გამოცხადება 2:1—29

2  «ეფესოს+ კრების ანგელოზს+ მისწერე, აი რას ამბობს-თქო ის, ვისაც შვიდი ვარსკვლავი+ უჭირავს მარჯვენაში და ვინც შვიდ ოქროს სალამპრეს შორის დადის:+  „ვიცი შენი საქმეები,+ შენი შრომა და მოთმინება და ის, რომ ვერ იტან ბოროტებს; გამოცდილი გყავს+ ისინი, ვინც ამბობს, მოციქულები+ ვართო, სინამდვილეში კი არ არიან; დანახული გაქვს, რომ მატყუარები არიან.  შენ მოთმინებას ავლენ,+ ყველაფერს იტან ჩემი სახელის გულისთვის+ და არ დაქანცულხარ.+  მაგრამ შენ წინააღმდეგ ისა მაქვს, რომ მიატოვე თავდაპირველი სიყვარული.+  ამიტომ გაიხსენე, რა დაკარგე, მოინანიე+ და აკეთე შენი პირვანდელი საქმეები. თუ არადა, მოვდივარ შენთან+ და მოვაცილებ შენს სალამპრეს+ თავისი ადგილიდან, თუ არ მოინანიებ.  ეს კი გაქვს, რომ გძულს+ ნიკოლაელთა სექტის+ საქმეები, რაც მეც მძულს.  ვისაც ყური აქვს, მოისმინოს, რას ეუბნება სული+ კრებებს: მძლეველს+ ნებას მივცემ, ჭამოს სიცოცხლის ხიდან,+ რომელიც ღვთის სამოთხეშია“.  სმირნის კრების ანგელოზს+ მისწერე, აი რას ამბობს-თქო „პირველი და უკანასკნელი“,+ რომელიც მკვდარი იყო და გაცოცხლდა:+  „ვიცი შენი გასაჭირი და სიღარიბე, თუმცა მდიდარი ხარ.+ ვიცი მათი მკრეხელობაც, ვინც ამბობს: იუდეველები ვართო,+ მაგრამ იუდეველები კი არა, სატანის სინაგოგა არიან.+ 10  ნურაფრის გეშინია, რის გამოც ტანჯვა მოგიწევს.+ ეშმაკი+ კვლავ საპყრობილეში ჩააგდებს ზოგიერთ თქვენგანს, რათა ბოლომდე გამოიცადოთ+ და გასაჭირი გქონდეთ+ ათ დღეს. სიკვდილამდე ერთგული+ დარჩი და მოგცემ სიცოცხლის გვირგვინს.+ 11  ვისაც ყური აქვს, მოისმინოს,+ რას ეუბნება სული+ კრებებს: მძლეველს+ ვერაფერს ავნებს მეორე სიკვდილი“.+ 12  პერგამონის კრების ანგელოზს მისწერე, აი რას ამბობს-თქო ის, ვისაც ბასრი, დიდი ორლესული მახვილი აქვს:+ 13  „ვიცი, სადაც ცხოვრობ, იქ, სადაც სატანის ტახტია, და მაინც ეჭიდები ჩემს სახელს+ და არ უარყავი ჩემდამი რწმენა+ ჩემი ერთგული მოწმე+ ანტიპას დროსაც კი, რომელიც მოკლეს+ თქვენთან, იქ, სადაც სატანა მკვიდრობს. 14  მაგრამ მაქვს ზოგი რამ შენ წინააღმდეგ: შენთან ზოგიერთი ბალაამის+ სწავლებას ეჭიდება, რომელიც ასწავლიდა ბალაკს,+ დაებრკოლებინა ისრაელის ძეები, ეჭამათ კერპთშენაწირი და ემეძავათ.+ 15  შენ ისეთებიც გყავს, ნიკოლაელთა სექტის+ სწავლებებს რომ ეჭიდებიან. 16  მაშ, მოინანიე,+ თუ არადა, მალე მოვალ შენთან და შევებრძოლები+ მათ ჩემი პირის დიდი მახვილით.+ 17  ვისაც ყური აქვს, მოისმინოს, რას ეუბნება სული კრებებს:+ მძლეველს+ მივცემ დაფარულ მანანას+ და პატარა თეთრ ქვას ზედ დაწერილი ახალი სახელით,+ რომელიც არავინ იცის მიმღების გარდა“.+ 18  თიატირის+ კრების ანგელოზს მისწერე, აი რას ამბობს-თქო ღვთის ძე,+ რომელსაც თვალები ცეცხლის ალს+ მიუგავს, ფეხები კი — სუფთა სპილენძს:+ 19  „ვიცი შენი საქმეები, შენი სიყვარული,+ რწმენა, მსახურება, მოთმინება და ის, რომ შენი უკანასკნელი საქმეები+ ადრინდელზე მეტია.+ 20  მაგრამ შენ წინააღმდეგ ისა მაქვს, რომ ნებაზე უშვებ ქალ იზებელს,+ რომელიც თავს წინასწარმეტყველს უწოდებს, ასწავლის+ ჩემს მონებს+ და შეცდომაში შეჰყავს ისინი, რომ იმეძაონ+ და კერპთშენაწირი ჭამონ.+ 21  დრო მივეცი მოსანანიებლად,+ მაგრამ არ სურს თავისი სიძვის მონანიება.+ 22  აი, მზად ვარ, ის ლოგინად ჩავაგდო, ხოლო ვინც მასთან ერთად მრუშობს, დიდ გასაჭირში ჩავყარო, თუ არ მოინანიებენ მის საქმეებს. 23  მის შვილებს სასიკვდილო ჭირით დავხოცავ და ყველა კრება გაიგებს, რომ მე თირკმელებსა და გულებს ვიკვლევ და თითოეულ თქვენგანს თავისი საქმეების მიხედვით მივუზღავ.+ 24  დანარჩენებს კი, ვინც თიატირაში ხართ, ყველას, ვისაც ეს სწავლება არა გაქვთ, მათ, ვისაც არ შეგიცნიათ „სატანის სიღრმეები“,+ გეუბნებით: მეტს აღარაფერს დაგაკისრებთ.+ 25  ჩემ მოსვლამდე კი კვლავ იმას ჩაეჭიდეთ, რაც გაქვთ.+ 26  მძლეველსა და ჩემი საქმეების ბოლომდე+ დამცველს მივცემ ძალაუფლებას ხალხებზე,+ 27  როგორიც მე მივიღე მამაჩემისგან; დამწყემსავს ის ხალხს რკინის კვერთხით+ და თიხის ჭურჭელივით+ დაიმსხვრევიან, 28  და მივცემ მას ცისკრის ვარსკვლავს;+ 29  ვისაც ყური აქვს, მოისმინოს, რას ეუბნება სული+ კრებებს“».+

სქოლიოები