვაჟები ისრაელის ძეთაგან, რათა მღვდლად მემსახუროს+ აარონი,+ ასევე ნადაბი, აბიჰუ,+ ელეაზარი და ითამარი,+ აარონის ვაჟები.  დაუმზადე აარონს, შენს ძმას, წმინდა ტანსაცმელი, დიდებისა და მშვენებისთვის.+  დაელაპარაკე ყველა გულბრძენს, რომლებსაც გულები სიბრძნის სულით ავუვსე;+ დაუმზადონ ტანსაცმელი აარონს, რომ განიწმინდოს და მღვდლად მემსახუროს.+  აი რა ტანსაცმელი უნდა დაუმზადონ: სამკერდე,+ ეფოდი,+ მოსასხამი,+ გრძელი უჯრედებიანი სამოსელი, თავსაბურავი+ და სარტყელი.+ დაუმზადონ აარონს, შენს ძმას, და მის ვაჟებს წმინდა ტანსაცმელი, რათა მღვდლად მემსახუროს იგი.  აიღონ ოქრო, ლურჯი ძაფი, მოშინდისფრო შალი, ალისფერი ნართი და ძვირფასი სელი.  დაამზადონ ოქროს ეფოდი, ლურჯი ძაფის, მოშინდისფრო შალის, ალისფერი ნართისა და ძვირფასი გრეხილი სელისგან; მოქარგე ის.+  კიდეებით ერთმანეთთან შეერთებული ორი სამხრე უნდა ჰქონდეს; ის შეერთებული უნდა იყოს.+  ზედ ჰქონდეს სარტყელი+ მჭიდროდ შესაკრავად, რომელიც იგივე მასალისგან უნდა დამზადდეს: ოქროს, ლურჯი ძაფის, მოშინდისფრო შალის, ალისფერი ნართისა და ძვირფასი გრეხილი სელისგან.  აიღე ონიქსის+ ორი ქვა და ამოტვიფრე+ მათზე ისრაელის ძეების სახელები,+ 10  ექვსი სახელი — ერთ ქვაზე, დანარჩენი ექვსი კი — მეორე ქვაზე მათი დაბადების მიხედვით.+ 11  როგორც ბეჭედზე, ისე ამოტვიფრე ორივე ქვაზე ისრაელის ძეების სახელები,+ როგორც ქვაზე ამომჭრელი აკეთებს. ოქროს ბუდეებში ჩასვი ისინი.+ 12  ჩასვი ეს ორი ქვა ეფოდის სამხრეებში ისრაელის ძეებისთვის სამახსოვრო ქვებად.+ ატაროს აარონმა მათი სახელები ორივე სამხრეზე იეჰოვას წინაშე სამახსოვროდ. 13  გააკეთე ოქროს ბუდეები 14  და სუფთა ოქროს ორი ძეწკვი;+ ზონრებად გააკეთე ისინი, ბაწრის მსგავსად, და ბაწრის მსგავსი ძეწკვები ბუდეებს მიაბი.+ 15  მოქარგე გასამართლების სამკერდე.+ ეფოდის მსგავსად დაამზადე ის. ოქროს, ლურჯი ძაფის, მოშინდისფრო შალის, ალისფერი ნართისა და ძვირფასი გრეხილი სელისგან გააკეთე ის.+ 16  როცა გადაიკეცება, კვადრატული უნდა იყოს, სიგრძითა და სიგანით ერთი მტკაველი.+ 17  ჩასვი მასში ქვები ოთხ რიგად.+ პირველ რიგში უნდა იყოს ლალი,+ ტოპაზი+ და ზურმუხტი;+ 18  მეორე რიგში — ფირუზი,+ საფირონი+ და იასპი;+ 19  მესამე რიგში — ლეშემის* ქვა, აქატი+ და ამეთვისტო;+ 20  მეოთხე რიგში კი — ქრიზოლითი,+ ონიქსი+ და ჟადეიტი. ოქროს ბუდეებში ჩასვი ისინი.+ 21  ქვები ისრაელის ძეთა სახელების მიხედვით უნდა იყოს განლაგებული, თორმეტი — მათი სახელების მიხედვით.+ როგორც ბეჭედზე კვეთენ, ისე უნდა ამოიკვეთოს თითოეულის სახელი თორმეტი ტომის მიხედვით.+ 22  გაუკეთე სამკერდეს სუფთა ოქროს წნული ძეწკვი, ბაწრის მსგავსი.+ 23  გააკეთე ორი ოქროს რგოლი+ და მიამაგრე სამკერდის ორ ზედა ბოლოზე. 24  სამკერდის ბოლოებზე მიმაგრებულ ორ რგოლს მიაბი ორი ოქროს ბაწარი.+ 25  ორივე ბაწრის ორი ბოლო გაუყარე ორ ბუდეში და დაამაგრე ისინი ეფოდის სამხრეებზე, წინა მხარეს.