გამოცხადება 16:1—21

16  საწმინდრიდან გავიგონე ძლიერი ხმა,+ რომელმაც შვიდ ანგელოზს უთხრა: „წადით და ღვთის რისხვის შვიდი თასი+ დედამიწას გადააღვარეთ“.  წავიდა პირველი+ და თავისი თასი დედამიწას გადააღვარა.+ ადამიანებს, რომლებსაც მხეცის ნიშანი+ ჰქონდათ და რომლებიც მის ქანდაკებას+ სცემდნენ თაყვანს, მტკივნეული და განუკურნებელი იარები+ გაუჩნდათ.  მეორემ+ თავისი თასი ზღვას გადააღვარა.+ ზღვა მკვდრის სისხლივით გახდა+ და დაიხოცა ყოველი ცოცხალი სული* — ყოველივე, რაც ზღვაშია.+  მესამემ+ თავისი თასი მდინარეებსა+ და წყლის წყაროებს გადააღვარა. ისინი სისხლად იქცნენ.+  გავიგონე, წყლების ანგელოზი რომ ამბობდა: „მართალი ხარ შენ, ვინც ხარ და იყავი,+ ერთგულო,+ რადგან ასეთი განაჩენი გამოიტანე,+  ვინაიდან მათ დაღვარეს წმინდათა და წინასწარმეტყველთა სისხლი+ და შენ მიეცი მათ სისხლი+ სასმელად. მათ დაიმსახურეს ეს“.+  გავიგონე, სამსხვერპლო რომ ამბობდა: „იეჰოვა ღმერთო, ყოვლისშემძლეო,+ ჭეშმარიტი და სამართლიანია შენი სამართალი“.+  მეოთხემ+ თავისი თასი მზეს გადააღვარა და მზეს ნება მიეცა, ცეცხლით დაეწვა+ ადამიანები.  იწვოდნენ ადამიანები დიდი სიცხით, მაგრამ გმობდნენ ამ წყლულებზე ძალაუფლების+ მქონე ღვთის სახელს+ და არ ინანიებდნენ, რათა დიდება მიეგოთ+ მისთვის. 10  მეხუთემ თავისი თასი მხეცის ტახტს გადააღვარა+ და დაბნელდა+ მისი სამეფო და ადამიანები ტკივილისგან ენებს იკვნეტდნენ, 11  მაგრამ ზეციერ ღმერთს გმობდნენ+ ტკივილებისა და იარების გამო და არ ინანიებდნენ თავიანთ საქმეებს. 12  მეექვსემ+ თავისი თასი დიდ მდინარე ევფრატს+ გადააღვარა და მისი წყალი დაშრა,+ რათა გზა გამზადებულიყო მზის ამოსავლიდან მომავალი მეფეებისთვის.+ 13  ვიხილე ბაყაყების+ მსგავსი სამი უწმინდური შთაგონებული სიტყვა,+ რომლებიც დრაკონის+ პირიდან, მხეცის+ პირიდან და ცრუწინასწარმეტყველის პირიდან გამოვიდა.+ 14  ისინი დემონების მიერ შთაგონებული სიტყვებია+ და ნიშნებს ახდენენ,+ მიდიან მთელი მსოფლიოს+ მეფეებთან,+ რათა საომრად შეკრიბონ+ ისინი ყოვლისშემძლე+ ღვთის დიდ დღეს.+ 15  „აი, ქურდივით+ მოვდივარ. ბედნიერია, ვინც ფხიზლობს+ და იცავს თავის ტანსაცმელს, რათა შიშველმა არ იაროს და მისი სასირცხო არ დაინახონ“.+ 16  შეკრიბეს ისინი ადგილზე, რომელსაც ებრაულად არმაგედონი*+ ჰქვია. 17  მეშვიდემ თავისი თასი ჰაერს გადააღვარა.+ საწმინდრის ტახტიდან გაისმა ძლიერი ხმა:+ „აღსრულდა!“ 18  დაიწყო ელვა და ქუხილი, გაისმა ხმები და მოხდა მიწისძვრა,+ რომლის მსგავსი, ასეთი დიდი+ და ძლიერი, არ მომხდარა დედამიწაზე+ ადამიანის გაჩენის დღიდან. 19  დიდი ქალაქი+ სამად გაიყო და ხალხთა ქალაქები დაეცა. ღმერთმა გაიხსენა დიდი ბაბილონი,+ რათა თავისი რისხვის მძვინვარების ღვინის სასმისი მიეცა მისთვის.+ 20  ყოველი კუნძული გაიქცა და მთები აღარ იყო.+ 21  ციდან ადამიანებზე წამოვიდა ძლიერი სეტყვა,+ რომლის თითოეული მარცვალი ტალანტის* წონისა იყო. ადამიანები გმობდნენ+ ღმერთს სეტყვის წყლულის გამო,+ რადგან მისი წყლული უჩვეულოდ დიდი იყო.

სქოლიოები

ბერძნულად ფსიქე. იხილეთ დანართი 2ა.
ნიშნავს მეგიდოს მთას.
დაახლოებით 20,4 კილოგრამი.