გამოსვლა 9:1—35

9  უთხრა იეჰოვამ მოსეს: «შედი ფარაონთან და უთხარი,+ ასე გეუბნება-თქო იეჰოვა, ებრაელთა ღმერთი: „გაუშვი ჩემი ხალხი, რომ მემსახურონ.  თუ არც ამჯერად გაუშვებ და დააკავებ,+  იცოდე! იეჰოვას ხელი+ აღიმართება შენს საქონელზე,+ რომელიც მინდვრად გყავს. ცხენებს, ვირებს, აქლემებსა და ცხვარ-ძროხას დიდ ჭირს შევყრი.+  იეჰოვა გამოარჩევს ისრაელის საქონელს ეგვიპტის საქონლისგან და არაფერი დაეხოცებათ ისრაელის ძეებს“».+  დრო დანიშნა იეჰოვამ და თქვა: „ამას ხვალ გააკეთებს იეჰოვა ამ მიწაზე“.+  მეორე დღეს ასეც გააკეთა იეჰოვამ; გაწყდა მთელი საქონელი ეგვიპტეში,+ მაგრამ ისრაელის ძეების საქონლიდან ერთიც არ მომკვდარა.  გაგზავნა ფარაონმა თავისი ხალხი და ნახეს, რომ ისრაელის ძეების საქონლიდან არც ერთი არ იყო მკვდარი. მაგრამ კვლავ გაიჯიუტა გული ფარაონმა+ და არ გაუშვა ხალხი.  უთხრა იეჰოვამ მოსესა და აარონს: „აიღეთ ღუმლიდან+ ორი სავსე პეშვი ჭვარტლი და ცისკენ ააფრქვიოს მოსემ ფარაონის თვალწინ.  მტვრად მოეფინება მთელი ეგვიპტის მიწას და მუწუკები და ბებერები+ გამოაყრის კაცსაც და ცხოველსაც მთელი ეგვიპტის მიწაზე“. 10  მათაც აიღეს ჭვარტლი ღუმლიდან და დადგნენ ფარაონის წინაშე; ცისკენ ააფრქვია ის მოსემ და მუწუკები და ბებერები+ გამოაყარა კაცსაც და ცხოველსაც. 11  ვერ დაუდგნენ მოსეს გრძნეული ქურუმები მუწუკების გამო, რადგან გამოაყარა მუწუკები გრძნეულ ქურუმებსა და ყველა ეგვიპტელს.+ 12  დაუშვა იეჰოვამ, რომ გაჯიუტებოდა გული ფარაონს, და მან არ მოუსმინა მათ, როგორც იეჰოვას ჰქონდა ნათქვამი მოსესთვის.+ 13  უთხრა იეჰოვამ მოსეს: «ადექი დილით ადრე, წარდექი ფარაონის წინაშე+ და უთხარი, ასე გეუბნება-თქო იეჰოვა, ებრაელთა ღმერთი: „გაუშვი ჩემი ხალხი, რომ მემსახურონ,+ 14  თორემ მოვმართავ ყველა ჩემს დარტყმას შენი გულისკენ, შენი მსახურებისა და შენი ხალხისკენ, რათა იცოდე, რომ არავინაა ჩემი მსგავსი მთელ დედამიწაზე.+ 15  ახლავე აღვმართავდი ხელს და ჭირს შეგყრიდით შენც და შენს ხალხსაც და აღიგვებოდით დედამიწიდან,+ 16  მაგრამ იმისთვის დაგტოვე,+ რომ გაჩვენო ჩემი ძალა და მთელ დედამიწას ეუწყოს ჩემი სახელი.+ 17  კიდევ ამპარტავნულად ექცევი ჩემს ხალხს და არ უშვებ?!+ 18  ხვალ ამ დროს საშინელ სეტყვას მოვავლენ, რომლის მსგავსიც არ ყოფილა ეგვიპტის დაარსებიდან დღემდე.