გამოცხადება 22:1—21
22 მან სიცოცხლის წყლის მდინარე მაჩვენა,+ ბროლივით სუფთა, რომელიც ღვთისა და კრავის ტახტიდან მოედინებოდა+
2 ქალაქის მთავარი ქუჩის შუაში. მდინარის გაღმა-გამოღმა სიცოცხლის ხეები იყო,+ რომლებიც თორმეტჯერ იძლეოდნენ მოსავალს, ყოველთვიურად იძლეოდნენ ნაყოფს.+ ხეების ფოთლები ხალხების განსაკურნავად იყო.+
3 აღარ იქნება არანაირი წყევლა.+ ღვთისა და კრავის+ ტახტი+ იქნება ქალაქში და ღმერთს თავისი მონები წმინდა მსახურებას შეუსრულებენ,+
4 იხილავენ მის სახეს+ და შუბლებზე მისი სახელი ეწერებათ.+
5 ღამე აღარ იქნება+ და აღარ დასჭირდებათ არც ლამპრის შუქი და არც მზის შუქი, რადგან იეჰოვა ღმერთი მოჰფენს მათ შუქს+ და იმეფებენ მარადიულად.+
6 და მითხრა: „ეს სიტყვები სარწმუნო და ჭეშმარიტია.+ იეჰოვამ, წინასწარმეტყველთა+ შთამაგონებელმა+ ღმერთმა, თავისი ანგელოზი გამოგზავნა, რათა თავისი მონებისთვის ეჩვენებინა, რაც უნდა მოხდეს მალე.+
7 აი, მალე მოვალ.+ ბედნიერია ამ გრაგნილზე დაწერილი წინასწარმეტყველების სიტყვების დამცველი“.+
8 მე, იოანემ, მოვისმინე და ვიხილე ეს ყველაფერი და, როცა მოვისმინე და ვიხილე, თაყვანსაცემად დავემხვე+ ანგელოზის ფეხებთან, რომელიც ამას მაჩვენებდა,
9 მაგრამ მან მითხრა: „იცოდე, ნუ იზამ ამას! მეც ისეთივე მონა ვარ, როგორც შენ, შენი ძმები —წინასწარმეტყველები+ — და ამ გრაგნილის სიტყვების დამცველნი. ღმერთს ეცი თაყვანი“.+
10 მან აგრეთვე მითხრა: «ბეჭედს ნუ დაადებ ამ გრაგნილზე დაწერილ წინასწარმეტყველების სიტყვებს, რადგან დანიშნული დრო ახლოსაა.+
11 ვინც უმართლობას სჩადის, კვლავ სჩადიოდეს უმართლობას,+ ბინძური კვლავ ბინძურდებოდეს,+ ხოლო მართალი+ კვლავ სიმართლით მოქმედებდეს და წმინდა კვლავ წმინდავდებოდეს.+
12 „აი, მალე მოვალ+ და საზღაური+ ჩემთან არის, რათა თითოეულს თავისი საქმეებისამებრ მივუზღა.+
13 მე ვარ ალფა და ომეგა,+ პირველი და უკანასკნელი,+ დასაწყისი და დასასრული.
14 ბედნიერნი არიან ისინი, ვინც გაირეცხა გრძელი სამოსელი,+ რათა სიცოცხლის+ ხეებთან მისვლის უფლება ჰქონდეთ და კარიბჭეებით ქალაქში შევიდნენ.+
15 გარეთ არიან ძაღლები,+ სპირიტიზმის მიმდევრები,+ მეძავები,+ მკვლელები, კერპთაყვანისმცემლები და ყველა სიცრუის მოყვარული და ცრუ“.+
16 „მე, იესომ, გამოვგზავნე ჩემი ანგელოზი, რათა დაემოწმებინა ეს თქვენთვის კრებებში. მე ვარ დავითის ფესვი+ და შთამომავალი+ და კაშკაშა ცისკრის ვარსკვლავი“».+
17 სული+ და პატარძალი+ ამბობენ: „მოდი!“ მომსმენმაც თქვას: „მოდი!“+ მოვიდეს მწყურვალი+ და მსურველმა უსასყიდლოდ აიღოს სიცოცხლის წყალი.+
18 «ვმოწმობ ყველასთვის, ვინც ისმენს ამ გრაგნილზე დაწერილ წინასწარმეტყველების სიტყვებს: თუ ვინმე რამეს დაამატებს ამას,+ ღმერთი გაუმრავლებს მას ამ გრაგნილზე დაწერილ წყლულებს.+
19 და თუ ვინმე რამეს მოაკლებს გრაგნილზე დაწერილ ამ წინასწარმეტყველების სიტყვებს, ღმერთი მოაკლებს მას წილს სიცოცხლის ხეებიდან+ და წმინდა ქალაქიდან,+ რაც ამ გრაგნილზეა დაწერილი.
20 ვინც ამის შესახებ მოწმობს, ამბობს: „მალე მოვალ“».+
„ამინ! მოდი, უფალო იესო“.
21 უფალ იესო ქრისტეს წყალობა იყოს წმინდებთან.+