გამოსვლა 37:1—29

37  გააკეთა ბეცალელმა+ აკაციის ხის კიდობანი,+ სიგრძით ორ-ნახევარი წყრთა, სიგანით ერთ-ნახევარი წყრთა და სიმაღლითაც ერთ-ნახევარი წყრთა.+  სუფთა ოქროთი მოავარაყა შიგნიდანაც და გარედანაც და ოქროს არშია შემოავლო.+  ჩამოასხა ოთხი ოქროს რგოლი ოთხივე ფეხის ზემოთ დასამაგრებლად: ორი რგოლი — ერთ მხარეს და ორიც — მეორე მხარეს.+  დაამზადა აკაციის ხის კეტები და ოქროთი მოავარაყა.+  გაუყარა კეტები რგოლებში კიდობნის გვერდებზე, მის სატარებლად.+  გაუკეთა სუფთა ოქროს სახურავი,+ სიგრძით ორ-ნახევარი წყრთა და სიგანით ერთ-ნახევარი წყრთა.+  გამოჭედა ოქროს ორი ქერუბიმი და დაამაგრა სახურავის ორივე ბოლოზე:+  ერთი ქერუბიმი — ერთ ბოლოზე, მეორე კი — მეორე ბოლოზე. სახურავის ორივე ბოლოზე დაამაგრა ქერუბიმები.+  ორივე ფრთა ზემოთ ჰქონდათ აწვდილი და სახურავს ფრთებით ფარავდნენ,+ სახეები კი ერთმანეთისკენ ჰქონდათ მიმართული. ქერუბიმები სახურავს დაჰყურებდნენ.+ 10  გააკეთა აკაციის ხის მაგიდა,+ სიგრძით ორი წყრთა, სიგანით ერთი წყრთა და სიმაღლით ერთ-ნახევარი წყრთა.+ 11  მოავარაყა სუფთა ოქროთი და ოქროს არშია შემოავლო.+ 12  შემოავლო სარტყელი, სიმაღლით ერთი ხელის დადება, სარტყელს კი ოქროს არშია შემოავლო.+ 13  ჩამოასხა ოქროს ოთხი რგოლი და დაამაგრა ოთხივე კუთხეში ოთხივე ფეხთან.+ 14  კეტების გასაყრელი რგოლები სარტყელთან იყო მაგიდის სატარებლად.+ 15  გააკეთა აკაციის ხის კეტები და ოქროთი მოავარაყა მაგიდის სატარებლად.+ 16  გააკეთა მაგიდაზე დასადები ჭურჭელი: თეფშები, თასები, დოქები და ჯამები, საიდანაც დასაღვრელი შესაწირავი იღვრებოდა. სუფთა ოქროთი გააკეთა ისინი.+ 17  გამოჭედა სუფთა ოქროსგან სალამპრე.+ მისი გვერდები, რტოები, ჯამები, კვირტები და ყვავილები მისი ღეროდან ამოდიოდა.+ 18  მისგან ექვსი რტო გამოდიოდა, სამი რტო — სალამპრის ერთი მხრიდან და სამი რტოც — სალამპრის მეორე მხრიდან.+ 19  ერთ რტოზე იყო ნუშის ყვავილის ფორმის სამი ჯამი, კვირტები და ყვავილები, მონაცვლეობით, მეორე რტოზეც ნუშის ყვავილის ფორმის სამი ჯამი, კვირტები და ყვავილები, მონაცვლეობით. ასე გამოდიოდა სალამპრიდან ექვსი რტო.+ 20  სალამპრეზე იყო ნუშის ყვავილის ფორმის ოთხი ჯამი, კვირტები და ყვავილები, მონაცვლეობით.+ 21  ორი რტოს ქვეშ მოთავსებული კვირტი მისგან გამოდიოდა, კიდევ ორი რტოს ქვეშ მოთავსებული კვირტიც მისგან გამოდიოდა, და დარჩენილი ორი რტოს ქვეშ მოთავსებული კვირტიც მისგანვე გამოდიოდა, რადგან ექვსი რტო გამოდიოდა სალამპრიდან.+ 22  კვირტები და რტოები მისგან გამოდიოდა. თითოეული მათგანი სუფთა ოქროსგან იყო ნაჭედი.+ 23  გააკეთა სუფთა ოქროს შვიდი ლამპარი,+ მისი მაშები და საცეცხლურები. 24  ერთი ტალანტი სუფთა ოქროსგან გააკეთა ის და მთელი მისი მოწყობილობა. 25  ააგო აკაციის ხისგან+ საკმევლის სამსხვერპლო,+ სიგრძით ერთი წყრთა და სიგანითაც ერთი წყრთა; ის კვადრატული იყო, სიმაღლით ორი წყრთა. კუთხეებში რქები ჰქონდა.+ 26  სუფთა ოქროთი მოავარაყა მისი ზედაპირი, გვერდები, რქები და ოქროს არშია შემოავლო.+ 27  არშიის დაბლა, ორ გვერდზე, ერთმანეთის პირისპირ ორი ოქროს რგოლიც გაუკეთა კეტების გასაყრელად, რათა სამსხვერპლო ეტარებინათ.+ 28  გააკეთა აკაციის ხის კეტები და ოქროთი მოავარაყა.+ 29  დაამზადა წმინდა საცხები ზეთიც+ და სუფთა სურნელოვანი საკმეველიც,+ როგორც მენელსაცხებლე აკეთებს.

სქოლიოები