გამოცხადება 1:1—20

1  იესო ქრისტეს გამოცხადება,+ რომელიც მას ღმერთმა მისცა,+ თავისი მონებისთვის+ იმის საჩვენებლად, რაც უნდა მოხდეს მალე.+ მან გაგზავნა თავისი ანგელოზი+ და მისი მეშვეობით ნიშნებით+ აჩვენა ეს თავის მონა იოანეს,+  რომელმაც დაამოწმა ღვთის სიტყვის,+ იესო ქრისტეს მოწმობისა+ და ნანახის შესახებ.  ბედნიერია,+ ვინც ხმამაღლა კითხულობს+ და ისმენს ამ წინასწარმეტყველების სიტყვებს+ და ვინც იცავს მასში დაწერილს,+ რადგან დანიშნული დრო ახლოსაა.+  იოანე — შვიდ კრებას+ აზიაში*: წყალობა და მშვიდობა თქვენ მისგან, „ვინც არის, იყო და მოდის“,+ და შვიდი სულისგან,+ რომლებიც მისი ტახტის წინაშე არიან,  და იესო ქრისტესგან — „ერთგული მოწმის“,+ „მკვდართაგან პირმშოსა“+ და „დედამიწის მეფეთა მთავრისგან“.+ მას, ვისაც ვუყვარვართ+ და ვინც საკუთარი სისხლით გაგვათავისუფლა ჩვენი ცოდვებისგან,+  და თავისი ღვთისა და მამის სამეფოდ+ და მღვდლებად+ გაგვხადა, დიდება და ძლევამოსილება მარადიულად.+ ამინ.  აი, ის ღრუბლებით მოდის+ და დაინახავს მას ყოველი თვალი+ — ისინიც, ვინც ის განგმირა+ — და მის გამო მწუხარებისგან მკერდში დაიწყებს ცემას დედამიწის ყველა ტომი.+ ამინ.  „მე ვარ ალფა და ომეგა*,+ — ამბობს იეჰოვა ღმერთი, — ვინც არის, იყო და მოდის,+ ყოვლისშემძლე“.+  მე, იოანე, თქვენი ძმა და მოზიარე იესოს+ გასაჭირში,+ სამეფოსა+ და მოთმინებაში,+ კუნძულ პატმოსზე აღმოვჩნდი ღმერთზე ლაპარაკისა და იესოს შესახებ დამოწმების გამო.+ 10  შთაგონებით+ უფლის დღეში+ აღმოვჩნდი+ და უკნიდან შემომესმა საყვირის ხმის მსგავსი ძლიერი ხმა,+ 11  რომელიც ამბობდა: „რასაც ხედავ, დაწერე+ გრაგნილზე და გაუგზავნე შვიდ კრებას+ ეფესოში,+ სმირნაში,+ პერგამონში,+ თიატირაში,+ სარდისში,+ ფილადელფიასა+ და ლაოდიკეაში“.+ 12  მივბრუნდი, რომ დამენახა, რა ხმა მელაპარაკებოდა და დავინახე შვიდი ოქროს სალამპრე+ 13  და სალამპრეებს შორის ვიღაცა, კაცის ძის მსგავსი,+ რომელსაც გრძელი სამოსელი ემოსა და მკერდზე ოქროს სარტყელი ერტყა. 14  თავი და თმა თეთრი+ მატყლივით და თოვლივით თეთრი ჰქონდა, თვალები — როგორც ცეცხლის ალი,+ 15  ფეხები — როგორც ღუმელში გავარვარებული სუფთა სპილენძი,+ ხმა+ კი — როგორც ბევრი წყლის ხმა; 16  მარჯვენა ხელში შვიდი ვარსკვლავი ეჭირა;+ მისი პირიდან ბასრი, დიდი ორლესული მახვილი+ იყო გამოშვერილი; სახე მოკაშკაშე მზეს მიუგავდა.+ 17  როცა დავინახე, მკვდარივით დავეცი მის ფეხებთან. მან კი მარჯვენა ხელი დამადო და მითხრა: „ნუ გეშინია.+ მე ვარ პირველი+ და უკანასკნელი+ 18  და ცოცხალი.+ მკვდარი ვიყავი,+ მაგრამ, აი, ცოცხალი ვარ სამარადისოდ+ და მაქვს სიკვდილისა+ და სამარის* გასაღებები.+ 19  ამიტომ დაწერე, რაც ნახე, რაც არის და რაც ამის შემდეგ მოხდება.+ 20  აი წმინდა საიდუმლო შვიდი ვარსკვლავის+ შესახებ, ჩემს მარჯვენაში რომ იხილე, და შვიდი ოქროს სალამპრის+ შესახებ: შვიდი ვარსკვლავი შვიდი კრების ანგელოზები არიან, შვიდი სალამპრე კი შვიდი კრებაა“.+

სქოლიოები

იხილეთ სქ. 2:9-ის სქოლიო.
ანუ დასაწყისი და ბოლო, ბერძნული ანბანის პირველი და ბოლო ასოები. იხილეთ 21:6; 22:13.
ბერძნულ წერილებში სიტყვა სამარე ნათარგმნია ბერძნული სიტყვიდან ჰადეს. იხილეთ დანართი 2გ.