გამოცხადება 19:1—21

19  ამის შემდეგ გავიგონე ციდან დიდი ხმა, როგორც დიდძალი ხალხის ხმა.+ ისინი ამბობდნენ: „ადიდეთ იაჰი*!+ ხსნა,+ დიდება და ძლიერება ჩვენს ღმერთს ეკუთვნის,+  რადგან ჭეშმარიტი და მართალია მისი სამართალი.+ აღასრულა განაჩენი დიდ მეძავზე, რომელმაც გარყვნა დედამიწა თავისი სიძვით, და მოჰკითხა მან მეძავს თავისი მონების სისხლი“.+  მათ მაშინვე გაიმეორეს: „ადიდეთ იაჰი!+ მეძავის კვამლი არ შეწყდება მარადიულად“.+  ოცდაოთხი უხუცესი+ და ოთხი ცოცხალი არსება+ დაემხვნენ, თაყვანი სცეს ტახტზე მჯდომ ღმერთს+ და თქვეს: „ამინ! ადიდეთ იაჰი!“+  ტახტიდან გამოვიდა ხმა, რომელმაც თქვა: „ადიდეთ ჩვენი ღმერთი ყველა მისმა მონამ,+ ვისაც მისი შიში გაქვთ, დიდებმაც და პატარებმაც“.+  გავიგონე ხმა, როგორც დიდძალი ხალხის ხმა, როგორც ბევრი წყლის ხმა, და როგორც ძლიერი ჭექა-ქუხილის ხმა: „ადიდეთ იაჰი,+ რადგან გამეფდა+ ჩვენი ღმერთი იეჰოვა, ყოვლისშემძლე.+  ვიხაროთ და ვიმხიარულოთ და დიდება მივაგოთ მას,+ რადგან დადგა კრავის+ ქორწილის+ დრო და მისი პატარძალი გაემზადა.+  მას ნება მიეცა, ჩაეცვა მბრწყინავი და სუფთა, ძვირფასი სელის სამოსელი, რადგან ძვირფასი სელის სამოსელი წმინდების სიმართლის საქმეებს ნიშნავს“.+  ანგელოზმა მითხრა: „დაწერე: ბედნიერნი არიან კრავის საქორწილო+ ვახშამზე მიწვეულნი“.+ აგრეთვე მითხრა: „ეს ღვთის ჭეშმარიტი სიტყვებია“.+ 10  მაშინ დავემხვე მის ფეხებთან, რომ თაყვანი მეცა მისთვის,+ მაგრამ მან მითხრა: „იცოდე, ამას ნუ იზამ!+ მეც ისეთივე მონა ვარ, როგორიც შენ და შენი ძმები, რომლებიც იესოს შესახებ დამოწმების საქმეს ასრულებენ.+ ღმერთს ეცი თაყვანი,+ რადგან იესოს შესახებ დამოწმებაა წინასწარმეტყველების მიზანი“.+ 11  ვიხილე გახსნილი ცა და, აი, თეთრი ცხენი.+ მასზე მჯდომს ერთგული+ და ჭეშმარიტი ეწოდება.+ ის სიმართლით ასამართლებს და სიმართლით იბრძვის.+ 12  მისი თვალები ცეცხლის ალია,+ თავზე მრავალი გვირგვინი ადგას+ და აწერია სახელი,+ რომელიც მის მეტმა არავინ იცის, 13  აცვია სისხლიანი მოსასხამი+ და მისი სახელია ღვთის სიტყვა.+ 14  მას მიჰყვებოდა თეთრ ცხენებზე ამხედრებული თეთრი, სუფთა, ძვირფასი სელის სამოსლით შემოსილი ზეციერი ლაშქარი. 15  მისი პირიდან დიდი ბასრი მახვილია+ გამოშვერილი, რათა დასცეს ის ხალხებს, და რკინის კვერთხით+ დამწყემსავს მათ. ის წნეხს ყოვლისშემძლე ღვთის რისხვის+ მძვინვარების საწნახელსაც.+ 16  მას მოსასხამზე ბარძაყთან აწერია სახელი — მეფეთა მეფე და უფალთა უფალი.+ 17  ვიხილე აგრეთვე მზეში მდგომი ანგელოზი. ის ხმამაღლა უხმობდა ცის ყველა ფრინველს:+ „მოდით, მოგროვდით ღვთის დიდ ვახშამზე, 18  რათა ჭამოთ მეფეთა ხორცი,+ ათასისთავთა ხორცი, ძლიერთა ხორცი,+ ცხენთა+ და მათზე ამხედრებულთა ხორცი, ყველას ხორცი: თავისუფლისა და მონისა, დიდისა და პატარისა“. 19  ვიხილე მხეცი,+ დედამიწის მეფეები+ და მათი ლაშქრები, რომლებიც ცხენზე ამხედრებულისა+ და მისი ლაშქრის წინააღმდეგ საომრად+ შეკრებილიყვნენ. 20  შეპყრობილ იქნა მხეცი+ და მასთან ერთად ცრუწინასწარმეტყველი,+ რომელიც ნიშნებს ახდენდა+ მის წინაშე, რითაც შეცდომაში შეჰყავდა მხეცის ნიშნის+ მიმღებნი და მისი ქანდაკების თაყვანისმცემელნი.+ ორივე ცოცხლად იქნა ჩაგდებული ცეცხლის ტბაში, რომელიც გოგირდით იწვის.+ 21  დანარჩენები ცხენზე+ ამხედრებულის პირიდან გამომავალი დიდი მახვილით დაიხოცნენ.+ ყველა ფრინველი+ გაძღა+ მათი ხორცით.+

სქოლიოები

ეს არის სახელი იეჰოვას შემოკლებული ფორმა, ტეტრაგრამატონი ჲჰვჰ-ს პირველი ორი ასო. იხილეთ დანართი 1დ.