გამოსვლა 7:1—25

7  იეჰოვამ მოსეს უთხრა: „იცოდე, ფარაონის ღმერთად+ დაგაყენე, შენი ძმა აარონი კი შენი წინასწარმეტყველი იქნება.+  შენ იტყვი ყველაფერს, რასაც გიბრძანებ,+ ხოლო აარონი, შენი ძმა, ფარაონს ეტყვის,+ რომ გაუშვას ისრაელის ძეები თავისი მიწიდან.+  მე კი დავუშვებ, რომ გული გაუჯიუტდეს ფარაონს,+ და გავამრავლებ ჩემს ნიშნებსა და სასწაულებს ეგვიპტის მიწაზე.+  არ მოგისმენთ ფარაონი,+ მაგრამ მე შევახებ ხელს ეგვიპტეს და გამოვიყვან ჩემს ლაშქარს,+ ჩემს ხალხს,+ ისრაელის ძეებს,+ ეგვიპტის მიწიდან დიდი სასჯელებით.+  გაიგებენ ეგვიპტელები, რომ მე ვარ იეჰოვა, როცა აღვმართავ ჩემს ხელს ეგვიპტეზე+ და გამოვიყვან მათგან ისრაელის ძეებს“.+  მოსემ და აარონმა ისე დაიწყეს მოქმედება, როგორც იეჰოვამ უბრძანა.+ მათ ზუსტად ისე გააკეთეს ყველაფერი.+  მოსე ოთხმოცი წლისა იყო, აარონი კი ოთხმოცდასამის, როცა ფარაონს ელაპარაკნენ.+  უთხრა იეჰოვამ მოსესა და აარონს:  „თუ გეტყვით ფარაონი, სასწაული მოახდინეთო,+ მაშინ უთხარი აარონს, აიღოს თავისი ჯოხი,+ ფარაონის წინ დააგდოს, და ჯოხი დიდ გველად გადაიქცევა“.+ 10  შევიდნენ მოსე და აარონი ფარაონთან და ზუსტად ისე გააკეთეს, როგორც იეჰოვას ჰქონდა ნაბრძანები. დააგდო აარონმა თავისი ჯოხი ფარაონისა და მისი მსახურების წინ და ჯოხი დიდ გველად გადაიქცა. 11  ფარაონმაც მოუხმო თავის ბრძენკაცებსა და გრძნეულებს+ და იგივე მოიმოქმედეს ეგვიპტის გრძნეულმა ქურუმებმაც თავიანთი ჯადოქრობით.+ 12  მათაც დაყარეს თავიანთი ჯოხები და ისინიც დიდ გველებად გადაიქცნენ, მაგრამ აარონის ჯოხმა გადაყლაპა მათი ჯოხები. 13  მაინც გაუჯიუტდა ფარაონს გული+ და არ მოუსმინა მათ, როგორც იეჰოვას ჰქონდა ნათქვამი. 14  უთხრა იეჰოვამ მოსეს: «გაჯიუტებული აქვს ფარაონს გული.+ უარს ამბობს ხალხის გაშვებაზე.+ 15  წადი დილით ფარაონთან. აი, ის წყალთან მიდის!+ ისეთ ადგილას დადექი, რომ მას მდინარე ნილოსის პირას შეხვდე.+ ხელში გეჭიროს ის ჯოხი, რომელიც გველად გადაიქცა.+ 16  უთხარი ფარაონს, იეჰოვა ღმერთმა გამომგზავნა შენთან+ და ასე გეუბნება-თქო: „გაუშვი ჩემი ხალხი, რომ მემსახურონ უდაბნოში“,+ მაგრამ შენ დღემდე არ დამორჩილებიხარ-თქო. 17  აი რა თქვა იეჰოვამ:+ „ამით გაიგებ, რომ მე ვარ იეჰოვა.+ დავკრავ ამ ჯოხს, ხელში რომ მიჭირავს, მდინარე ნილოსის წყალს+ და სისხლად გადაიქცევა.+ 18  გაწყდება მასში თევზი,+ აყროლდება ის,+ და ვეღარ დალევენ ეგვიპტელები მდინარე ნილოსის წყალს“».+ 19  იეჰოვამ მოსეს უთხრა: «ასე უთხარი აარონს: „აიღე შენი ჯოხი და გაიწოდე ხელი+ ეგვიპტის წყლებისკენ, მდინარეებისკენ, ნილოსის არხებისკენ, ლერწმიანი ტბორებისა+ და ყველა დაგუბებული წყლისკენ, რომ სისხლად გადაიქცნენ. სისხლი იქნება მთელი ეგვიპტის მიწაზე, ხის ჭურჭელშიც და ქვის ჭურჭელშიც“». 20  მოსემ და აარონმა მაშინვე ზუსტად ისე გააკეთეს,+ როგორც იეჰოვას ჰქონდა ნაბრძანები.+ ასწია მან ჯოხი, ფარაონისა და მისი მსახურების+ თვალწინ დაჰკრა მდინარე ნილოსს და მთელი წყალი სისხლად გადაიქცა.+ 21  გაწყდა თევზი+ და აყროლდა მდინარე ნილოსი. ვეღარ სვამდნენ ნილოსის წყალს ეგვიპტელები.+ სისხლი მოედო მთელი ეგვიპტის მიწას. 22  გრძნეულმა ქურუმებმაც გააკეთეს იგივე თავიანთი ჯადოქრობით;+ კვლავ გაუჯიუტდა გული ფარაონს+ და არ მოუსმინა მათ, როგორც იეჰოვას ჰქონდა ნათქვამი.+ 23  შებრუნდა ფარაონი და სახლში წავიდა. არც ამჯერად განაწყო მან თავისი გული.+ 24  მდინარე ნილოსის ირგვლივ ყველა ეგვიპტელმა დაიწყო თხრა სასმელი წყლის საპოვნელად, რადგან ვერ სვამდნენ ნილოსის წყალს.+ 25  შვიდი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც იეჰოვამ მდინარე ნილოსს დაჰკრა.

სქოლიოები