გოდება 3:1—66

א [ალეფ] 3  მე ვარ კაცი, მისი რისხვის კვერთხის გამო გაჭირვების+ მნახველი.   მიმიძღვის, სინათლეში კი არა, სიბნელეში მატარებს.+   მთელი დღე ჩემ წინააღმდეგ აბრუნებს ხელს.+ ב [ბეთ]   გამილია ხორცი და კანი,+ დამიმტვრია ძვლები.+   კედელი აღმიმართა, რომ შხამიანი მცენარე+ შემომრტყმოდა+ და გაჭირვებაში ჩავვარდნილიყავი.   ბნელ ადგილებში+ დამსვა დიდი ხნის მკვდარივით.+ ג [გიმელ]   თითქოს ქვის კედლით ჩამკეტა, რომ არ გავსულიყავი;+ სპილენძის მძიმე ბორკილები+ დამადო.   როცა შველას ვითხოვ და დახმარებისთვის შევღაღადებ, ლოცვას მიფერხებს.+   თლილი ქვებით მიხერგავს გზას;+ გზებს მირევს.+ ד [დელეთ] 10  ჩასაფრებული დათვია ის ჩემთვის,+ საფარში დამალული ლომია.+ 11  გზა-კვალს მირევს, უმოქმედოდ მტოვებს, მაბეჩავებს.+ 12  მოზიდული აქვს მშვილდი+ და ისრის სამიზნედ მაყენებს.+ ה [ჰე] 13  თირკმელებში მიტარებს ისრებს, თავისი კაპარჭის ძეებს.+ 14  ჩემს მოწინააღმდეგეთა დასაცინი+ გავხდი, მთელი დღე ჩემზე მღერიან.+ 15  სიმწარეს არ მაკლებს,+ აბზინდით+ მაძღობს. ו [ვავ] 16  ხრეშით მიმტვრევს კბილებს.+ ნაცარში მომკუნტა.+ 17  ისე მომისროლე, რომ მშვიდობა აღარა აქვს ჩემს სულს. რაც კარგია, ყველაფერი მავიწყდება.+ 18  ვამბობ, მეკარგება-მეთქი დიდება და იეჰოვას მოლოდინი.+ ז [ზაინ] 19  გახსოვდეს ჩემი გაჭირვება და უსახლკარობა,+ აბზინდა და შხამიანი მცენარე;+ 20  გაიხსენებს შენი სული და ჩემკენ დაიხრება.+ 21  ამას გავახსენებ ჩემს გულს,+ ამიტომაც დაველოდები.+ ח [ხეთ] 22  იეჰოვას სიკეთის*+ წყალობით არ გვეღება ბოლო,+ რადგან უსასრულოა მისი წყალობა.+ 23  ყოველ დილით ახლდება ის.+ დიდია შენი ერთგულება.+ 24  „იეჰოვაა ჩემი წილი,+ — ამბობს ჩემი სული, — ამიტომაც დაველოდები მას“.+ ט [ტეთ] 25  კარგია იეჰოვა მისი მოიმედისთვის,+ მისი მძებნელისთვის*.+ 26  კარგია, როცა კაცი ხსნას ელის+ იეჰოვასგან,+ თუნდაც მდუმარედ.+ 27  კარგია, კაცი ახალგაზრდობაშივე რომ ატარებს ტვირთს.+ י [ჲოდ] 28  იჯდეს მარტო და დუმდეს,+ რადგან მისგან აქვს ეს ტვირთი.+ 29  მტვერში ჩაემხოს,+ იქნებ არსებობს იმედი.+ 30  ლოყა მიუშვიროს დამრტყმელს;+ სრულად იტვირთოს შეურაცხყოფა.+ כ [ქაფ] 31  ვინაიდან სამუდამოდ არ მოისვრის მას იეჰოვა,+ 32  თუმცა ამწუხრებს,+ იწყალებს კიდეც თავისი დიდი სიკეთით.+ 33  გულში არა აქვს ადამიანების დაჩაგვრა და დამწუხრება.+ ל [ლამედ] 34  ფეხქვეშ რომ თელავენ+ დედამიწის ყველა პატიმარს,+ 35  უზენაესის სახის წინაშე კაცს სამართლის დაცვაზე უარს რომ ეუბნებიან+ 36  და სამართალს რომ უმრუდებენ კაცს სასამართლოში, არ იწონებს ამას იეჰოვა.