გამოცხადება 14:1—20

14  გავიხედე და, აი, კრავი+ დგას სიონის მთაზე+ და მასთან ას ორმოცდაოთხი ათასი,+ რომლებსაც შუბლებზე აწერიათ მისი სახელი და მისი მამის სახელი.+  გავიგონე ციდან ხმა, როგორც ბევრი წყლის ხმა+ და ძლიერი ქუხილის ხმა. ხმა, რომელიც გავიგონე, ჰგავდა მომღერალ მექნარეთა+ ხმას.  ისინი თითქოს ახალ სიმღერას+ მღერიან+ ტახტის, ოთხი ცოცხალი არსებისა+ და უხუცესების+ წინაშე და არავის შეეძლო ამ სიმღერის შესწავლა, გარდა დედამიწიდან ნაყიდი+ ას ორმოცდაოთხი ათასისა.+  მათ არ წაუბილწავთ თავი ქალებთან,+ უბიწოები*+ არიან. ესენი მიჰყვებიან კრავს, სადაც არ უნდა წავიდეს.+ ესენი ადამიანთაგან იქნენ ნაყიდნი,+ როგორც პირველი ნაყოფი+ ღვთისა და კრავისთვის.  მათი ბაგეებიდან სიცრუე არ გამოსულა,+ უმანკონი არიან.+  ვიხილე სხვა ანგელოზი, რომელიც ცაში დაფრინავდა+ და მარადიული სასიხარულო ცნობა ჰქონდა,+ რომ ეხარებინა დედამიწის მკვიდრთათვის, ყოველი ერისთვის, ტომისთვის, ენისა და ხალხისთვის.+  ის ხმამაღლა ამბობდა: „გეშინოდეთ ღვთისა+ და დიდება მიაგეთ მას,+ რადგან მოვიდა მისი სასამართლოს საათი.+ თაყვანი ეცით ცისა და დედამიწის, ზღვისა და წყალთა წყაროების+ შემქმნელს“.+  მოჰყვა მას მეორე ანგელოზი, რომელიც ამბობდა: „დაეცა! დაეცა+ დიდი ბაბილონი,+ რომელიც თავისი სიძვის+ მრისხანების ღვინოს+ ასმევდა ყველა ერს!“  მოჰყვა მათ მესამე ანგელოზი, რომელიც ხმამაღლა ამბობდა: „თუ ვინმე თაყვანს სცემს მხეცსა+ და მის ქანდაკებას+ და მიიღებს ნიშანს შუბლზე ან ხელზე,+ 10  ისიც დალევს ღვთის რისხვის ღვინოს,+ რომელიც გაუზავებლად ისხმება მისი რისხვის სასმისში, და ცეცხლითა და გოგირდით+ დაიტანჯება+ წმინდა ანგელოზებისა და კრავის თვალწინ. 11  მათი ტანჯვის კვამლი არ შეწყდება მარადიულად;+ მხეცისა და მისი ქანდაკების თაყვანისმცემლებს და მათ, ვინც მისი სახელის ნიშანს+ იღებს, მოსვენება არ ექნებათ არც დღისით და არც ღამით. 12  აქ საჭიროა წმინდათა+ მოთმინება, რომლებიც იცავენ ღვთის+ მცნებებსა და იესოს რწმენას“.+ 13  გავიგონე ციდან ხმა: „დაწერე: ბედნიერნი არიან ისინი,+ ვინც ამიერიდან+ უფალთან+ ერთობაში კვდებიან. ასე ამბობს სული: დაისვენონ თავიანთი შრომისგან, რადგან მათი საქმეები თან მიჰყვება მათ“. 14  გავიხედე და, აი, თეთრი ღრუბელი. ღრუბელზე ვიღაც, კაცის ძის მსგავსი+ ზის, თავზე ოქროს გვირგვინი+ ადგას, ხელში კი ბასრი ნამგალი უჭირავს. 15  ტაძრის საწმინდრიდან გამოვიდა სხვა ანგელოზი, რომელმაც ხმამაღლა მიმართა ღრუბელზე მჯდომს: „აიღე შენი ნამგალი და მომკე,+ რადგან მოვიდა მკის+ საათი და მოიწია სამკალი დედამიწაზე“.+ 16  ღრუბელზე მჯდომმა მოიქნია თავისი ნამგალი დედამიწისკენ და მოიმკა დედამიწა. 17  სხვა ანგელოზი გამოვიდა ზეციური ტაძრის საწმინდრიდან.+ მასაც ბასრი ნამგალი ჰქონდა. 18  სამსხვერპლოდან გამოვიდა კიდევ ერთი ანგელოზი, რომელსაც ძალაუფლება ჰქონდა ცეცხლზე,+ და ხმამაღლა მიმართა ბასრი ნამგლის მქონეს: „აიღე შენი ბასრი ნამგალი და მოაგროვე დედამიწის ვაზის მტევნები,+ რადგან დამწიფდა მათი მარცვლები“. 19  მოიქნია ანგელოზმა+ თავისი ნამგალი დედამიწისკენ, მოაგროვა დედამიწის ვაზი+ და ჩაყარა ღვთის რისხვის დიდ საწნახელში.+ 20  დაიწნეხა საწნახელი ქალაქგარეთ+ და სისხლი გამოვიდა საწნახელიდან ცხენის+ ლაგმის სიმაღლემდე, ათას ექვსას სტადიონზე*.+

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — ქალწულები.
დაახლოებით 296 კილომეტრი. სტადიონი იყო ძველი ბერძნული სიგრძის საზომი, 185 მეტრი.