გამოსვლა 29:1—46

29  „ასე განწმინდე ისინი, რომ მღვდლებად მემსახურონ: წაიყვანე ერთი საღი მოზვერი და ორი საღი+ ვერძი,+  წაიღე ზეთში მოზელილი რგოლისებური უფუარი პური, და ზეთწასმული უფუარი კვერები.+ საუკეთესო ხორბლის ფქვილისგან დაამზადე ისინი.  ჩააწყვე კალათაში და კალათით წარადგინე,+ მიიყვანე მოზვერიც და ორი ვერძიც.  წარადგინე აარონი და მისი ვაჟები შეხვედრის კარვის შესასვლელთან+ და განბანე ისინი წყლით.+  აიღე ტანსაცმელი+ და შემოსე აარონი გრძელი სამოსლით, ეფოდის მოსასხამით, ეფოდითა და სამკერდით; შემოარტყი ეფოდის სარტყელი.+  დაახურე თავზე თავსაბურავი და ზედ მიძღვნის წმინდა ნიშანი გაუკეთე.+  აიღე საცხები ზეთი,+ დაასხი თავზე და სცხე იგი.+  მიუყვანე მას თავისი ვაჟები და ისინიც შემოსე გრძელი სამოსლით.+  შემოარტყი სარტყლები მათ, აარონსა და მის ვაჟებს, და შემოახვიე ჩალმები. მათი იქნება მღვდლობა სამარადისო წესით.+ ძალაუფლებით აუვსე ხელი აარონსა და მის ვაჟებს.+ 10  წარადგინე მოზვერი შეხვედრის კარვის წინ და დაადონ მას თავზე ხელი აარონმა და მისმა ვაჟებმა.+ 11  დაკალი მოზვერი იეჰოვას წინაშე, შეხვედრის კარვის შესასვლელთან.+ 12  აიღე მოზვრის სისხლი+ და თითით შეასხურე სამსხვერპლოს რქებს,+ დანარჩენი სისხლი კი სამსხვერპლოს ძირში დაღვარე.+ 13  აიღე ნაწლავებზე+ გადაკრული მთელი ქონი+ და ღვიძლის ბადექონი,+ ორივე თირკმელი და მათი ქონი და ააბოლე ისინი სამსხვერპლოზე.+ 14  მოზვრის ხორცი, ტყავი და ნეხვი კი ბანაკის გარეთ ცეცხლში დაწვი.+ ეს არის ცოდვის შესაწირავი. 15  წაიყვანე ერთი ვერძი+ და დაადონ მას თავზე ხელი აარონმა და მისმა ვაჟებმა.+ 16  დაკალი ვერძი, აიღე მისი სისხლი და სამსხვერპლოს მოასხურე.+ 17  ნაჭრებად დაჭერი, გარეცხე ნაწლავები+ და კიდურები და ერთმანეთს მიუწყვე მისი ნაჭრები თავამდე. 18  ააბოლე მთელი ვერძი სამსხვერპლოზე. ეს არის დასაწვავი შესაწირავი+ იეჰოვასთვის, დამამშვიდებელი სურნელება.+ ეს არის ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი იეჰოვასთვის. 19  წაიყვანე კიდევ ერთი ვერძი და დაადონ მას თავზე ხელი აარონმა და მისმა ვაჟებმა.+ 20  დაკალი ვერძი, აიღე მისი სისხლი და წაუსვი აარონს მარჯვენა ყურის ბიბილოზე და მის ვაჟებსაც — მარჯვენა ყურის ბიბილოზე, მარჯვენა ხელის ცერზე და მარჯვენა ფეხის ცერზე+ და სამსხვერპლოს მოასხურე სისხლი. 21  აიღე ცოტაოდენი სისხლი სამსხვერპლოდან და ცოტაოდენი საცხები ზეთი;+ მიასხურე აარონსა და მის ტანსაცმელს, მის ვაჟებსა და მათ ტანსაცმელს, რათა წმინდა იყოს ის, მისი ტანსაცმელი, მისი ვაჟები და მისი ვაჟების ტანსაცმელი.+ 22  აიღე ვერძის ქონი, მისი დუმა,+ ნაწლავებზე გადაკრული ქონი, ღვიძლის ბადექონი, ორივე თირკმელი, მათი ქონი და მარჯვენა ბარკალი,+ რადგან ეს დანიშვნის ვერძია;+ 23  ასევე მრგვალი პური, ზეთში მოზელილი რგოლისებური კვერი და უფუარი კვერი იეჰოვას წინაშე წარდგენილი უფუარი პურების კალათიდან.+ 24  ხელისგულებზე დაუდე ისინი აარონსა და მის ვაჟებს+ და შეარხიე, როგორც შესარხევი შესაწირავი იეჰოვას წინაშე.+ 25  აიღე ისინი მათი ხელიდან და ააბოლე სამსხვერპლოზე, დასაწვავ შესაწირავზე, როგორც დამამშვიდებელი სურნელება იეჰოვას წინაშე.+ ეს არის ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი იეჰოვასთვის.