+ 26  გააკეთე ორი ოქროს რგოლი და მიამაგრე ისინი სამკერდის ორ ბოლოზე, ქვედა კიდეზე, რომელიც ეფოდისკენაა მიმართული.+ 27  გააკეთე ორი ოქროს რგოლი და დაამაგრე ეფოდის ორივე სამხრეზე, ქვემოდან, წინა მხარეს, შეერთების ადგილთან, ეფოდის სარტყლის ზემოთ.+ 28  მიაბან სამკერდის რგოლები ეფოდის რგოლებს ლურჯი თასმით, რათა იყოს ის ეფოდის სარტყლის ზემოთ, და სამკერდეც მჭიდროდ იყოს მიმაგრებული ეფოდის ზედა ნაწილზე.+ 29  ატაროს აარონმა ისრაელის ძეების სახელები გასამართლების სამკერდეზე გულთან ახლოს, იეჰოვას წინაშე სამახსოვროდ, მუდამ, როცა წმინდაში შევა. 30  ჩადე ურიმი+ და თუმიმი* გასამართლების სამკერდეში და ჰქონდეს აარონს ისინი გულთან ახლოს, როცა წარდგება იეჰოვას წინაშე; მუდამ ატაროს გულთან ახლოს აარონმა ისრაელის ძეების სამართალი+ იეჰოვას წინაშე. 31  გააკეთე ეფოდის მოსასხამი მთლიანად ლურჯი ძაფისგან.+ 32  ამოჭრილი იყოს ზედა ნაწილში, შუაში. ამოჭრილს არშია უნდა ჰქონდეს შემოვლებული, ფეიქრის ნახელავი. ჯავშნის ჭრილივით უნდა იყოს, რომ არ დაიხეს.+ 33  კიდეზე ბროწეულები გაუკეთე ლურჯი ძაფის, მოშინდისფრო შალისა და ალისფერი ნართისგან, და შემოავლე კიდეზე; ოქროს ზანზალაკებიც+ გაუკეთე მას გარშემო, ბროწეულებს შორის; 34  ოქროს ზანზალაკი და ბროწეული, ოქროს ზანზალაკი და ბროწეული — მოსასხამის კიდეზე, გარშემო.+ 35  ეცვას ის აარონს, რათა იმსახუროს, და ისმოდეს მისგან ხმა, როცა შევა ის საწმინდარში იეჰოვას წინაშე და როცა გამოვა, რათა არ მოკვდეს.+ 36  გააკეთე სუფთა ოქროს ბზინვარე ფირფიტა და ამოტვიფრე მასზე, როგორც ბეჭედზე: სიწმინდე იეჰოვასია.+ 37  მიაბი ის თავსაბურავს ლურჯი თასმით.+ თავსაბურავის წინა მხარეს უნდა იყოს ის. 38  შუბლზე უნდა ჰქონდეს აარონს ის და პასუხი უნდა აგოს იმ წმინდა ნივთების მიმართ ჩადენილი დანაშაულის გამო,+ რომლებსაც ისრაელის ძეები განწმენდენ, ანუ ყველა წმინდა ძღვნის მიმართ. მუდამ ჰქონდეს ის შუბლზე, რათა მოწონება მიიღოს მათთვის+ იეჰოვას წინაშე. 39  მოქსოვე ძვირფასი სელისგან უჯრედებიანი გრძელი სამოსელი და დაამზადე ძვირფასი სელის თავსაბურავი;+ მოქსოვე სარტყელი.+ 40  დაუმზადე აარონის ვაჟებს გრძელი სამოსელი+ და მათაც გაუკეთე სარტყლები; მათთვისაც დაამზადე ჩალმები+ დიდებისა და მშვენებისთვის.+ 41  შემოსე აარონი, შენი ძმა, და მისი ვაჟები, სცხე ისინი,+ აუვსე ხელი ძალაუფლებით+ და განწმინდე; მღვდლებად მემსახურონ ისინი. 42  დაუმზადე მათ სელისგან ქვედა საცვლები შიშველი სხეულის დასაფარავად,+ რომლებიც თეძოებიდან ბარძაყებამდე უნდა ეშვებოდეს. 43  ეცვათ ის აარონსა და მის ვაჟებს, როცა შევლენ შეხვედრის კარავში, ან როცა მივლენ სამსხვერპლოსთან წმინდა ადგილას მსახურების შესასრულებლად, დანაშაული რომ არ დაეკისროთ და არ დაიხოცონ. ეს არის სამარადისო წესი მისთვის და მისი შთამომავლებისთვის“.+

სქოლიოები

ებრაული სიტყვის ტრანსლიტერაცია. უცნობი ძვირფასი ქვა.
ურიმი და თუმიმი იყო საგნები (შესაძლოა კენჭები ან ქვები), რომლებიც ღვთის გადაწყვეტილებების გასაგებად გამოიყენებოდა.