გამოსვლა 36:1—38

36  „იმუშაონ ბეცალელმა, ოჰოლიაბმა+ და ყველა გულბრძენმა კაცმა, რომლებსაც იეჰოვამ მისცა სიბრძნე+ და გაგების უნარი,+ რათა იცოდნენ, თუ როგორ შეასრულონ ყველა საქმე წმინდა მსახურებისთვის, იეჰოვას ბრძანებისამებრ“.+  მოუწოდა მოსემ ბეცალელს, ოჰოლიაბსა და ყველა გულბრძენ კაცს, რომელთაც გულებში ჩაუდო იეჰოვამ სიბრძნე,+ და ყველას, ვისაც გული უწევდა, შესდგომოდნენ საქმეს.+  აიღეს მათ მოსესგან მთელი შენაწირი,+ რომელიც ისრაელის ძეებმა მიიტანეს წმინდა მსახურებისთვის ყველა საქმის შესასრულებლად, და კვლავაც მიჰქონდათ ყოველ დილით ნებაყოფლობითი შესაწირავი.  ყველა ბრძენი, ვინც წმინდა საქმეს ასრულებდა, სათითაოდ მიდიოდა თავისი სამუშაოდან  და ეუბნებოდა მოსეს: „ხალხს ბევრად მეტი მოაქვს, ვიდრე მსახურებისთვის, იმ სამუშაოებისთვის არის საჭირო, რომელიც იეჰოვამ ბრძანა“.  ბრძანა მოსემ, რომ მთელ ბანაკში გამოეცხადებინათ: „აღარც კაცებმა და აღარც ქალებმა აღარაფერი გაამზადოთ წმინდა შესაწირავად“. შეწყვიტა ხალხმა შესაწირავის მიტანა.  შეგროვებული საკმარისი აღმოჩნდა მთელი საქმის შესასრულებლად, საკმარისზე მეტიც.  ყველა გულბრძენმა,+ ვინც საქმეს ასრულებდა, დაიწყო კარვის+ კეთება. დაიწყეს კარვის ათი ქსოვილის დამზადება ძვირფასი გრეხილი სელის, ლურჯი ძაფის, მოშინდისფრო შალისა და ალისფერი ნართისგან. ზედ მან* ქერუბიმები ამოქარგა.  კარვის თითოეული ქსოვილის სიგრძე ოცდარვა წყრთა იყო, სიგანე კი — ოთხი წყრთა. კარვის ყველა ქსოვილი ერთი ზომისა იყო. 10  მან ერთმანეთს გადააბა კარვის ხუთი ქსოვილი;+ კარვის დანარჩენი ხუთი ქსოვილიც გადააბა ერთმანეთს. 11  გააკეთა ლურჯი ძაფის მარყუჟები კარვის იმ ქსოვილის კიდეზე, რომელიც ერთ ბოლოშია, გადაბმის ადგილას. ასევე გააკეთა კარვის ქსოვილის იმ კიდეზე, რომელიც მეორე ბოლოშია, გადაბმის ადგილას.+ 12  გაუკეთა ორმოცდაათი მარყუჟი კარვის იმ ქსოვილს, რომელიც ერთ ბოლოშია და ორმოცდაათი მარყუჟი — კარვის იმ ქსოვილს, რომელიც მეორე ბოლოშია, გადაბმის ადგილას. მარყუჟები ერთმანეთის პირისპირ გააკეთა.+ 13  ბოლოს გააკეთა ოქროს ორმოცდაათი კაუჭი, ერთიმეორესთან კაუჭებით შეაერთა კარვის ქსოვილები და კარავი ერთი მთლიანი გამოვიდა.+ 14  დაიწყო თხისურისგან კარვის ქსოვილების დამზადება კარავზე გადასაფარებლად. კარვის თერთმეტი ქსოვილი დაამზადა.+ 15  კარვის თითოეული ქსოვილის სიგრძე ოცდაათი წყრთა იყო, სიგანე კი — ოთხი წყრთა. კარვის თერთმეტივე ქსოვილი ერთი ზომისა იყო.+ 16  ხუთი ქსოვილი ცალკე გადააბა ერთმანეთს და ექვსი ქსოვილი — ცალკე.