+ 19  ახლა შეიყვანე თავშესაფარში მთელი შენი საქონელი და რაც კი რამ გყავს მინდორში. დაისეტყვება+ და დაიხოცება კაციცა და ცხოველიც, რომლებიც გარეთ იქნებიან და არ შეეფარებიან სახლს“». 20  ფარაონის მსახურებიდან ვისაც იეჰოვას სიტყვისა ეშინოდა, თავიანთი მსახურები და საქონელი სახლებში შეაფარეს,+ 21  მაგრამ ვინც არ განაწყო თავისი გული და არაფრად ჩააგდო იეჰოვას სიტყვა, თავისი მსახურებიცა და საქონელიც მინდორში დატოვა.+ 22  უთხრა იეჰოვამ მოსეს: „ცისკენ აღაპყარი ხელი,+ რათა დაისეტყვოს+ მთელი ეგვიპტის მიწა, კაციც, ცხოველიცა და მინდვრის მცენარეულობაც ეგვიპტის მიწაზე“. 23  მოსემაც აღაპყრო ცისკენ ჯოხი და მოავლინა იეჰოვამ გრგვინვა და სეტყვა,+ და ცეცხლი ჩამოდიოდა მიწაზე; სეტყვავდა იეჰოვა ეგვიპტის მიწას. 24  მოდიოდა სეტყვა და თან ცეცხლი მოჰყვებოდა. მეტისმეტად ძლიერი იყო სეტყვა, რომლის მსგავსიც არ ყოფილა მას შემდეგ, რაც ერი ჩამოყალიბდა ეგვიპტის მიწაზე.+ 25  დაისეტყვა მთელი ეგვიპტის მიწა. ყველაფერი დაისეტყვა მინდორში, კაციცა და ცხოველიც, და ყველანაირი მცენარეულობა. ყველანაირი ხე დაილეწა მინდორში.+ 26  სეტყვა მხოლოდ გოშენის მიწაზე არ მოსულა, სადაც ისრაელის ძეები იყვნენ.+ 27  ბოლოს დაიბარა ფარაონმა მოსე და აარონი და უთხრა: „ამჯერად შევცოდე.+ იეჰოვაა მართალი,+ მე და ჩემი ხალხი კი დამნაშავეები ვართ. 28  შეევედრეთ იეჰოვას, რომ გვაკმაროს ღმერთმა გრგვინვა და სეტყვა.+ გაგიშვებთ და მეტს აღარ დაგაყოვნებთ“. 29  მოსემ მიუგო: „როგორც კი გავალ ქალაქიდან, იეჰოვასკენ აღვაპყრობ ხელებს.+ შეწყდება გრგვინვა და აღარ წამოვა სეტყვა, რათა იცოდე, რომ დედამიწა იეჰოვასია.+ 30  მაგრამ ვიცი, რომ შენ და შენი მსახურები მაინც არ გამოავლენთ შიშს იეჰოვა ღმერთისადმი“.+ 31  განადგურდა სელი და ქერი, რადგან ქერს თავთავი უკვე გაკეთებული ჰქონდა, ხოლო სელი ყვაოდა,+ 32  ხორბალი და ასლი*+ კი გადარჩა, რადგან საგვიანო იყო. 33  გავიდა მოსე ფარაონისგან ქალაქის გარეთ და იეჰოვასკენ აღაპყრო ხელები; შეწყდა გრგვინვა და სეტყვა და გადაიღო წვიმამ.+ 34  როცა დაინახა ფარაონმა, რომ შეწყდა წვიმა, სეტყვა და გრგვინვა, ისევ შესცოდა და გაიჯიუტეს გული+ მან და მისმა მსახურებმა. 35  გაჯიუტებული ჰქონდა გული ფარაონს და არ გაუშვა ისრაელის ძეები, როგორც იეჰოვას ჰქონდა ნათქვამი მოსეს პირით.+

სქოლიოები

დაბალი ხარისხის ხორბალი, მოჰყავდათ ძველ ეგვიპტეში.