გამოსვლა 40:1—38

40  ელაპარაკა იეჰოვა მოსეს:  „პირველი თვის პირველ დღეს+ გაშალე შეხვედრის კარავი.+  მოათავსე შიგნით მოწმობის კიდობანი+ და ფარდით გადაკეტე კიდობანთან მისასვლელი.+  შეიტანე მაგიდა+ და გააწყვე. შეიტანე სალამპრე+ და აანთე მისი ლამპრები.+  მოწმობის კიდობნის წინ დადგი ოქროს სამსხვერპლო საკმევლისთვის+ და ჩამოკიდე კარვის შესასვლელის ჩამოსაფარებელი.+  შეხვედრის კარვის შესასვლელის წინ დადგი დასაწვავი შესაწირავის სამსხვერპლო.+  შეხვედრის კარავსა და სამსხვერპლოს შორის დადგი აუზი და ჩაასხი მასში წყალი.+  ეზო შემოღობე+ ირგვლივ და ეზოს კარიბჭეზე ჩამოსაფარებელი+ ჩამოკიდე.  აიღე საცხები ზეთი+ და სცხე კარავს და ყველაფერს, რაც მასშია.+ განწმინდე ის და მთელი მისი მოწყობილობა, რათა წმინდა გახდეს. 10  სცხე დასაწვავი შესაწირავის სამსხვერპლო და მთელი მისი მოწყობილობა. განწმინდე სამსხვერპლო,+ რათა უწმინდესი იყოს.+ 11  სცხე აუზი, მისი სადგამი და განწმინდე. 12  მიიყვანე აარონი და მისი ვაჟები შეხვედრის კარვის შესასვლელთან და განბანე ისინი წყლით.+ 13  შემოსე აარონი წმინდა ტანსაცმლით.+ სცხე იგი+ და განწმინდე, რათა მღვდლად მემსახუროს. 14  შემდეგ მიიყვანე მისი ვაჟები და შემოსე ისინი გრძელი სამოსლით.+ 15  ისევე სცხე ისინი, როგორც მამამისი,+ რათა მღვდლებად მემსახურონ. მათი ცხება იქნება მათი მღვდლობის ნიშანი სამარადისოდ მათ თაობებში“.+ 16  მოსემ ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც იეჰოვამ უბრძანა;+ ზუსტად ისე გააკეთა. 17  მეორე წლის პირველი თვის პირველ დღეს გაშალეს კარავი.+ 18  მოსე კარვის გაშლას რომ შეუდგა, დააწყო მისი საყრდენები+ და ჩადგა ჩარჩოები;+ დაამაგრა ძელები+ და აღმართა სვეტები;+ 19  გადახურა კარავი+ და გადააფარა გადასაფარებელი,+ როგორც იეჰოვამ უბრძანა მოსეს. 20  ჩადო მოწმობა+ კიდობანში,+ გაუყარა კიდობანს კეტები+ და სახურავი+ დააფარა;+ 21  შეიტანა კიდობანი კარავში, ჩამოკიდა ჩამოსაფარებელი ფარდა+ და გადაკეტა მოწმობის კიდობანთან+ მისასვლელი, როგორც იეჰოვამ უბრძანა მოსეს. 22  დადგა მაგიდა+ შეხვედრის კარავში, კარვის ჩრდილოეთით, ფარდის გარეთ, 23  და დააწყო მასზე პურები+ იეჰოვას წინაშე, როგორც იეჰოვამ უბრძანა მოსეს. 24  დადგა სალამპრე+ შეხვედრის კარავში მაგიდის წინ, კარვის სამხრეთით, 25  და აანთო ლამპრები+ იეჰოვას წინაშე, როგორც იეჰოვამ უბრძანა მოსეს. 26  დადგა ოქროს სამსხვერპლო+ შეხვედრის კარავში ფარდის წინ, 27  რათა ააბოლოს მასზე სურნელოვანი საკმეველი,+ როგორც იეჰოვამ უბრძანა მოსეს. 28  ბოლოს ჩამოკიდა კარვის შესასვლელის ჩამოსაფარებელი.+ 29  დადგა დასაწვავი შესაწირავის სამსხვერპლო+ შეხვედრის კარვის შესასვლელთან, რათა შეეწირა მასზე შესაწირავი მსხვერპლი+ და მარცვლეული შესაწირავი, როგორც იეჰოვამ უბრძანა მოსეს. 30  დადგა აუზი შეხვედრის კარავსა და სამსხვერპლოს შორის და ჩაასხა მასში წყალი დასაბანად.+ 31  დაიბანეს ხელები და ფეხები მოსემ, აარონმა და მისმა ვაჟებმა. 32  იბანდნენ ისინი შეხვედრის კარავში შესვლამდე და სამსხვერპლოსთან მისვლამდე,+ როგორც იეჰოვამ უბრძანა მოსეს. 33  ბოლოს კარვისა და სამსხვერპლოს ირგვლივ შემოღობა ეზო+ და ჩამოკიდა ეზოს კარიბჭეზე ჩამოსაფარებელი.+ ასე დაასრულა მოსემ ეს საქმე. 34  ღრუბლით+ დაიფარა შეხვედრის კარავი და იეჰოვას დიდებით აივსო. 35  ვერ შედიოდა მოსე შეხვედრის კარავში, რადგან კარავი იეჰოვას დიდებით იყო სავსე+ და ღრუბელი+ იყო მასზე დავანებული. 36  მოგზაურობის დროს, ერთი ადგილიდან მეორეზე გადასვლისას, როცა ღრუბელი აიწეოდა კარვიდან, ისრაელის ძეები შლიდნენ ბანაკს.+ 37  თუ ღრუბელი არ აიწეოდა, ისინი არ შლიდნენ ბანაკს იმ დღემდე, სანამ ღრუბელი არ აიწეოდა.+ 38  მოგზაურობის დროს, როცა ერთი ადგილიდან მეორეზე გადადიოდნენ, ისრაელის მთელი სახლის თვალწინ დღისით იეჰოვას ღრუბელი იყო კარავზე, ღამით კი — ცეცხლი.+

სქოლიოები