+ 17  გაუკეთა ორმოცდაათი მარყუჟი კარვის იმ ქსოვილს, რომელიც ერთ ბოლოშია, გადაბმის ადგილას, და ორმოცდაათი მარყუჟი — კარვის იმ ქსოვილს, რომელიც მეორე ბოლოშია, გადაბმის ადგილას.+ 18  გააკეთა სპილენძის ორმოცდაათი კაუჭი კარვის ქსოვილების შესაერთებლად, რათა ერთი მთლიანი გამოსულიყო.+ 19  გაუკეთა კარავს ვერძის წითელი ტყავისა და სელაპის ტყავის+ გადასაფარებლები.+ 20  გააკეთა კარვისთვის აკაციის ხის+ ჩარჩოები და სწორად ჩადგა. 21  თითოეული ჩარჩო სიგრძით ათი წყრთა იყო, სიგანით კი — ერთ-ნახევარი წყრთა.+ 22  თითოეულ ჩარჩოს ჰქონდა ორი კოტა, ერთმანეთის შესაბამისი. ასე გააკეთა კარვის ყველა ჩარჩო.+ 23  გააკეთა კარვისთვის ჩარჩოები, ოცი ჩარჩო, რომლებიც ნეგებისკენ იყო მიმართული, სამხრეთით.+ 24  გააკეთა ვერცხლის ორმოცი საყრდენი ოცი ჩარჩოსთვის; ორი საყრდენი — ერთი ჩარჩოსთვის, რომელსაც ორი კოტა ჰქონდა, და ორიც — მეორე ჩარჩოსთვის, რომელსაც ასევე ორი კოტა ჰქონდა.+ 25  კარვის მეორე მხარეს, ჩრდილოეთით, ოცი ჩარჩო გააკეთა.+ 26  გაუკეთა მათ ვერცხლის ორმოცი საყრდენი, ერთ ჩარჩოს ორი საყრდენი გაუკეთა და მეორესაც — ორი.+ 27  კარვის უკანა მხარისთვის, დასავლეთით, ექვსი ჩარჩო გააკეთა.+ 28  კარვის უკანა მხარისთვის კუთხის ბოძებად გააკეთა ორი ჩარჩო,+ 29  რომლებიც ძირიდან ორმაგი იყო და თითოეული მათგანი ორმაგად ამოდიოდა პირველ რგოლთან. ორივე კუთხის ბოძი ასე გააკეთა.+ 30  სულ გამოვიდა ვერცხლის რვა ჩარჩო თავისი თექვსმეტი საყრდენით; ორ-ორი საყრდენი თითო ჩარჩოსთვის.+ 31  დაამზადა აკაციის ხის ძელები; კარვის ერთ მხარეს განლაგებული ჩარჩოებისთვის — ხუთი,+ 32  კარვის მეორე მხარეს განლაგებული ჩარჩოებისთვისაც — ხუთი, და ხუთიც — კარვის უკანა მხარეს განლაგებული ჩარჩოებისთვის, დასავლეთით.+ 33  დაამზადა შუა ძელი, ჩარჩოების შუაში, ერთი ბოლოდან მეორეში გასადებად.+ 34  ოქროთი მოავარაყა ჩარჩოები; ძელებისთვის ოქროს რგოლები გააკეთა და ძელებიც ოქროთი მოავარაყა.+ 35  გააკეთა ფარდა+ ლურჯი ძაფის, მოშინდისფრო შალის, ალისფერი ნართისა და ძვირფასი გრეხილი სელისგან. ზედ ქერუბიმები+ ამოქარგა. 36  გააკეთა მისთვის ოქროთი მოვარაყებული აკაციის ოთხი სვეტი. მათი სამაგრებიც ოქროსი გააკეთა და მათთვის ოთხი ვერცხლის საყრდენი ჩამოასხა.+ 37  ჩამოსაფარებელი მოქსოვა კარვის შესასვლელისთვის ლურჯი ძაფის, მოშინდისფრო შალის, ალისფერი ნართისა და ძვირფასი გრეხილი სელისგან.+ 38  გააკეთა მისთვის ხუთი სვეტი და მათი სამაგრები. ოქროთი მოავარაყა მათი თავები და შესაერთებლები, მათი ხუთი საყრდენი კი სპილენძისა გააკეთა.+

სქოლიოები

იგულისხმება ბეცალელი.