+ 26  აიღე დანიშვნის ვერძის მკერდი, რომელიც აარონისთვისაა,+ და შეარხიე ის, როგორც შესარხევი შესაწირავი იეჰოვას წინაშე; ის იქნება შენი წილი. 27  განწმინდე შესარხევი შესაწირავის მკერდი+ და ბარკალი წმინდა წილიდან, რომელიც შერხეული იყო და დანიშვნის ვერძიდან იყო შეწირული,+ იქიდან, რაც აარონისა და მისი ვაჟებისთვის იყო განკუთვნილი. 28  აარონისა და მისი ვაჟებისა იქნება ეს იმ სამარადისო წესის მიხედვით, რომელიც ისრაელის ძეებმა უნდა დაიცვან, რადგან ეს წმინდა წილია,+ და ეს ის წმინდა წილი იქნება, რომელსაც ისრაელის ძეები შესწირავენ. ეს არის მათი წმინდა წილი იეჰოვასთვის მათი მშვიდობის მსხვერპლიდან*.+ 29  აარონის წმინდა ტანსაცმელი+ მის შემდეგ მისი შვილებისა იქნება,+ რომ მასში სცხონ+ ისინი და ძალაუფლებით აუვსონ ხელი.+ 30  შვიდ დღეს+ ატაროს ის მღვდელმა, რომელიც მას შეცვლის, მისი ვაჟებიდან ერთ-ერთმა, და რომელიც შევა შეხვედრის კარავში წმინდა ადგილას მსახურებისთვის. 31  წაიყვანე დანიშვნის ვერძი და მოხარშე მისი ხორცი წმინდა ადგილას.+ 32  ჭამონ აარონმა და მისმა ძეებმა+ ვერძის ხორცი და პური, რომელიც კალათაშია, შეხვედრის კარვის შესასვლელთან. 33  ჭამონ ის, რითაც გამოსყიდვის წესი შესრულდა, რომ აივსოს მათი ხელი ძალაუფლებით და განიწმინდონ.+ უცხომ არ ჭამოს, რადგან ის წმინდაა.+ 34  თუ დანიშვნის მსხვერპლის ხორციდან და პურიდან დილამდე რამე მორჩება, ცეცხლში დაწვი;+ არ უნდა შეიჭამოს ის, რადგან წმინდაა. 35  ისე მოიქეცი, როგორც გიბრძანე აარონსა და მის ვაჟებზე.+ შვიდი დღის განმავლობაში აუვსე მათ ხელი ძალაუფლებით.+ 36  ყოველდღე შესწირე ხარი ცოდვის შესაწირავად;+ გამოსყიდვით განწმინდე ცოდვისგან სამსხვერპლო, სცხე ის,+ რათა განიწმინდოს. 37  შვიდი დღის განმავლობაში შეასრულე გამოსყიდვის წესი სამსხვერპლოსთვის, განწმინდე ის,+ რომ უწმინდესი სამსხვერპლო იყოს.+ ვინც სამსხვერპლოს შეეხება, წმინდა უნდა იყოს.+ 38  აი რა უნდა შესწირო სამსხვერპლოზე: ერთი წლის ვერძები, დღეში ორი, მუდმივად.+ 39  ერთი ვერძი დილით შესწირე,+ მეორე კი — ორ საღამოს შორის*.+ 40  პირველ ვერძთან ერთად მიიტანე დანაყილი ზეთისხილისგან მიღებულ მეოთხედ ჰინ* ზეთში მოზელილი მეათედი ეფა წმინდად დაფქული ფქვილი+ და მეოთხედი ჰინი ღვინო დასაღვრელ შესაწირავად.+ 41  მეორე ვერძი კი ორ საღამოს შორის შესწირე. დილით შეწირულის მსგავს მარცვლეულ შესაწირავთან+ და დასაღვრელ შესაწირავთან ერთად შესწირე ის, როგორც დამამშვიდებელი სურნელება, როგორც ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი იეჰოვასთვის. 42  ეს იქნება თქვენს თაობებში მუდმივი+ დასაწვავი შესაწირავი შეხვედრის კარვის შესასვლელთან იეჰოვას წინაშე, სადაც გამოგეცხადებით დასალაპარაკებლად.+ 43  გამოვეცხადები იქ ისრაელის ძეებს და განიწმინდება ის ადგილი ჩემი დიდებით.+ 44  განვწმენდ შეხვედრის კარავსა და სამსხვერპლოს და განვწმენდ+ აარონსა და მის ვაჟებს, რათა მღვდლებად მემსახურონ. 45  დავივანებ ისრაელის ძეთა შორის და ვიქნები მათი ღმერთი.+ 46  ეცოდინებათ, რომ მე ვარ იეჰოვა, მათი ღმერთი, რომელმაც გამოვიყვანე ისინი ეგვიპტის მიწიდან, რათა მათ შორის დავმკვიდრებულიყავი.+ მე ვარ იეჰოვა, მათი ღმერთი“.+

სქოლიოები

ან საზიარო მსხვერპლიდან.
იხილეთ 12:6-ის სქოლიო.
ერთი ჰინი უდრის 3,67 ლიტრს. იხილეთ დანართი 6ა.