გამოსვლა 34:1—35
34 უთხრა იეჰოვამ მოსეს: „გამოთალე პირველი ფილების მსგავსი ორი ქვის ფილა+ და დავწერ მე იმ სიტყვებს, რომლებიც პირველ ფილებზე ეწერა,+ შენ რომ დაამტვრიე.+
2 მზად იყავი დილისთვის, როცა სინას მთაზე ამოხვალ და ჩემთან დადგები მთის წვერზე.+
3 არავინ ამოგყვეს და არც არავინ გამოჩნდეს მთელ მთაზე;+ არც ცხვარ-ძროხამ ძოვოს იმ მთის წინ“.+
4 მოსემაც გამოთალა პირველი ფილების მსგავსი ორი ქვის ფილა. ადგა დილით ადრე და ავიდა სინას მთაზე, როგორც იეჰოვამ უბრძანა; ხელში ქვის ორი ფილა ეჭირა.
5 ღრუბელში ჩამოვიდა იეჰოვა,+ დადგა მასთან და გამოაცხადა იეჰოვას სახელი.+
6 ჩაიარა იეჰოვამ მისი სახის წინაშე და გამოაცხადა: „იეჰოვა, იეჰოვა გულმოწყალე+ და მწყალობელი+ ღმერთია, რისხვაში ნელი,+ უხვი სიკეთესა*+ და ჭეშმარიტებაში;+
7 ათასებისთვის ინახავს სიკეთეს*,+ პატიობს დანაშაულს, შეცოდებასა და ცოდვას,+ თუმცა დასასჯელს დაუსჯელად არ ტოვებს,+ მამათა დანაშაულის გამო სჯის შვილებსა და შვილიშვილებს მესამე და მეოთხე თაობამდე“.+
8 მოსემ მაშინვე მდაბლად სცა თაყვანი და მიწაზე დაემხო.+
9 შემდეგ უთხრა: „ო, იეჰოვა, თუ წყალობა ვპოვე შენს თვალში, გთხოვ, იეჰოვა, იარე ჩვენ შორის,+ რადგან ეს ხალხი ქედმოუხრელია;+ გვაპატიე დანაშაული და ცოდვა,+ შენს საკუთრებად მიგვიღე“.+
10 მან მიუგო: „აი რა შეთანხმებას ვდებ: მთელი შენი ხალხის წინაშე მოვახდენ საოცრებებს, რაც არც მთელ დედამიწაზე და არც ერთ ხალხში არ მომხდარა;+ მთელი ხალხი, ვის შორისაც ხარ, დაინახავს იეჰოვას ნამოქმედარს, რადგან შიშის მომგვრელ საქმეებს გავაკეთებ შენთვის.+
11 შენ კი დაიცავი ის, რასაც დღეს გიბრძანებ.+ განვდევნი შენგან ამორეველებს, ქანაანელებს, ხეთელებს, ფერიზელებს, ხიველებსა და იებუსელებს.+
12 იფრთხილე, რომ არ დადო შეთანხმება იმ მიწის მკვიდრებთან, სადაც მიდიხარ,+ რათა ეს მახედ არ გექცეთ.+
13 დაანგრიეთ მათი სამსხვერპლოები, დაამტვრიეთ მათი წმინდა სვეტები და აჩეხეთ მათი წმინდა ბოძები.+
14 არ დაემხო სხვა ღვთის წინაშე,+ რადგან იეჰოვა, რომლის სახელიცაა მოშურნე, მოშურნე ღმერთია*,+
15 თორემ დადებ შეთანხმებას იმ ქვეყნის მკვიდრებთან, ისინი კი გარყვნილებას ჩაიდენენ თავიანთ ღმერთებთან+ და მსხვერპლს შესწირავენ მათ;+ დაგპატიჟებს მათგან ვინმე და შეჭამ მის მიერ შეწირულ მსხვერპლს.+
16 მაშინ მოგიწევს, შენი ვაჟებისთვის მათი ასულების შერთვა;+ ჩაიდენენ მათი ასულები გარყვნილებას თავიანთ ღმერთებთან და შენს ვაჟებსაც ჩაადენინებენ გარყვნილებას თავიანთ ღმერთებთან.+
17 არ ჩამოასხა ღმერთები, კერპები.+
18 დაიცავი უფუარობის დღესასწაული.+ ჭამე უფუარი პური, როგორც გიბრძანე, შვიდ დღეს, აბიბის თვეში+ დანიშნულ დროს, რადგან სწორედ აბიბის თვეში გამოხვედით ეგვიპტის მიწიდან.
