გოდება 4:1—22

א [ალეფ] 4  როგორ კარგავს ბზინვარებას მბზინავი ოქრო, ხალასი ოქრო!+როგორ მიმოიფანტა ყოველი ქუჩის თავში+ წმინდა ქვები!+ ב [ბეთ]   სიონის ძვირფასი ძეები,+ რომლებიც ხალას ოქროს უტოლდებოდნენ,როგორ დაემსგავსნენ თიხის დიდ დოქებს, მექოთნის+ ხელით ნაკეთებს! ג [გიმელ]   ტურებიც კი აწვდიან ძუძუს, ძუძუს აწოვებენ თავიანთ ლეკვებს;ჩემი ხალხის ასული კი სასტიკდება,+ როგორც სირაქლემები უდაბნოში.+ ד [დელეთ]   ძუძუთა ბავშვის ენა წყურვილისგან სასას ეკრობა,+ბავშვები პურს ითხოვენ,+ მაგრამ არავინ აძლევს.+ ה [ჰე]   ნუგბარის მჭამელები გაოგნდნენ ქუჩებში;+ალისფერ ქსოვილებში გაზრდილები+ ნაცრის+ გროვას ეხვევიან. ו [ვავ]   დანაშაულის გამო მიღებულმა ჩემი ხალხის ასულის სასჯელმა სოდომის+ ცოდვის სასჯელს გადააჭარბა,იმ ქალაქის სასჯელს, რომელიც უცბად დაემხო და რომელსაც ხელი არ მიშველებია.+ ז [ზაინ]   მისი ნაზირები*+ თოვლზე სუფთანი,+ რძეზე თეთრნიდა მარჯანზე წითურნი+ იყვნენ, საფირონივით ბზინავდნენ.+ ח [ხეთ]   შავზე შავია მათი სახე, ქუჩებში ვერ ცნობენ მათ;+კანი ძვლებზე მისჭკნობიათ,+ ხესავით გამოშრობიათ. ט [ტეთ]   მახვილით+ დახოცილები შიმშილით+ დახოცილებზე ბედნიერები არიან,რადგან ისე გამოიფიტნენ მინდვრის ნაყოფს მოკლებულნი, თითქოს ვინმემ განგმირაო. י [ჲოდ] 10  თანამგრძნობი ქალები საკუთარი ხელით ხარშავენ თავიანთ შვილებს,+ნუგეშის პურად ქცეულან ისინი ჩემი ხალხის ასულის დაქცევისას.+ כ [ქაფ] 11  აფრქვევს იეჰოვა თავის რისხვას,+ ღვრის მრისხანებას;+აჩაღებს სიონში ცეცხლს, რომელიც ნთქავს მის საძირკვლებს.+ ל [ლამედ] 12  დედამიწის მეფეებსა და მიწის მკვიდრებს არ სჯეროდათ,+რომ მოწინააღმდეგე და მტერი შევიდოდა იერუსალიმის კარიბჭეებში.+ מ [მემ] 13  მისი წინასწარმეტყველების ცოდვათა და მისი მღვდლების+ დანაშაულთა გამომართალთა სისხლის მღვრელები აღმოჩნდნენ იქ.+ נ [ნუნ] 14  ბრმებივით დაეხეტებიან+ ქუჩებში.+ ისე არიან სისხლში გასვრილნი,+რომ ვერავინ ეხება მათ ტანსაცმელს.+ ס [სამეხ] 15  „ჩამოგვეცალეთ, უწმინდურებო!+ — უყვირიან მათ. — ჩამოგვეცალეთ, ჩამოგვეცალეთ! არ შეგვეხოთ!“+უსახლკარონი+ არიან, დახეტიალებენ.+ ლაპარაკობენ ერებში: „ვეღარ იცხოვრებენ ხიზნებად.+ פ [ფე] 16  იეჰოვას სახემ დაყო+ ისინი, აღარ გადმოხედავს მათ.+მღვდლებსაც კი არ გაუწევს ხალხი ანგარიშს,+ მოხუცებულებსაც კი არ შეიწყალებენ“.+ ע [აინ] 17  თუმცა ცოცხლები ვართ, გვეღლება თვალები დახმარების ამაო მოლოდინში.+აქეთ-იქით ცქერისას ვეძებთ ხალხს, რომელიც ხსნას ვერ მოგვიტანს.+ צ [ცადე] 18  ჩვენს ნაბიჯებს უსაფრდებიან,+ ამიტომ არავინ დადის ჩვენს მოედნებზე.მოაწია ჩვენმა აღსასრულმა; გაილია ჩვენი დღეები, რადგან მოდის ჩვენი აღსასრული.+ ק [კოფ] 19  ცის არწივებზე სწრაფები არიან ჩვენი მდევრები.+გაშმაგებით მოგვდევენ მთებზე,+ უდაბნოში გვისაფრდებიან.+ ר [რეშ] 20  ჩვენი ნესტოების სუნთქვა,+ იეჰოვას ცხებული,+ მათ დიდ ორმოშია დატყვევებული,+ის, ვისზეც ვამბობდით, მის ჩრდილქვეშ+ ვიცხოვრებთო ხალხებს შორის.+ ש [შინ] 21  გაიხარე+ და იმხიარულე, ედომის ასულო,+ უცის მიწის მკვიდრო!+შენთანაც ჩამოივლის სასმისი,+ დათვრები და გაშიშვლდები.+ ת [თავ] 22  ბოლო ეღება შენს დანაშაულს, სიონის ასულო;+ ის მეტად აღარ გადაგასახლებს.+ის პასუხს გთხოვს დანაშაულისთვის, ედომის ასულო, ააშკარავებს შენს ცოდვებს.+

სქოლიოები

ანუ გამორჩეულები, მიძღვნილები, გამოცალკევებულები.