გამოცხადება 12:1—17

12  გამოჩნდა ცაში დიდი ნიშანი:+ მზით შემოსილი ქალი,+ რომელსაც ფეხქვეშ მთვარე ჰქონდა, თავზე კი თორმეტი ვარსკვლავის გვირგვინი ედგა,  ორსულად იყო და კიოდა, რადგან მშობიარობის ტკივილებით+ იტანჯებოდა.  სხვა ნიშანიც გამოჩნდა ცაში: დიდი ალისფერი დრაკონი,+ რომელსაც შვიდი თავი და ათი რქა ჰქონდა, თავებზე კი შვიდი გვირგვინი ედგა.  მან კუდი+ მოუსვა ცის ვარსკვლავების+ მესამედს და დედამიწაზე გადმოყარა.+ დრაკონი იდგა მშობიარე+ ქალის წინ,+ რათა, როცა იმშობიარებდა, შთაენთქა+ მისი ბავშვი.  შვა ვაჟი,+ რომელმაც უნდა მწყემსოს ყველა ხალხი რკინის კვერთხით.+ ბავშვი ატაცებულ იქნა ღმერთთან და მის ტახტთან.+  ქალი კი გაიქცა უდაბნოში,+ სადაც ღმერთს მისთვის ადგილი ჰქონდა მომზადებული, რათა ეკვებათ+ იქ ათას ორას სამოც დღეს.+  ატყდა ზეცაში ომი. მიქაელი*+ და მისი ანგელოზები ებრძოდნენ დრაკონს. იბრძოდნენ დრაკონი და მისი ანგელოზები,  მაგრამ ვერ სძლია დრაკონმა და აღარც ადგილი აღმოჩნდა მათთვის ზეცაში.  გადმოგდებულ იქნა დიდი დრაკონი,+ ძველი გველი,+ რომელსაც ეშმაკი+ და სატანა+ ჰქვია და რომელსაც შეცდომაში შეჰყავს მთელი მსოფლიო,+ გადმოგდებულ იქნა დედამიწაზე+ და მისი ანგელოზებიც მასთან ერთად იქნენ გადმოყრილნი. 10  გავიგონე ციდან დიდი ხმა: „ახლა მოვიდა ხსნა+ ჩვენი ღვთისგან, მისი ძლიერება+ და სამეფო+ და მისი ქრისტეს+ ძალაუფლება, რადგან გადმოგდებულ იქნა ჩვენი ძმების ბრალმდებელი, რომელიც ბრალს სდებს მათ ჩვენი ღვთის წინაშე დღე და ღამე!+ 11  სძლიეს მას+ კრავის+ სისხლითა და დამოწმების სიტყვით+ და არ შეიყვარეს საკუთარი სული*+ მაშინაც კი, როცა სიკვდილს პირისპირ უყურებდნენ. 12  ამიტომ გიხაროდეთ, ზეცავ და თქვენ, ვინც მასში მკვიდრობთ!+ ვაი+ მიწასა და ზღვას,+ ვინაიდან თქვენთან ჩამოვიდა ეშმაკი, დიდად განრისხებული, რადგან იცის, რომ დრო ცოტაღა დარჩა“.+ 13  დაინახა დრაკონმა, რომ გადმოგდებულ იქნა დედამიწაზე,+ და დევნა დაუწყო ქალს,+ რომელმაც ვაჟი შვა. 14  მიეცა ქალს დიდი არწივის ორი ფრთა+ უდაბნოში+ თავის ადგილზე გადასაფრენად, სადაც იკვებებოდა+ დროის, დროებისა* და ნახევარი დროის განმავლობაში,+ გველისგან მოშორებით.+ 15  გველმა ქალის კვალდაკვალ პირიდან ამოანთხია წყალი,+ მდინარის მსგავსი, რათა მდინარეს დაეხრჩო იგი,+ 16  მაგრამ ქალს მიწა დაეხმარა,+ დააღო პირი მიწამ და შთანთქა მდინარე, რომელიც დრაკონმა ამოანთხია პირიდან. 17  განრისხდა დრაკონი ქალზე+ და წავიდა, რათა შებრძოლებოდა დანარჩენებს მისი შთამომავლებიდან, ვინც იცავს ღვთის მცნებებს და ვისაც იესოს შესახებ დამოწმების+ საქმე აკისრია.

სქოლიოები

ნიშნავს: ვინ არის ღვთის მსგავსი?
ბერძნულად ფსიქე. იხილეთ დანართი 2ა.
შეადარეთ დნ. 7:25-ის სქოლიოს.