გამოცხადება 6:1—17
6 დავინახე, რომ კრავმა+ ახსნა შვიდი ბეჭდიდან+ ერთი, და გავიგონე, რომ ოთხიდან ერთმა ცოცხალმა არსებამ+ თითქოს ქუხილის ხმით თქვა: „მოდი!“+
2 გავიხედე და, აი, თეთრი ცხენი.+ მასზე მჯდომს+ მშვილდი+ ჰქონდა. მას გვირგვინი მიეცა,+ გამოვიდა და იპყრობდა,+ რათა სრულად დაეპყრო.+
3 როცა მეორე ბეჭედი ახსნა, გავიგონე, რომ მეორე ცოცხალმა არსებამ+ თქვა: „მოდი!“
4 გამოვიდა მეორე, ალისფერი ცხენი. მასზე მჯდომს ნება მიეცა, მშვიდობა წაეღო დედამიწიდან, რათა ადამიანებს ერთმანეთი დაეხოცათ, და მიეცა მას დიდი მახვილი.+
5 როცა მესამე ბეჭედი ახსნა,+ გავიგონე, რომ მესამე ცოცხალმა არსებამ+ თქვა: „მოდი!“ გავიხედე და, აი, შავი ცხენი. მასზე მჯდომს ხელში სასწორი+ ეჭირა.
6 გავიგონე ხმა, თითქოს ოთხ ცოცხალ არსებას+ შორის,+ რომელიც ამბობდა: „ერთი კილო* ხორბალი დინარად+ და სამი კილო ქერი დინარად, ნუ გამოლევ ზეითუნის ზეთსა და ღვინოს“.+
7 როცა მეოთხე ბეჭედი ახსნა, გავიგონე მეოთხე ცოცხალი არსების+ ხმა, რომელმაც თქვა: „მოდი!“
8 გავიხედე და, აი, ფერმიხდილი ცხენი. მასზე მჯდომს სიკვდილი ერქვა. მას სამარე*+ მოჰყვებოდა. მათ მიცემული ჰქონდათ ძალაუფლება დედამიწის მეოთხედ ნაწილზე, რათა დაეხოცათ დიდი მახვილით,+ შიმშილით,+ სასიკვდილო ჭირითა და დედამიწის მხეცებით.+
9 როცა მეხუთე ბეჭედი ახსნა, სამსხვერპლოს+ ძირთან დავინახე ღვთის სიტყვისა და დამოწმების+ საქმის გამო დახოცილთა+ სულები.+
10 ისინი ღაღადებდნენ: „უზენაესო+ უფალო, წმინდაო და ჭეშმარიტო,+ როდემდე უნდა იკავებდე თავს გასამართლებისგან+ და დედამიწის მკვიდრებზე ჩვენი სისხლისთვის+ შურისძიებისგან?“
11 თითოეულ მათგანს თეთრი+ გრძელი სამოსელი მისცეს და უთხრეს, რომ ცოტა ხანს კიდევ დაესვენათ, სანამ არ შეივსებოდა მათნაირი მონებისა და მათი ძმების რიცხვი, რომლებიც მათსავით უნდა დაეხოცათ.+
12 როცა მეექვსე ბეჭედი ახსნა, დავინახე, რომ ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მზე ჯვალოსავით+ გაშავდა და მთვარე მთლიანად სისხლივით+ გახდა,
13 ცის ვარსკვლავები დედამიწაზე ჩამოცვივდა მკვახე ლეღვივით, ძლიერი ქარით შერხეულ ლეღვის ხეს რომ სცვივა.
14 ცა გრაგნილივით დაიხვა+ და გაუჩინარდა, ყოველი მთა და ყოველი კუნძული მოშორებულ იქნა თავისი ადგილიდან.+
15 დედამიწის მეფეები, დიდებულები, ათასისთავები, მდიდრები და ძლიერები, ყველა მონა და თავისუფალი გამოქვაბულებსა და კლდოვან+ მთებში დაიმალნენ.
16 ეუბნებიან მთებსა და კლდეებს: „ზედ დაგვემხეთ+ და დაგვმალეთ ტახტზე მჯდომის+ სახისგან და კრავის+ რისხვისგან,
17 რადგან მოვიდა მათი რისხვის+ დიდი დღე+ და ვინ გაუძლებს?“+