გამოცხადება 3:1—22

3  «სარდისის კრების ანგელოზს+ მისწერე, აი რას ამბობს-თქო ის, ვისაც აქვს ღვთის შვიდი სული+ და შვიდი ვარსკვლავი:+ „ვიცი შენი საქმეები, ისეთი სახელი გაქვს, თითქოს ცოცხალი იყო, თუმცა მკვდარი ხარ.+  იფხიზლე+ და განამტკიცე+ ისინი, ვინც სიკვდილის პირას იყვნენ, რადგან ვერ ვნახე, რომ ბოლომდე შეგესრულებინოს შენი საქმეები ჩემი ღვთის წინაშე.+  ამიტომ გახსოვდეს: რაც მიიღე+ და მოისმინე, კვლავაც დაიცავი+ და მოინანიე.+ თუ არ გამოფხიზლდები,+ ქურდივით მოვალ+ და არ გეცოდინება, რომელ საათზე დაგადგები თავს.+  მაგრამ გყავს სარდისში რამდენიმე კაცი, რომლებსაც კარგი სახელი+ აქვთ და არ წაუბილწავთ+ თავიანთი ტანსაცმელი. ისინი ჩემთან ერთად ივლიან თეთრებში,+ რადგან ღირსნი არიან.+  მძლეველი+ თეთრი ტანსაცმლით შეიმოსება.+ მის სახელს არ ამოვშლი სიცოცხლის წიგნიდან+ და ვაღიარებ მის სახელს მამაჩემისა+ და მისი ანგელოზების წინაშე.+  ვისაც ყური აქვს, მოისმინოს, რას ეუბნება სული+ კრებებს“.  ფილადელფიის კრების ანგელოზს+ მისწერე, აი რას ამბობს-თქო წმინდა+ და ჭეშმარიტი,+ ვისაც აქვს დავითის გასაღები+ და ვინც ისე აღებს, რომ ვერავინ დაკეტავს და ისე კეტავს, რომ ვერავინ გააღებს:  „ვიცი შენი საქმეები+ (აი, დავდგი შენ წინაშე ღია კარი,+ რომელსაც ვერავინ დაკეტავს), რომ გაქვს გარკვეული ძალა, დაიცავი ჩემი სიტყვა და არ უარყავი ჩემი სახელი.+  აი, მოგცემ მათ, ვინც სატანის სინაგოგიდან არიან და ამბობენ, იუდეველები ვართო,+ როცა არ არიან და ცრუობენ.+ ვაიძულებ, მოვიდნენ და შენს ფეხებთან დაემხონ, რომ მდაბლად თაყვანი გცენ+ და გავაგებინებ, რომ მე შეგიყვარე. 10  რაკი დაიცავი სიტყვა ჩემი მოთმინების+ შესახებ, მეც დაგიცავ+ გამოცდის საათისგან, რომელიც მთელ მსოფლიოზე მოვა, რათა გამოიცადონ დედამიწის მცხოვრებნი.+ 11  მალე მოვალ.+ ჩაეჭიდე იმას, რაც გაქვს,+ რათა არავინ წაგართვას გვირგვინი.+ 12  მძლეველს სვეტად+ ვაქცევ ჩემი ღვთის+ ტაძარში+ და ის აღარასოდეს გავა გარეთ. დავაწერ მას ჩემი ღვთის სახელს და ჩემი ღვთის ქალაქის სახელს — ახალ იერუსალიმს,+ რომელიც ზეციდან ჩამოდის ჩემი ღვთისგან, და ჩემს ახალ სახელს.+ 13  ვისაც ყური აქვს, მოისმინოს, რას ეუბნება სული+ კრებებს“. 14  ლაოდიკეის+ კრების ანგელოზს მისწერე, აი რას ამბობს-თქო ამინი,+ ერთგული+ და ჭეშმარიტი+ მოწმე,+ ღვთის შემოქმედების დასაწყისი:+ 15  „ვიცი შენი საქმეები, რომ არც ცივი ხარ და არც ცხელი. ნეტავ ან ცივი იყო, ან ცხელი! 16  რაკი ნელთბილი ხარ, არც ცხელი+ ხარ და არც ცივი,+ ამოგანთხევ ჩემი პირიდან. 17  რაკი ამბობ, მდიდარი ვარ,+ გავმდიდრდი და არაფერი მჭირდებაო, ის კი არ იცი, რომ საწყალი, საცოდავი, ღარიბი, ბრმა+ და შიშველი ხარ, 18  გირჩევ, იყიდო ჩემგან ცეცხლით გაწმენდილი ოქრო,+ რათა გამდიდრდე; თეთრი ტანსაცმელი, რათა ჩაიცვა და არ გამოჩნდეს შენი სამარცხვინო სიშიშვლე,+ და თვალის მალამო, თვალებში+ რომ შეიზილო და დაინახო. 19  ყველას, ვინც მიყვარს, შევაგონებ და აღვზრდი.+ ამიტომ იყავი მოშურნე და მოინანიე.+ 20  აი, კართან ვდგავარ+ და ვაკაკუნებ. თუ ვინმე მოისმენს ჩემს ხმას და კარს გამიღებს,+ შევალ და მასთან ერთად ვივახშმებ, ის კი — ჩემთან. 21  მძლეველს+ ნებას მივცემ, ჩემთან ერთად დაჯდეს ჩემს ტახტზე,+ როგორც მე გავხდი მძლეველი და მამაჩემთან ერთად დავჯექი+ მის ტახტზე.+ 22  ვისაც ყური აქვს, მოისმინოს, რას ეუბნება სული+ კრებებს“».+

სქოლიოები