გამოცხადება 8:1—13
8 როცა მეშვიდე ბეჭედი ახსნა,+ ზეცაში ნახევარი საათით დუმილი ჩამოვარდა.
2 ვიხილე შვიდი ანგელოზი,+ რომლებიც ღვთის წინაშე იდგნენ, და შვიდი საყვირი მიეცა მათ.
3 მოვიდა სხვა ანგელოზი და სამსხვერპლოსთან+ დადგა. მას ოქროს საცეცხლური ჰქონდა და ბევრი საკმეველი+ მიეცა, რათა მიეტანა მსხვერპლად ოქროს სამსხვერპლოზე, ტახტის წინ, როცა წმინდები ლოცულობდნენ.
4 ავიდა ანგელოზის ხელიდან საკმევლის კვამლი ღვთის წინაშე, როცა წმინდები ლოცულობდნენ.+
5 ანგელოზმა მაშინვე აიღო საცეცხლური, სამსხვერპლოს ცეცხლით+ აავსო და ცეცხლი დედამიწაზე მოისროლა.+ დაიწყო ქუხილი+ და ელვა,+ გაისმა ხმები და მოხდა მიწისძვრა.+
6 შვიდი+ საყვირის+ მქონე შვიდი ანგელოზი ჩასაბერად მოემზადა.
7 პირველმა ჩაჰბერა საყვირს და წამოვიდა დედამიწაზე სისხლნარევი სეტყვა და ცეცხლი,+ დედამიწისა და ხეების მესამედი დაიწვა+ და მწვანე ბალახი+ გადაიბუგა.
8 ჩაჰბერა მეორე ანგელოზმა საყვირს და რაღაცა ცეცხლმოდებული დიდი მთის+ მსგავსი ზღვაში+ ჩავარდა. ზღვის მესამედი სისხლად+ იქცა,
9 ამოწყდა ზღვის სულდგმულთა*+ მესამედი და ხომალდების მესამედი დაიმსხვრა.
10 ჩაჰბერა მესამე ანგელოზმა საყვირს და ციდან ჩამოვარდა დიდი ვარსკვლავი,+ რომელიც ლამპარივით იწვოდა, და დაეცა მდინარეთა მესამედს და წყაროს წყლებს.+
11 ამ ვარსკვლავის სახელია აბზინდა. წყლების მესამედი აბზინდად იქცა და გამწარდა. ამ წყლებით მრავალი ადამიანი დაიხოცა.+
12 ჩაჰბერა მეოთხე ანგელოზმა საყვირს და მზის, მთვარისა და ვარსკვლავების მესამედმა დარტყმა მიიღო, რათა მათი მესამედი დაბნელებულიყო+ და არ ყოფილიყო განათებული არც დღისა და არც ღამის მესამედი.+
13 დავინახე ერთი არწივი,+ რომელიც ცაში დაფრინავდა,+ და გავიგონე, რომ ხმამაღლა ამბობდა: „ვაი, ვაი, ვაი+ დედამიწის მცხოვრებთ დანარჩენი საყვირების ხმებისგან, რადგან სადაცაა ჩაჰბერავს საყვირებს სამი ანგელოზი!“+
სქოლიოები
^ ბერძნულად ფსიქე. იხილეთ დანართი 2ა.