+ מ [მემ] 37  ვინ თქვა, რომ რაღაც უნდა მოხდეს, როცა იეჰოვას არ უბრძანებია ეს?+ 38  შეუძლებელია, უზენაესის ბაგიდან გამოვიდეს ცუდიც და კარგიც.+ 39  როგორ უნდა წუწუნებდეს ცოცხალი კაცი,+ ვაჟკაცი, თავისი ცოდვის გამო?!+ נ [ნუნ] 40  ვეძებოთ ჩვენი გზები+ და გამოვიკვლიოთ ისინი, დავუბრუნდეთ იეჰოვას.+ 41  ხელებთან ერთად გულებიც აღვაპყროთ ზეციერი ღვთისკენ:+ 42  „შევცოდეთ და ურჩად მოვიქეცით.+ შენ არ გვაპატიე.+ ס [სამეხ] 43  რისხვით გვიკეტავ+ მოსასვლელს და გვდევნი;+ გვკლავ და არ გვიბრალებ.+ 44  ღრუბლებით კეტავ შენთან მოსასვლელს,+ ლოცვებმა რომ ვერ გამოაღწიონ მათში.+ 45  ნარჩენებად და ნაგვად გვაქცევ ხალხებს შორის“.+ פ [ფე] 46  ყველა ჩვენს მტერს ჩვენზე დაუღია პირი.+ 47  შიში და ორმო გვხვდა წილად,+ გაპარტახება და დაქცევა.+ 48  ცრემლად იღვრება ჩემი თვალი ჩემი ხალხის ასულის დაქცევის გამო.+ ע [აინ] 49  იღვრება ჩემი თვალი და არ გაჩერდება, არ მოისვენებს,+ 50  სანამ იეჰოვა არ გადმოიხედავს და არ დაინახავს ზეციდან თავის ხალხს.+ 51  არ ინდობს ჩემი თვალი ჩემს სულს+ ჩემი ქალაქის ასულების გამო.+ צ [ცადე] 52  ჩემი მტრები უმიზეზოდ+ ნადირობენ ჩემზე, როგორც ჩიტზე.+ 53  ორმოში დამიდუმეს სიცოცხლე+ და ქვები დამაყარეს. 54  წყლებმა გადამიარა თავზე;+ ვთქვი, დავიღუპე-მეთქი!+ ק [კოფ] 55  იეჰოვა, ყველაზე ღრმა ორმოდან მოვუხმე შენს სახელს.+ 56  ისმინე ჩემი ხმა,+ ყურს ნუ მომარიდებ, როცა შვებას, შველას გთხოვ!+ 57  შენ მომიახლოვდი იმ დღეს, როცა მოგიხმობდი,+ და მითხარი: „ნუ გეშინია!“+ ר [რეშ] 58  შენ გამოესარჩლე ჩემს სულს,+ იეჰოვა, შენ გამოისყიდე ჩემი სიცოცხლე.+ 59  იეჰოვა, ხედავ შენ იმ ბოროტებას, რაც მე გამიკეთეს.+ შენ აღასრულე ჩემი სამართალი!+ 60  ხედავ შენ მათ შურისძიებას, ყველაფერს, რაც ჩემ წინააღმდეგ განუზრახავთ.+ ש [სინ] ან [შინ] 61  იეჰოვა, გესმის შენ, როგორ შეურაცხმყოფენ, გესმის ყველაფერი, რაც ჩემ წინააღმდეგ განუზრახავთ,+ 62  ჩემი მოწინააღმდეგეების ბაგეთა სიტყვები+ და მათი ჩურჩული, მთელი დღე რომ ჩურჩულებენ ჩემზე.+ 63  სხედან თუ დგანან,+ უყურე მათ! ჩემზე მღერიან ისინი.+ ת [თავ] 64  იეჰოვა, შენ მიუზღავ მათ მათივე ნამოქმედარისამებრ,+ 65  კადნიერ გულს მისცემ+ და დაწყევლი მათ,+ 66  რისხვით დაედევნები და მოსპობ მათ+ იეჰოვას ცისქვეშეთიდან.+

სქოლიოები

ანუ ერთგული სიყვარული. ებრაულად ხესედ, რაც ნიშნავს სიყვარულით გამოვლენილ სიკეთეს.
სიტყვასიტყვით — მისი მძებნელის სულისთვის. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.