19 ჩემია საშვილოსნოს ყოველი პირველი გამღები,+ ასევე ყოველი მამრი შენი ცხვარ-ძროხიდან.+
20 ცხვრით გამოისყიდე ვირის პირველმოგებული;+ თუ არ გამოისყიდი, კისერი გადაუმტვრიე. გამოისყიდე შენი ძეების ყოველი პირმშო.+ ხელცარიელი არავინ გამოცხადდეს ჩემ წინაშე.+
21 ექვს დღეს იშრომე, მეშვიდე დღეს კი დაიცავი შაბათი.+ ხვნისა და მკის დროსაც დაიცავი შაბათი.+
22 იზეიმე კვირების დღესასწაული ხორბლის პირველმოწეული ნაყოფით,+ წლის ბოლოს კი — მოსავლის აღების დღესასწაული.+
23 წელიწადში სამჯერ გამოცხადდეს ყოველი მამაკაცი+ ჭეშმარიტი უფლის, იეჰოვას, ისრაელის ღვთის წინაშე.
24 განვდევნი შენგან ერებს+ და გაგიფართოებ სამყოფელს;+ არავინ მოისურვებს შენს მიწას, როცა ახვალ წელიწადში სამჯერ იეჰოვას, შენი ღვთის სახის სახილველად.+
25 არ შემომწიროთ ჩემი მსხვერპლის სისხლი საფუვრიანთან ერთად.+ პასექის დღესასწაულისთვის განკუთვნილი მსხვერპლი დილამდე არ უნდა დარჩეს.+
26 შენი მიწის პირველი ნაყოფიდან საუკეთესო+ მიიტანე შენი ღვთის, იეჰოვას სახლში.+
არ მოხარშო თიკანი თავისი დედის რძეში“.+
27 უთხრა იეჰოვამ მოსეს: „ჩაიწერე ეს სიტყვები,+ რადგან ამ სიტყვების თანახმად ვდებ შეთანხმებას შენთან და ისრაელთან“.+
28 იქ იყო იგი იეჰოვასთან ორმოც დღესა და ორმოც ღამეს. არც პური უჭამია და არც წყალი დაულევია.+ დაწერა ღმერთმა ფილებზე შეთანხმების სიტყვები, ათი მცნება*.+
29 სინას მთიდან რომ ჩამოვიდა მოსე, ხელში მოწმობის ორი ფილა ეჭირა.+ არ იცოდა მოსემ, რომ მისი სახე ანათებდა მასთან ლაპარაკის გამო.+
30 დაინახეს აარონმა და ისრაელის ძეებმა მოსე და რას ხედავენ! ანათებდა მისი სახე და მასთან მისვლის ეშინოდათ.+
31 მოუხმო მათ მოსემ. მივიდნენ მასთან აარონი და კრებულის ყველა თავკაცი და დაელაპარაკა მათ მოსე.
32 მხოლოდ ამის შემდეგ მიუახლოვდნენ მას ისრაელის ძეები და გადასცა მათ ყველაფერი, რაც იეჰოვამ უბრძანა მას სინას მთაზე.+
33 როცა დაასრულებდა ხოლმე მოსე მათთან ლაპარაკს, რიდეს იფარებდა სახეზე.+
34 მაგრამ როცა შედიოდა მოსე იეჰოვასთან სალაპარაკოდ, მოხსნილი ჰქონდა რიდე, სანამ გამოვიდოდა.+ რა ბრძანებასაც მიიღებდა, იმას ეუბნებოდა ისრაელის ძეებს გამოსვლის შემდეგ.+
35 ხედავდნენ ისრაელის ძეები, რომ ანათებდა მოსეს სახე.+ იფარებდა მოსე სახეზე რიდეს, სანამ მასთან სალაპარაკოდ შევიდოდა.+
სქოლიოები
^ იხილეთ 15:13-ის სქოლიო.
^ იხილეთ 15:13-ის სქოლიო.
^ იხილეთ 20:5-ის სქოლიო.
^ სიტყვასიტყვით — ათი სიტყვა.