გამოცხადება 15:1—8

15  ვიხილე სხვა ნიშანი ცაში,+ დიდი და საოცარი, შვიდი ანგელოზი+ შვიდი უკანასკნელი წყლულით,+ რომლებითაც თავდება+ ღვთის რისხვა.+  ვიხილე თითქოს მინის ზღვა,+ ცეცხლნარევი. ისინი, ვინც იმარჯვებს+ მხეცზე, მის ქანდაკებასა+ და მისი სახელის რიცხვზე,+ მინის ზღვასთან+ იდგნენ ღვთის ქნარებით+  და მღეროდნენ ღვთის მონის, მოსეს+ სიმღერას და კრავის+ სიმღერას: „დიდი და საოცარია შენი საქმენი,+ იეჰოვა ღმერთო, ყოვლისშემძლეო.+ მართალი და ჭეშმარიტია შენი გზები,+ მარადიულობის მეფეო.+  ვის არ შეეშინდება შენი,+ იეჰოვა,+ და ვინ არ ადიდებს შენს სახელს?+ მხოლოდ შენა ხარ ერთგული.+ ყველა ხალხი თაყვანსაცემად მოვა შენ წინაშე,+ რადგან ცხადი გახდა შენი სამართალი“.+  ამის შემდეგ გავიხედე და მოწმობის+ კარვის+ საწმინდარი გაიღო ცაში.+  საწმინდრიდან გამოვიდა შვიდი წყლულის+ მქონე შვიდი ანგელოზი,+ რომლებსაც სუფთა, მბრწყინავი სელის სამოსელი+ ეცვათ და მკერდზე ოქროს სარტყლები ერტყათ.  ოთხი ცოცხალი არსებიდან+ ერთ-ერთმა შვიდ ანგელოზს შვიდი ოქროს თასი მისცა, რომლებიც მარადიულად ცოცხალი+ ღვთის რისხვით იყო სავსე.+  ღვთის დიდებისა+ და ძლიერებისგან საწმინდარი კვამლით აივსო და არავის შეეძლო საწმინდარში შესვლა, სანამ შვიდი ანგელოზის შვიდი წყლული+ არ დასრულდა.

სქოლიოები