გამოსვლა 5:1—23

5  შევიდნენ მოსე და აარონი ფარაონთან და უთხრეს:+ «ასე თქვა იეჰოვამ, ისრაელის ღმერთმა: „გაუშვი ჩემი ხალხი, რომ დღესასწაული გამიმართონ უდაბნოში“».+  ფარაონმა მიუგო: „ვინ არის იეჰოვა,+ რომ მოვუსმინო მის ხმას და გავუშვა ისრაელი?!+ მე არც იეჰოვას ვიცნობ+ და არც ისრაელის გაშვებას ვაპირებ“.+  მათ უთხრეს: „ებრაელთა ღმერთი გამოგვეცხადა.+ გვინდა, წავიდეთ უდაბნოში სამი დღის სავალზე და მსხვერპლი შევწიროთ ჩვენს ღმერთს, იეჰოვას.+ თუ არადა, შეიძლება ჭირი დაგვატეხოს ან მახვილი დაგვკრას“.+  ეგვიპტის მეფემ მიუგო მათ: „მოსე, აარონ, რატომ აწყვეტინებთ ხალხს მუშაობას?!+ წადით, იმუშავეთ!“+  ფარაონმა განაგრძო: „ხალხი ბევრია,+ თქვენ კი მუშაობას აწყვეტინებთ მათ“.+  მაშინვე უბრძანა ფარაონმა ხალხის მეთვალყურეებსა და ზედამხედველებს:+  «აღარ შეუგროვოთ ამ ხალხს ბზე აგურების საკეთებლად.+ წავიდნენ და თვითონ მოაგროვონ.  რამდენ აგურსაც აკეთებდნენ, ისევ იმდენი გააკეთებინეთ; არ შეუმციროთ, რადგან გაზარმაცდნენ.+ ამიტომაც გაიძახიან: „გვინდა წავიდეთ, ჩვენს ღმერთს მსხვერპლი შევწიროთ!“+  მძიმე სამუშაო მიეცით, იმუშაონ და ყურს ნუ დაუგდებენ მაცდურ სიტყვებს».+ 10  ხალხის მეთვალყურეებმა+ და ზედამხედველებმა უთხრეს მათ: «ასე თქვა ფარაონმა: „აღარ მოგცემთ ბზეს. 11  თქვენ თვითონ წადით და სადაც იპოვით, იქიდან მოიტანეთ, სამუშაო კი ოდნავადაც არ შეგიმცირდებათ“».+ 12  გაიფანტა ხალხი მთელი ეგვიპტის მიწაზე, რომ ბზის მაგივრად ნამჯა შეეგროვებინათ. 13  მეთვალყურეები აიძულებდნენ მათ+ და ეუბნებოდნენ: „ყოველდღე ისევე იმუშავეთ, როგორც მაშინ, ბზეს რომ გაძლევდნენ“.+ 14  სცემდნენ+ ისრაელის ძეთაგან დაყენებულ ზედამხედველებს,+ რომლებიც ფარაონის მეთვალყურეების მიერ იყვნენ დანიშნულნი, და ეუბნებოდნენ: „რატომ არ შეასრულეთ დაკისრებული საქმე და გუშინ და დღეს+ იმდენივე აგური+ არ გააკეთეთ, რამდენსაც მანამდე აკეთებდით?“ 15  მივიდნენ ისრაელის ძეთაგან დაყენებული ზედამხედველები+ და ფარაონს შესჩივლეს: „რატომ ექცევი ასე შენს მსახურებს? 16  ბზეს აღარ აძლევენ შენს მსახურებს და თან გვეუბნებიან, აგურები გააკეთეთო; შენს მსახურებს სცემენ, დამნაშავე კი შენი ხალხია“.+ 17  მან მიუგო: «გაზარმაცებულები ხართ, გაზარმაცებულები!+ ამიტომაც გაიძახით: „გვინდა წავიდეთ, იეჰოვას შევწიროთ მსხვერპლი“.+ 18  წადით და იმსახურეთ. არავითარი ბზე არ მოგეცემათ, აგურებს კი მაინც იმდენს გააკეთებთ».+ 19  როდესაც გაიგეს, რომ ყოველდღიურად იმდენივე აგური უნდა გაეკეთებინათ,+ დაინახეს ისრაელის ძეთაგან დაყენებულმა ზედამხედველებმა, რომ უბედურებაში ჩაცვივდნენ.+ 20  ფარაონისგან რომ გამოვიდნენ ისინი, შეხვდნენ მოსესა და აარონს,+ რომლებიც იქვე ელოდნენ, 21  და მაშინვე უთხრეს: „დაგინახოთ იეჰოვამ და განგსაჯოთ,+ რადგან შეაძულეთ ჩვენი თავი+ ფარაონსა და მის მსახურებს და მახვილი მიეცით ხელში ჩვენ დასახოცად“.+ 22  მიბრუნდა მოსე იეჰოვასკენ+ და უთხრა: „იეჰოვა, რატომ დაატეხე ბოროტება ამ ხალხს?+ რატომ გამგზავნე?+ 23  მას შემდეგ, რაც ფარაონს ველაპარაკე შენი სახელით,+ ის ბოროტებას უკეთებს ამ ხალხს,+ შენ კი არ გიხსნია შენი ხალხი“.+

სქოლიოები