გამოცხადება 18:1—24

18  ამის შემდეგ ვიხილე ციდან ჩამომავალი სხვა ანგელოზი, რომელსაც დიდი ძალაუფლება ჰქონდა.+ მისმა დიდებამ დედამიწა გაანათა.+  მან ძლიერი ხმით+ დაიძახა: „დაეცა! დაეცა დიდი ბაბილონი+ და გახდა დემონების სამკვიდრო, ყოველი უწმინდური ამონასუნთქისა+ და ყოველი უწმინდური და საძულველი ფრინველის თავშესაფარი!+  მისი სიძვის მრისხანების ღვინომ იმსხვერპლა ყველა ხალხი.+ დედამიწის მეფეები მეძაობდნენ+ მასთან, ხოლო დედამიწის დიდვაჭრები+ მისი სამარცხვინო ფუფუნების ძალით გამდიდრდნენ“.+  სხვა ხმაც გავიგონე ციდან, რომელიც ამბობდა: «გამოდით მისგან, ჩემო ხალხო,+ თუ არ გინდათ, მისი ცოდვების+ თანამონაწილენი იყოთ და მისი წყლულები მიიღოთ,  რადგან მისი ცოდვები ცას მისწვდა+ და ღმერთმა გაიხსენა მისი უსამართლო საქმეები.+  მიუზღეთ მას, როგორც მან მოგიზღოთ,+ და ორმაგად, ორმაგად გადაუხადეთ, რაც გააკეთა.+ სასმისში,+ რომელშიც ის ნაზავს ასხამდა, ორმაგი+ ნაზავი ჩაუსხით.+  რამდენადაც განადიდებდა საკუთარ თავს და სამარცხვინო ფუფუნებაში ცხოვრობდა, იმდენად მიაგეთ ტანჯვა და გლოვა,+ რადგან გულში ამბობს: დედოფლად ვზივარ,+ ქვრივი არა ვარ+ და გლოვას არასოდეს ვიხილავო.+  ამიტომაც ერთ დღეში მოვა მისი წყლულები,+ სიკვდილი, გლოვა და შიმშილობა და ცეცხლში დაიწვება,+ რადგან ძლიერია იეჰოვა ღმერთი, მისი გამსამართლებელი.+  დედამიწის მეფეები,+ რომლებიც მასთან მეძაობდნენ და სამარცხვინო ფუფუნებაში ცხოვრობდნენ, იტირებენ და მწუხარებისგან მკერდში დაიწყებენ ცემას+ მის გამო ცეცხლის კვამლის+ დანახვაზე, რომელშიც ის დაიწვება. 10  ისინი მოშორებით იდგებიან, მისი ტანჯვით შეშინებულები, და იტყვიან:+ „ვაი, ვაი, დიდო ქალაქო+ ბაბილონო, ძლიერო ქალაქო, რადგან ერთ საათში მოვიდა შენი გასამართლება!“+ 11  მის გამო ტირიან და გლოვობენ+ დედამიწის დიდვაჭრებიც,+ რადგან აღარავინ ყიდულობს მათი მარაგიდან: 12  ოქროს, ვერცხლის, ძვირფასი ქვების, მარგალიტის, ბისონის, ძოწისფერი ქსოვილის, აბრეშუმისა და ალისფერი ქსოვილის მარაგიდან;+ სურნელოვანი ხისა და სპილოს ძვლის ყოველგვარ ნაკეთობას, უძვირფასესი ხის, სპილენძის, რკინისა და მარმარილოს ნაკეთობებს;+ 13  არც დარიჩინსა და ინდურ სანელებელს, საკმეველსა და ნელსაცხებელს, გუნდრუკს, ღვინოსა და ზეითუნის ზეთს, წმინდად დაფქულ ფქვილს და ხორბალს, ცხვარ-ძროხას, ცხენებსა და ეტლებს, მონებსა და ადამიანთა სულებს.+ 14  მწიფე ხილი, რომელიც შენს სულს სურდა,+ გაგეცალა, ყოველივე საუკეთესო და ბრწყინვალე დაგეკარგა და ვეღარასოდეს იპოვიან მათ.+ 15  დიდვაჭრებს,+ რომლებიც ამით ვაჭრობდნენ და ბაბილონმა გაამდიდრა, მისი ტანჯვა შეაშინებთ, რის გამოც შორს დადგებიან, იტირებენ, იგლოვებენ+ 16  და იტყვიან: „ვაი, ვაი, დიდო ქალაქო,+ ბისონით, ძოწისფრითა და ალისფრით შემოსილო, ოქროთი, ძვირფასი ქვებითა და მარგალიტებით+ მორთულო, 17  რადგან ესოდენ დიდი სიმდიდრე ერთ საათში განადგურდა!“+ ყოველი გემის მესაჭე, ყოველი, ვინც ზღვით მგზავრობს,+ ყოველი მეზღვაური და ყველა, ვინც ზღვით ირჩენს თავს, მოშორებით იდგნენ+ 18  და ცეცხლის კვამლის დანახვაზე, რომელშიც ის იწვოდა, აყვირდნენ: „რომელი ქალაქი შეედრება ამ დიდ ქალაქს?“+ 19  თავზე მტვერს იყრიდნენ,+ ყვიროდნენ და ტირილითა და გლოვით+ ამბობდნენ: „ვაი, ვაი დიდ ქალაქს, რომლის ფუფუნებითაც გამდიდრდა+ ყველა, ვისაც ზღვაში ხომალდები+ ჰქონდა, ვინაიდან ერთ საათში განადგურდა!“+ 20  იხარეთ იმის გამო, რაც მას დაემართა, ზეცავ+ და თქვენ — წმინდებო,+ მოციქულებო+ და წინასწარმეტყველებო, რადგან ღმერთმა სასჯელი გამოუტანა მას თქვენ გამო!»+ 21  ერთმა ძლიერმა ანგელოზმა დიდი დოლაბის მსგავსი ქვა ასწია,+ ზღვაში ჩააგდო+ და თქვა: „ასეთი სისწრაფით დაეცემა დიდი ქალაქი ბაბილონი და ვეღარასოდეს იპოვიან მას.+ 22  შენში აღარასოდეს გაისმება მომღერალი მექნარეების, მუსიკოსების, მესალამურეებისა და მესაყვირეების ხმა;+ აღარ იქნება შენში არანაირი ხელობის ხელოსანი, დოლაბის ხმაც აღარ გაისმება შენში; 23  აღარც ლამპრის სინათლე გაანათებს შენში და ნეფისა და პატარძლის ხმაც აღარასოდეს გაისმება,+ რადგან შენი დიდვაჭრები+ დედამიწის დიდებულები+ იყვნენ და შენი სპირიტიზმით+ შეცდომაში შეგყავდა ხალხები. 24  მასში იქნა ნაპოვნი წინასწარმეტყველების,+ წმინდებისა+ და დედამიწაზე ყოველი+ მოკლულის სისხლი“.+

სქოლიოები