გამოსვლა 32:1—35
32 დაინახა ხალხმა, რომ აყოვნებდა მოსე მთიდან ჩამოსვლას.+ შეიკრიბა ხალხი აარონთან და უთხრეს მას: „მოდი, გაგვიკეთე ღმერთი, რომელიც წაგვიძღვება,+ რადგან არ ვიცით, რა დაემართა ამ მოსეს, რომელმაც ეგვიპტის მიწიდან გამოგვიყვანა“.+
2 მიუგო აარონმა: „მოხსენით ოქროს საყურეები+ თქვენს ცოლებს, ვაჟებსა და ასულებს და მომიტანეთ“.
3 მოიხსნა მთელმა ხალხმა საყურეები და აარონს მიუტანეს.
4 გამოართვა მან ოქრო, საჭრისით გამოკვეთა+ და ჩამოასხა ხბოს ქანდაკება;+ ამბობდნენ, ისრაელო, ეს არის შენი ღმერთი, რომელმაც ეგვიპტის მიწიდან გამოგიყვანაო.+
5 ეს რომ დაინახა აარონმა, სამსხვერპლო ააგო მის წინაშე. ბოლოს შესძახა აარონმა: „ხვალ იეჰოვას დღესასწაულია!“
6 მეორე დღეს დილაადრიანად ადგნენ და დაიწყეს დასაწვავი შესაწირავების შეწირვა და მშვიდობის მსხვერპლის* მიტანა. დასხდა ხალხი საჭმელად და სასმელად. შემდეგ ადგნენ და ცეკვა-თამაში გამართეს.+
7 უთხრა იეჰოვამ მოსეს: „ჩადი, რადგან შენი ხალხი, რომელიც ეგვიპტის მიწიდან გამოიყვანე, უკეთურად იქცევა.+
8 მალევე გადაუხვიეს იმ გზიდან, რომელზე სიარულიც ვუბრძანე.+ გაიკეთეს ხბოს ჩამოსხმული ქანდაკება, გართხმული არიან მის წინაშე, მსხვერპლს სწირავენ და ამბობენ, ისრაელო, ეს არის შენი ღმერთი, რომელმაც ეგვიპტის მიწიდან გამოგიყვანაო“.+
9 უთხრა იეჰოვამ მოსეს: „ვუყურებ ამ ხალხს და ვხედავ, რომ ქედმოუხრელნი არიან.+
10 მიმიშვი, რომ აენთოს მათზე ჩემი რისხვა და შევმუსრო ისინი,+ შენ კი დიდ ხალხად გაქციო“.+
11 მოსემ ვედრება დაუწყო იეჰოვას, თავის ღმერთს, გულის* მოსალბობად:+ «იეჰოვა, რატომ უნდა აენთოს შენი რისხვა+ შენი ხალხის წინააღმდეგ, რომელიც ეგვიპტის მიწიდან დიდი ძალითა და ძლიერი ხელით გამოიყვანე?
12 რატომ უნდა თქვან ეგვიპტელებმა,+ ბოროტი განზრახვით წაიყვანაო ისინი, რათა მოეკლა მთებს შორის და აღეგავაო დედამიწის პირიდან?+ ზურგი აქციე შენს ანთებულ რისხვას+ და შეიწყალე+ შენი ხალხი; არ დაატეხო უბედურება.
13 გაიხსენე აბრაამი, ისაკი და ისრაელი, შენი მსახურები, რომლებსაც შენი თავი დაუფიცე:+ „ცის ვარსკვლავებივით გავამრავლებ თქვენს შთამომავალს+ და მთელ ამ მიწას, რომელსაც გიჩვენებთ, მივცემ თქვენს შთამომავალს,+ რომ მარადიულად დაეუფლოს მას“».+
14 შეიწყალა იეჰოვამ თავისი ხალხი და აღარ დაატეხა უბედურება, როგორც ნათქვამი ჰქონდა.+
15 გაბრუნდა მოსე და მთიდან ჩავიდა.+ ხელში მოწმობის ორი ფილა+ ეჭირა, ორივე მხრიდან დაწერილი, ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც.
