გოდება 1:1—22
א [ალეფ]
1 ო, როგორ მარტოდმარტო+ ზის ერთ დროს ხალხით სავსე ქალაქი!+როგორ დაემსგავსა ქვრივს+ ის, ვინც ერთ დროს ხალხმრავალი იყო ხალხებს შორის!+როგორ შრომობს მონურად+ ერთ დროს ქალბატონი სამთავროთა შორის!
ב [ბეთ]
2 გულამოსკვნილი ტირის ღამით+ და ცრემლები ჩამოსდის ლოყებზე.+არავინ ჰყავს მანუგეშებელი თავის მოყვარულთაგან.+ყველა მეგობარი ვერაგულად ექცევა,+ მტრად ექცა.+
ג [გიმელ]
3 გადასახლებულია იუდა გაჭირვებისა+ და მონური შრომის+ გამო.სხვა ხალხებს შორის უწევს ცხოვრება.+ ვერ პოულობს სიმშვიდეს.ყველა მდევნელი მაშინ დაეწია მას, როცა უჭირდა.+
ד [დელეთ]
4 გლოვობენ სიონის გზები, რადგან არავინ მიდის დღესასწაულზე.+განადგურდა ყველა მისი კარიბჭე,+ ოხრავენ მისი მღვდლები.+დამწუხრებულან მისი ქალწულები, გამწარებულა თვითონ.+
ה [ჰე]
5 სათავეში მოექცნენ მისი მოწინააღმდეგეები.+ არხეინად არიან მისი მტრები.+იეჰოვამ დაამწუხრა ის ცოდვათა სიმრავლის+ გამო,ამიტომ მისი შვილები ტყვედ მიდიან მოწინააღმდეგის წინაშე.+
ו [ვავ]
6 ტოვებს სიონის ასულს მთელი მისი ბრწყინვალება.+მისი მთავრები ირმებს ჰგვანან, საძოვარს რომ ვერ პოულობენ.+ძალაგამოცლილნი მიდიან მდევრის წინ.+
ז [ზაინ]
7 თავისი გაჭირვებისა და თავისი ხალხის უსახლკარობის დროს გაიხსენა იერუსალიმმამთელი ძვირფასეულობა, რაც ძველი დროიდან ჰქონდა.+მისი ხალხი მოწინააღმდეგეს ჩაუვარდა ხელში, მშველელი არ ჰყოლია,+და იხილეს ის მოწინააღმდეგეებმა და იცინეს მისი დაცემის გამო.+
ח [ხეთ]
8 აშკარა ცოდვა+ ჩაიდინა იერუსალიმმა, ამიტომაც იქცა სისაძაგლედ.+ყველა, ვინც პატივს სცემდა მას, ისე ეპყრობა, როგორც უღირსს,+ რადგან ხედავენ მის სიშიშვლეს.+ოხრავს+ ის და ზურგით ტრიალდება.
ט [ტეთ]
9 ტანსაცმლის კალთებზე აქვს თავისი უწმინდურება.+ არ ახსოვდა, რა მომავალი ელოდა,+შემზარავად ეცემა დაბლა. არა ჰყავს ნუგეშისმცემელი.+ო, იეჰოვა, იხილე ჩემი გაჭირვება,+ რადგან გამედიდურდა მტერი!+
י [ჲოდ]
10 ხელი აქვს გაწვდილი მოწინააღმდეგეს მის ძვირფასეულობაზე.+ხედავს ის თავის საწმინდარში შემავალ ხალხებს,+რომლებისთვისაც ნაბრძანები გქონდა, შენს კრებულში არ შესულიყვნენ.
כ [ქაფ]
11 ოხრავს მთელი მისი ხალხი, პურს დაეძებს.+ძვირფასეულობას საჭმელში ცვლიან, რომ სული მოითქვან.+იხილე, იეჰოვა, და ნახე, რომ უღირს ქალს დავემსგავსე.+
ל [ლამედ]
12 განა ეს არაფერს ნიშნავს თქვენთვის, გზაზე გამვლელებო?! შეხედეთ და დაინახეთ.+განა არსებობს ჩემთვის მოყენებული ტკივილის მსგავსი მწვავე ტკივილი,+რომლითაც იეჰოვა გვამწუხრებს თავისი მრისხანების დღეს?!+
מ [მემ]
13 მაღლიდან ცეცხლს მიგზავნის ძვლებში+ და იმორჩილებს თითოეულ მათგანს.ბადეს უგებს ჩემს ფეხს.+ უკან მაბრუნებს.ბეჩავ ქალად მაქცევს, მთელი დღე ავად ვარ.+
נ [ნუნ]
14 ის ფხიზლობს, რომ დაინახოს ჩემი ცოდვები,+ მის ხელში გადახლართულა ისინი;კისერზე მაწევს.+ ბრკოლდება ჩემი ძალა.იეჰოვა მათ ხელში მაგდებს, ვისაც წინ ვერ აღვუდგები.+
ס [სამეხ]
15 იეჰოვამ მოისროლა ჩემგან ყველა ჩემი ძლიერი კაცი.+კრებულს იწვევს ჩემ წინააღმდეგ ჩემი ჭაბუკების შესამუსრავად.+იეჰოვა თელავს იუდას ქალწული ასულის+ საწნახელს.+
ע [აინ]
16 ამის გამო ვტირი ქალივით.+ წყლად იღვრება თვალები, ჩემი თვალები.+შორს არის ჩემი ნუგეშისმცემელი, ვინც სულს მომათქმევინებდა.დამიბეჩავდნენ ვაჟები,+ რადგან გამედიდურდა მტერი.+
פ [ფე]
17 გაწვდილი აქვს სიონს ხელები.+ არა ჰყავს ნუგეშისმცემელი.+იეჰოვამ უბრძანა ყველას იაკობის გარშემო, რომ უმტრონ მას.+სისაძაგლედ იქცა იერუსალიმი მათთვის.+
צ [ცადე]
18 მართალია იეჰოვა,+ რადგან ვეურჩე მის ბაგეს.+მისმინეთ, ხალხებო, და იხილეთ ჩემი ტკივილი!ტყვედ მიჰყავთ ჩემი ქალწულები და ჩემი ჭაბუკები.+
ק [კოფ]
19 ვუხმობ მათ, ვისაც ძლიერ ვუყვარდი,+ ისინი კი მატყუებენ.დაიხოცნენ ქალაქში ჩემი მღვდლები და ჩემი მოხუცები,+როცა სულის მოსათქმელად საჭმლის ძებნა მოუწიათ.+
ר [რეშ]
20 ნახე, იეჰოვა, რა დიდ გასაჭირში ვარ, მიდუღს შიგნეული!+გული შემეძრა ჩემი+ დიდი ურჩობის გამო.+გარეთ მახვილმა წამართვა შვილები,+ სახლშიც სიკვდილია.+
ש [შინ]
21 ხალხს ესმის, როგორ ვოხრავ ქალივით.+ არა მყავს ნუგეშისმცემელი.+ყველა ჩემმა მტერმა გაიგო ჩემი უბედურება.+ ხარობენ, რადგან თავად შენ მოახდინე ეს.+შენ მოაწევ დღეს, რომელიც გამოაცხადე,+ რათა მე დამემსგავსონ.+
ת [თავ]
22 შენ წინაშე იყოს მთელი მათი ბოროტება!+ მათაც ისე სასტიკად მოექეცი,როგორც მე — მთელი ჩემი ცოდვების გამო.+ბევრს ვოხრავ,+ დამისნეულდა გული.+