გამოსვლა 4:1—31

4  მოსემ უთხრა: „დავუშვათ, არ დამიჯერეს, არ მოუსმინეს ჩემს ხმას+ და თქვეს, არ გამოგცხადებიაო იეჰოვა“.  იეჰოვამ ჰკითხა: „რა გიჭირავს ხელში?“ მან მიუგო: „ჯოხი“.+  შემდეგ უთხრა: „დააგდე მიწაზე“. მანაც დააგდო მიწაზე და ჯოხი გველად გადაიქცა;+ გაექცა მას მოსე.  უთხრა იეჰოვამ მოსეს: „გაიწოდე ხელი და კუდზე წაავლე“. მანაც გაიწოდა ხელი, წაავლო და ისევ ჯოხად გადაიქცა მის ხელში,  „რათა დაიჯერონ, რომ იეჰოვა, მათი მამა-პაპის ღმერთი,+ აბრაამის,+ ისაკისა+ და იაკობის ღმერთი+ გამოგეცხადა“.+  იეჰოვამ კვლავ უთხრა: „უბეში ჩაიყავი ხელი“. მანაც ჩაიყო. მერე ამოიღო ხელი და რას ხედავს! კეთრისგან თოვლივით გასთეთრებოდა!+  კიდევ უთხრა: „ისევ ჩაიყავი უბეში ხელი“. მანაც ჩაიყო. მერე ამოიღო ხელი და რას ხედავს! ხორცისფერი დაბრუნებოდა ხელს!+  „თუ არ დაგიჯერებენ და არ მოუსმენენ პირველ ნიშანს, მეორე ნიშანს მაინც ირწმუნებენ.+  თუ არც ერთ ნიშანს არ ირწმუნებენ და არ მოუსმენენ შენს ხმას,+ მაშინ ამოიღე წყალი მდინარე ნილოსიდან, ხმელეთზე დაღვარე და შენი ამოღებული წყალი უეჭველად სისხლად იქცევა ხმელეთზე“.+ 10  მოსემ იეჰოვას უთხრა: „მაპატიე, იეჰოვა, მაგრამ არა ვარ მჭევრმეტყველი; არც გუშინ ვყოფილვარ, არც მანამდე და არც მას შემდეგ გავმხდარვარ, რაც შენს მსახურს ელაპარაკები, რადგან ბაგემძიმე და ენამძიმე ვარ“.+ 11  იეჰოვამ მიუგო: „ვინ მისცა კაცს ბაგე და ვინ ხდის ადამიანს მუნჯს ან ყრუს, თვალხილულს ან ბრმას? განა მე არა, იეჰოვა?!+ 12  წადი ახლა, მე თვითონ ვიქნები შენს ბაგესთან და მე გასწავლი, რა უნდა თქვა“.+ 13  მან უთხრა: „მაპატიე, იეჰოვა, იქნებ სხვა ვინმე გაგზავნო“. 14  მაშინ აენთო იეჰოვას რისხვა მოსეზე და თქვა: „ლევიანი აარონი შენი ძმა არ არის?+ მე ვიცი, რომ მას შეუძლია ლაპარაკი და, აი, უკვე მოდის შენთან შესახვედრად. დაგინახავს და მთელი გულით გაიხარებს.+ 15  ელაპარაკე და ბაგეზე დაუდე სიტყვები.+ მე ვიქნები შენს ბაგესთანაც და მის ბაგესთანაც+ და გასწავლით, რა უნდა გააკეთოთ.+ 16  შენ მაგივრად ის დაელაპარაკება ხალხს. ის იქნება შენთვის ბაგე,+ შენ კი ღმერთი იქნები მისთვის.+ 17  ეს ჯოხი შენ გეჭირება, რომ ნიშნები მოახდინო“.+ 18  მოსეც წავიდა, დაბრუნდა ითროსთან, თავის სიმამრთან, და სთხოვა:+ „წავალ ჩემს ძმებთან ეგვიპტეში და ვნახავ, ცოცხლები არიან თუ არა“.+ მიუგო ითრომ მოსეს: „მშვიდობით იარე“.+ 19  შემდეგ იეჰოვამ უთხრა მოსეს მიდიანში: „წადი, დაბრუნდი ეგვიპტეში, რადგან ვინც შენ* გეძებდა, ყველა მკვდარია“.+ 20  დასხა მოსემ თავისი ცოლ-შვილი ვირზე და ეგვიპტის გზას დაადგა. მოსეს ხელში ჭეშმარიტი ღვთის ჯოხი ეჭირა.+ 21  კვლავ უთხრა იეჰოვამ მოსეს: «ეგვიპტეში რომ დაბრუნდები, იცოდე, ფარაონის წინაშე მოახდინე ყველა სასწაული, რომელიც ხელში ჩაგიდე.+ მე კი დავუშვებ, რომ გული გაუჯიუტდეს ფარაონს;+ და ხალხს არ გაუშვებს.+ 22  უთხარი ფარაონს: „ასე თქვა იეჰოვამ: ჩემი ძეა ისრაელი, ჩემი პირმშო.+ 23  გეუბნები: გაუშვი ჩემი ძე, რომ მემსახუროს. იცოდე, თუ არ გაუშვებ, მოგიკლავ ძეს, შენს პირმშოს“».+ 24  გზაზე, ღამის გასათევ ადგილას,+ იეჰოვა დაუხვდა მას+ და მოკვლა დაუპირა.+ 25  აიღო ციფორამ+ კაჟი, მოკვეთა თავის ვაჟს ჩუჩა,+ ფეხზე შეახო მას და უთხრა: „ეს იმიტომ, რომ სისხლის ნეფე ხარ ჩემთვის“. 26  ბოლოს გაუშვა მან იგი. მაშინ ციფორამ წინადაცვეთის გამო თქვა: „სისხლის ნეფეა“. 27  უთხრა იეჰოვამ აარონს: „წადი, შეხვდი მოსეს უდაბნოში“.+ წავიდა იგი, შეხვდა მას ჭეშმარიტი ღვთის მთაზე+ და გადაკოცნა. 28  გადასცა მოსემ აარონს იეჰოვას, თავისი გამგზავნელის სიტყვები,+ და ის, თუ რა ნიშნები უნდა მოეხდინა მისი ბრძანების თანახმად.+ 29  წავიდნენ მოსე და აარონი და შეკრიბეს ისრაელის ყველა უხუცესი.+ 30  ელაპარაკა აარონი მათ ყველაფერს, რაც იეჰოვამ მოსეს უთხრა,+ და მათ თვალწინ მოახდინა ის ნიშნები.+ 31  ხალხმაც ირწმუნა.+ როცა გაიგეს, რომ იეჰოვამ მოხედა+ ისრაელის ძეებს და დაინახა მათი გაჭირვება,+ მდაბლად თაყვანი სცეს და მიწაზე დაემხვნენ.+

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — შენს სულს ეძებდა. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.