16 ფილები ღვთის ნაკეთები იყო და დაწერილიც ღვთის მიერ იყო ამოტვიფრული.+
17 იესო ნავეს ძეს ხალხის ყვირილის ხმა მოესმა და უთხრა მოსეს: „ბრძოლის ყიჟინაა+ ბანაკში“.
18 მან კი მიუგო:
„ეს არც გამარჯვების სიმღერის ხმაა,+და არც დამარცხებისა;სხვა სიმღერის ხმა მესმის“.
19 როგორც კი მიუახლოვდა ბანაკს და დაინახა ხბო+ და ხალხის ცეკვა, აენთო მოსეს რისხვა, დაყარა ფილები მთის ძირას და დაიმტვრა ისინი.+
20 აიღო მათი გაკეთებული ხბო, ცეცხლში დაწვა, მტვრად აქცია,+ მოაფრქვია წყლის ზედაპირზე+ და ისრაელის ძეებს შეასვა.+
21 უთხრა მოსემ აარონს: „ასეთი რა გაგიკეთა ამ ხალხმა, რომ ამხელა ცოდვა ჩაადენინე?“
22 აარონმა მიუგო: „ნუ აენთება ჩემი ბატონის რისხვა. შენ თვითონ კარგად იცნობ ამ ხალხს, რომ ბოროტებისკენ არიან მიდრეკილი.+
23 მითხრეს, გაგვიკეთე ღმერთი, რომელიც წაგვიძღვება,+ რადგან არ ვიცით, რა დაემართა ამ მოსეს, რომელმაც ეგვიპტის მიწიდან გამოგვიყვანაო.
24 მეც ვუთხარი: ვის აქვს-მეთქი ოქრო? მოიხსნას და მომიტანოს-მეთქი. მეც ჩავყარე ცეცხლში და ეს ხბო გამოვიდა“.
25 დაინახა მოსემ, რომ ხალხი თავაშვებულად იქცეოდა, რადგან აარონმა დაუშვა მათი თავაშვებულობა+ მოწინააღმდეგეთა თვალში შესარცხვენად.+
26 დადგა მოსე ბანაკის შესასვლელთან და თქვა: „ვინც იეჰოვას მხარესაა, ჩემკენ!“+ შეიკრიბა მასთან ლევის ყველა ძე.
27 უთხრა მათ: «აი რა თქვა იეჰოვამ, ისრაელის ღმერთმა: „შეიბით თითოეულმა თქვენ-თქვენი მახვილი. მოიარეთ მთელი ბანაკის კარიბჭეები და მოკლას თითოეულმა თავისი ძმა, მოძმე და ახლობელი“».+
28 მოსეს სიტყვისამებრ მოიქცნენ ლევის ძეები+ და იმ დღეს სამი ათასამდე კაცი დაეცა.
29 თქვა მოსემ: „აივსეთ ხელი ძალაუფლებით იეჰოვასთვის,+ რადგან თითოეული თქვენგანი თავისი ძისა და ძმის წინააღმდეგ წავა+ და დღეს გაკურთხებთ იგი“.+
30 მეორე დღესვე უთხრა მოსემ ხალხს: „ძალიან დიდი ცოდვა ჩაიდინეთ.+ ახლა ავალ იეჰოვასთან, იქნებ გამოვისყიდო თქვენი ცოდვა“.+
31 დაბრუნდა მოსე იეჰოვასთან და უთხრა: „ეჰ, მეტისმეტად დიდი ცოდვა ჩაიდინა ამ ხალხმა — ოქროს ღმერთი გაიკეთა!+
32 თუ მიუტევებ ახლა მათ ამ ცოდვას..,+ თუ არა და, გთხოვ, ამომშალე+ წიგნიდან,+ შენ რომ დაწერე“.
33 უთხრა იეჰოვამ მოსეს: „ვინც მე შემცოდა, იმას ამოვშლი ჩემი წიგნიდან.+
34 ახლა წადი, იქ წაიყვანე ხალხი, სადაც გითხარი. ჩემი ანგელოზი წაგიძღვება+ და სასჯელის დატეხვის დღეს დავსჯი მათ თავიანთი ცოდვის გამო“.+
35 დაიწყო იეჰოვამ ხალხის მოსვრა მათ მიერ გაკეთებული ხბოს გამო, რომელიც აარონმა გააკეთა.+