გამოსვლა 31:1—18

31  უთხრა იეჰოვამ მოსეს:  „სახელით მოვუხმობ ბეცალელს,+ ურის ძეს, ხურის ძეს, იუდას ტომიდან.+  ავავსებ მას ღვთის სულით, რათა ჰქონდეს სიბრძნე, გაგების უნარი, ცოდნა და ყოველგვარი ხელობის ოსტატი იყოს,+  რომ შეადგინოს გეგმები და იმუშაოს ოქროზე, ვერცხლზე, სპილენძზე,+  ხეზე და ქვების ჩასმაზე,+ ყოველგვარი ნაკეთობის გასაკეთებლად.+  დავნიშნავ ოჰოლიაბს, ახისამაქის ძეს, დანის ტომიდან,+ რომ მასთან ერთად იყოს; ყოველი გულბრძენის გულში ჩავდებ სიბრძნეს, რათა მათ გააკეთონ ყველაფერი, რაც გიბრძანე:+  შეხვედრის კარავი,+ მოწმობის კიდობანი+ და მისი სახურავი,+ კარვის მთელი მოწყობილობა,  მაგიდა და მისი მოწყობილობა,+ სუფთა ოქროს სალამპრე და მთელი მისი მოწყობილობა,+ საკმევლის სამსხვერპლო,+  დასაწვავი შესაწირავის სამსხვერპლო და მთელი მისი მოწყობილობა,+ აუზი და მისი სადგამი,+ 10  ნაქსოვი ტანსაცმელი, აარონ მღვდლის წმინდა ტანსაცმელი და მისი ვაჟების ტანსაცმელი მღვდელმსახურებისთვის;+ 11  საცხები ზეთი და სურნელოვანი საკმეველი საწმინდრისთვის.+ ყველაფერს ისე გააკეთებენ, როგორც გიბრძანე“. 12  ელაპარაკა იეჰოვა მოსეს: 13  „უთხარი ისრაელის ძეებს: განსაკუთრებით დაიცავით ჩემი შაბათები,+ რადგან ეს არის ნიშანი თქვენსა და ჩემ შორის თქვენს თაობებში, რათა იცოდეთ, რომ მე, იეჰოვა, თქვენი განმწმენდელი ვარ.+ 14  აუცილებლად დაიცავით შაბათი, რადგან ის წმინდაა თქვენთვის.+ მისი შემბღალავი უნდა მოკვდეს.+ თუ იმ დღეს ვინმე საქმეს გააკეთებს, მოიკვეთოს ის* თავისი ხალხიდან.+ 15  ექვს დღეს აკეთეთ საქმე, მეშვიდე დღე კი შაბათია სრული დასვენებისთვის.+ ის წმინდაა იეჰოვასთვის. შაბათ დღეს საქმის გამკეთებელი მოკვდეს. 16  დაიცვან ისრაელის ძეებმა შაბათი, რათა სრულდებოდეს ის მათ თაობებში. ეს არის მარადიული შეთანხმება.+ 17  ეს არის მარადიული ნიშანი ჩემსა და ისრაელის ძეებს შორის,+ რადგან ექვს დღეში შექმნა იეჰოვამ ცა და დედამიწა, მეშვიდე დღისთვის დაასრულა ის და იმ დღეს დაისვენა“.+ 18  დაასრულა მოსესთან ლაპარაკი სინას მთაზე და მისცა მოწმობის ორი ფილა,+ ღვთის თითით ნაწერი ქვის ფილები.+

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — ის სული. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.