გოდება 2:1—22
א [ალეფ]
2 ო, როგორ ფარავს იეჰოვა ღრუბლებით სიონის ასულს თავისი რისხვისას!+ციდან მიწაზე ამხობს+ ისრაელის მშვენებას.+არ იხსენებს თავის ფეხსადგამს+ რისხვის დღეს.
ב [ბეთ]
2 შთანთქავს იეჰოვა იაკობის საცხოვრებლებს+ და არ იბრალებს მათ.რისხვით ანგრევს იუდას ასულის სიმაგრეებს;+მიწასთან ასწორებს,+ ბღალავს სამეფოსა+ და მის მთავრებს.+
ג [გიმელ]
3 მრისხანებით კვეთს ისრაელს ყველა რქას*.+უკან მიაქვს თავისი მარჯვენა, არ აჩერებს მტერს;+ირგვლივ ყველაფრის შთამნთქმელი ცეცხლივით გიზგიზებს ის იაკობში.+
ד [დელეთ]
4 მოზიდული აქვს მშვილდი როგორც მტერს,+ მომარჯვებული აქვს მარჯვენა+როგორც მოწინააღმდეგეს;+ ხოცავდა ყველას, ვინც თვალისთვის ძვირფასი+ იყო;ცეცხლივით ღვრის+ თავის რისხვას სიონის ასულის კარავში.+
ה [ჰე]
5 მტრად იქცა იეჰოვა.+ ნთქავს ის ისრაელს,+ნთქავს მის საცხოვრებელ კოშკებს+ და ანგრევს თავის სიმაგრეებს.+გლოვასა და გოდებას უმრავლებს იუდას ასულს.+
ו [ვავ]
6 ბაღში ჩადგმული კარავივით+ ანგრევს თავის კარავს.+ სპობს თავის დღესასწაულს.დავიწყებას აძლევს იეჰოვა დღესასწაულს და შაბათს სიონში,+თავისი მძვინვარებით უგულებელყოფს მეფესაც და მღვდელსაც.+
ז [ზაინ]
7 მიაგდო იეჰოვამ თავისი სამსხვერპლო,+ უგულებელყო თავისი საწმინდარი.+მტერს უგდებს ხელში მისი საცხოვრებელი კოშკების კედლებს.+ხმა აიმაღლეს იეჰოვას სახლში, როგორც დღესასწაულის დროს.+
ח [ხეთ]
8 სიონის ასულის კედლების+ დანგრევას აპირებს იეჰოვა;ჭიმავს ლარს.+ ხელს არ აკავებს განადგურებისგან.+გლოვას აწყებინებს ყრილსა და გალავანს,+ ერთად ეცლებათ ძალა.
ט [ტეთ]
9 მიწაში ეფლობა მისი კარიბჭეები.+ ის სპობს და ლეწავს მის ურდულებს.მისი მეფე და მთავრები სხვა ხალხებს შორის არიან.+ აღარ არსებობს კანონი.+აღარც მის წინასწარმეტყველებს აქვთ ხილვა იეჰოვასგან.+
י [ჲოდ]
10 მდუმარედ სხედან+ მიწაზე სიონის ასულის უხუცესები;მტვერს იყრიან თავზე,+ ჯვალო აქვთ შემორტყმული.+მიწამდე დაუხრიათ თავი იერუსალიმის ქალწულებს.+
כ [ქაფ]
11 ცრემლების ღვრით მეღლება თვალები,+ მიდუღს შიგნეული.+მიწაზე მეღვრება ღვიძლი+ ჩემი ხალხის ასულის დაცემის გამო,+რადგან გული მისდით ბავშვებსა და ჩვილებს ქალაქის მოედნებზე.+
ל [ლამედ]
12 დედებს ეკითხებოდნენ, სად არისო მარცვალი და ღვინო,+რადგან სასიკვდილოდ დაჭრილებივით მისდით გული ქალაქის მოედნებზედა დედებს უბეში ეღვრებათ მათი სული.
מ [მემ]
13 რის მოწმედ გაგხადო? რას შეგადარო, იერუსალიმის ასულო?+რას გაგატოლო, რომ განუგეშო, სიონის ქალწულო ასულო?+ზღვასავით დიდია შენი დაცემა.+ ვინ განგკურნავს?!+
נ [ნუნ]
14 შენი წინასწარმეტყველები უსარგებლო და ფუჭ ხილვებს ხედავენ+ შენი გულისთვის,არ გამოააშკარავეს შენი დანაშაული, შენთვის ტყვეობა რომ აერიდებინათ,+უსარგებლო და მაცდურ ცნობებს ხედავდნენ შენი გულისთვის.+
ס [სამეხ]
15 ტაშს უკრავს+ ყველა გამვლელი შენი შემხედვარე.უსტვენენ,+ თავს აქნევენ+ იერუსალიმის ასულის შემხედვარე და ამბობენ:„ეს ის ქალაქი არ არის, რომელზეც ამბობდნენ, სრულყოფილად ლამაზია, მთელი დედამიწის სიხარულიაო?“+
פ [ფე]
16 ყველა შენი მტერი პირს აღებს შენზე.+უსტვენენ და კბილებს აღრჭიალებენ,+ ამბობენ: „ჩავყლაპავთ მას.+ამ დღეს ველოდით+ და მოვესწარით კიდეც! ვიხილეთ!“+
ע [აინ]
17 ახორციელებს იეჰოვა თავის განზრახვას;+ ასრულებს იმას, რაც ნათქვამი ჰქონდა,+რაც ნაბრძანები ჰქონდა დიდი ხნის წინათ;+ ანგრევს და არ იბრალებს.+შენზე ახარებს მტერს.+ რქას უმაღლებს შენს მოწინააღმდეგეებს.+
צ [ცადე]
18 მათი გული შეღაღადებს იეჰოვას,+ სიონის ასულის გალავანო!+დღედაღამ ღვარე ცრემლი მდინარესავით.+ნუ გახდები უგრძნობი, ნუ შეშრება შენი თვალის გუგა.
ק [კოფ]
19 ადექი! იკვნესე ღამით, დილის გუშაგობის დაწყებიდანვე.+წყალივით გადმოღვარე გული+ იეჰოვას სახის წინაშე;+ხელები გაიწოდე მისკენ+ შენი შვილების სულებისთვის,შიმშილისგან გული რომ მისდით ყველა ქუჩის თავში.+
ר [რეშ]
20 შეხედე, იეჰოვა, და დაინახე+ ის, ვისაც ასე სასტიკად ექცევი.განა ქალები თავის მუცლის ნაყოფს უნდა ჭამდნენ, ბავშვებს, რომლებიც თავად გააჩინეს,+ანდა იეჰოვას საწმინდარში უნდა კლავდნენ მღვდელსა და წინასწარმეტყველს?!+
ש [შინ]
21 ბავშვი და მოხუცი+ მიწაზე წვანან ქუჩებში.+ჩემი ქალწულები და ჩემი ჭაბუკები მახვილით ეცემიან.+შენ კლავ მათ შენი რისხვის დღეს,+ ხოცავ+ და არ იბრალებ.+
ת [თავ]
22 როგორც დღესასწაულის დროს,+ ისე მოუხმე ხალხს ყველა იმ ადგილიდან, სადაც გახიზნულნი არიან.ვერავინ უშველა თავს იეჰოვას რისხვის დღეს და არავინ გადარჩენილა;+მტერმა შემუსრა ყველა ჩემი გაჩენილი და გაზრდილი.+
სქოლიოები
^ ცხოველის რქა ხშირად ძალისა და ძალაუფლების სიმბოლოდ გამოიყენება.