გამოცხადება 10:1—11
10 ვიხილე ციდან ჩამომავალი სხვა ძლიერი ანგელოზი,+ ღრუბლით+ შემოსილი, თავზე ცისარტყელა ჰქონდა, სახე მზეს+ მიუგავდა, ფეხები+ კი — ცეცხლის სვეტებს;
2 ხელში პატარა გაშლილი გრაგნილი ეჭირა. მან მარჯვენა ფეხი ზღვას დააბიჯა, მარცხენა — მიწას,+
3 ლომივით+ დაიღრიალა და შვიდი ქუხილი+ თავ-თავისი ხმით ალაპარაკდა.
4 როცა შვიდი ქუხილი ლაპარაკობდა, დაწერა დავაპირე, მაგრამ გავიგონე ხმა ციდან:+ „ბეჭედი დაადე+ შვიდი ქუხილის მიერ ნათქვამს და ნუ დაწერ“.
5 ანგელოზმა, რომელიც ზღვასა და მიწაზე მდგომი ვიხილე, მარჯვენა ხელი ცისკენ აღაპყრო,+
6 დაიფიცა მარადიულად+ ცოცხალი,+ ის, ვინც შექმნა ცა და ყოველივე, რაც მასშია, დედამიწა+ და ყოველივე, რაც მასშია, ზღვა და ყოველივე, რაც მასშია,+ და თქვა: „აღარ დაყოვნდება,+
7 არამედ იმ დღეებში, როცა მეშვიდე ანგელოზის ხმა გაისმება,+ როცა ის საყვირის ჩაბერვას+ დააპირებს, დასრულდება ღვთის წმინდა საიდუმლო,+ როგორც მან ახარა თავის მონებს, წინასწარმეტყველებს“.+
8 ხმა,+ რომელიც ციდან გავიგონე, კვლავ მეუბნებოდა: „წადი, აიღე გაშლილი გრაგნილი, ზღვასა და მიწაზე მდგომ ანგელოზს რომ უჭირავს ხელში“.+
9 წავედი ანგელოზთან და ვუთხარი, მოეცა ჩემთვის პატარა გრაგნილი. მან კი მითხრა: „აიღე და შეჭამე,+ მუცელს გაგიმწარებს, მაგრამ პირში თაფლივით ტკბილი იქნება“.
10 გამოვართვი ხელიდან ანგელოზს პატარა გრაგნილი და შევჭამე.+ პირში თაფლივით ტკბილი+ იყო, მაგრამ როცა შევჭამე, მუცელი გამიმწარდა.
11 მეუბნებოდნენ: „კვლავ იწინასწარმეტყველე ხალხების, ერების, ენებისა და მრავალი მეფის შესახებ“.+