გამოცხადება 17:1—18

17  იმ შვიდი ანგელოზიდან, რომლებსაც შვიდი თასი+ ჰქონდათ, ერთ-ერთი მოვიდა ჩემთან და მითხრა: „მოდი და გიჩვენებ მრავალ წყალზე მჯდომი+ დიდი მეძავის+ სასამართლოს,  რომელთანაც მეძაობდნენ+ დედამიწის მეფეები, დედამიწის მკვიდრნი კი მისი სიძვის ღვინით თვრებოდნენ“.+  მან სულის ძალით+ გადამიყვანა უდაბნოში და ვიხილე ქალი, რომელიც ღვთისმგმობელი სახელებით+ სავსე შვიდთავიან+ და ათრქიან ალისფერ მხეცზე+ იჯდა.  ქალი შემოსილი იყო ძოწისფერი+ და ალისფერი+ ქსოვილით და შემკული იყო ოქროთი, ძვირფასი ქვებითა და მარგალიტებით.+ ხელში კი თავისი სიძვის სისაძაგლითა+ და უწმინდურებით+ სავსე ოქროს სასმისი+ ეჭირა.  შუბლზე ეწერა სახელი, საიდუმლო:+ „დიდი ბაბილონი, მეძავთა+ და დედამიწის სისაძაგლეთა დედა“.+  ვიხილე, რომ ქალი წმინდებისა და იესოს მოწმეების+ სისხლით+ იყო დამთვრალი. დავინახე და დიდი გაკვირვებით გამიკვირდა.+  ანგელოზმა კი მითხრა: „რატომ გაგიკვირდა? გეტყვი ამ ქალისა+ და იმ შვიდთავიანი და ათრქიანი მხეცის საიდუმლოს, რომელიც მას ატარებს:+  მხეცი, რომელიც იხილე,+ იყო, არ არის, მაგრამ მალე ამოვა უფსკრულიდან+ და დასაღუპავად წავა. იმის დანახვაზე, რომ მხეცი იყო, არ არის, მაგრამ კვლავ იქნება, დედამიწის მკვიდრნი განცვიფრდებიან. მათი სახელები არ ჩაწერილა სიცოცხლის გრაგნილში+ ქვეყნიერების შექმნიდან.+  აქ საჭიროა ჭკუა და სიბრძნე.+ შვიდი თავი+ ნიშნავს შვიდ მთას,+ რომლებზეც ქალი ზის, 10  და შვიდ მეფეს: ხუთი დაეცა,+ ერთი არის,+ სხვა ჯერ კიდევ არ მოსულა,+ მაგრამ როცა მოვა, ცოტა ხანს დარჩება.+ 11  მხეცი, რომელიც იყო, მაგრამ არ არის,+ მერვე მეფეა. ის შვიდიდან წარმოიშობა და დასაღუპავად მიდის. 12  ათი რქა, შენ რომ იხილე, ათ მეფეს ნიშნავს,+ რომლებსაც ჯერ არ მიუღიათ სამეფო, მაგრამ ისინი და მხეცი ერთი საათით იღებენ სამეფო ძალაუფლებას. 13  ისინი ერთი აზრისანი არიან და მხეცს აძლევენ თავიანთ ძალასა და ძალაუფლებას.+ 14  ისინი შეებრძოლებიან კრავს,+ მაგრამ კრავი სძლევს მათ,+ რადგან ის არის უფალთა უფალი და მეფეთა მეფე.+ სძლევენ ისინიც, რომლებიც მასთან არიან — მოწოდებულნი, რჩეულნი და ერთგულნი“.+ 15  და მეუბნება: „წყლები, რომლებიც იხილე და რომლებზეც მეძავი ზის, ნიშნავს ხალხებს, ჯგუფებს, ერებსა და ენებს.+ 16  ათი რქა,+ შენ რომ იხილე, და მხეცი+ შეიძულებენ მეძავს,+ ააწიოკებენ მას და გააშიშვლებენ, მის ხორცს შეჭამენ და მას ცეცხლში დაწვავენ,+ 17  რადგან ღმერთმა მათ გულებში ჩაუდო, რომ განახორციელონ მისი აზრი,+ თავიანთი ერთობლივი აზრი, მისცენ სამეფო მხეცს,+ სანამ ღვთის სიტყვები არ შესრულდება.+ 18  ქალი კი,+ შენ რომ იხილე, დიდ ქალაქს ნიშნავს, რომელიც იმეფებს დედამიწის მეფეებზე“.+

სქოლიოები