გამოცხადება 4:1—11

4  ამის შემდეგ გავიხედე და, აი, ღია კარი ცაში. პირველი ხმა, რომელიც მომესმა, საყვირის ხმას+ ჰგავდა და მეუბნებოდა: „ამოდი აქ+ და გაჩვენებ, რაც უნდა მოხდეს“.+  მაშინვე მომიცვა სულის ძალამ და, აი, ზეცაში+ ტახტი+ იდგა და ტახტზე ვიღაც იჯდა.+  ტახტზე მჯდომი შესახედაობით+ იასპსა+ და ძვირფას წითელ ქვას ჰგავდა; ტახტის ირგვლივ ცისარტყელა+ იყო, რომელიც ზურმუხტს+ ჰგავდა.  ტახტის ირგვლივ ოცდაოთხი ტახტი+ იყო, რომლებზეც თეთრებში+ ჩაცმული ოცდაოთხი+ უხუცესი+ იჯდა, თავებზე ოქროს გვირგვინები ედგათ;+  ტახტიდან ელვა,+ ხმები და ქუხილი გამოდიოდა;+ ტახტის წინ ცეცხლის შვიდი ლამპარი+ ენთო, რაც ღვთის შვიდ სულს+ ნიშნავს;  ტახტის წინ თითქოს ბროლის მსგავსი მინის ზღვა+ იყო. ტახტის შუა და მის ირგვლივ ოთხი ცოცხალი არსება+ იყო, წინიდან და უკნიდან თვალებით სავსე;  პირველი ცოცხალი არსება ლომს+ ჰგავდა, მეორე — მოზვერს,+ მესამეს+ ადამიანის სახე ჰქონდა, მეოთხე+ კი ჰგავდა მფრინავ არწივს.+  ამ ოთხ ცოცხალ არსებას+ ექვს-ექვსი ფრთა+ ჰქონდა, რომლებიც გარშემო და ქვემოდან თვალებით იყო სავსე.+ ისინი დღედაღამ შეუსვენებლივ ამბობდნენ: „წმინდაა, წმინდაა, წმინდაა იეჰოვა+ ღმერთი, ყოვლისშემძლე,+ რომელიც იყო, არის+ და მოდის“.  როცა ცოცხალი არსებები დიდებას, პატივსა და მადლობას უძღვნიდნენ+ ტახტზე მჯდომს,+ მას, ვინც მარადიულად ცოცხლობს,+ 10  ოცდაოთხი უხუცესი+ ტახტზე მჯდომის წინ ემხობოდა, თაყვანს სცემდნენ მას,+ ვინც მარადიულად ცოცხლობს, თავიანთ გვირგვინებს ტახტის წინ აგდებდნენ და ამბობდნენ: 11  „შენ ღირსი ხარ, იეჰოვა, ჩვენო ღმერთო, რომ მიიღო დიდება,+ პატივი+ და ძლიერება,+ რადგან ყველაფერი შენ შექმენი,+ შენი ნებით+ არსებობს და შეიქმნა“.+

სქოლიოები