გოდება 5:1—22

5  იეჰოვა, გახსოვდეს რა დაგვემართა,+ შემოგვხედე და დაინახე ჩვენი შეურაცხყოფა!+   ჩვენი მემკვიდრეობა უცხოებს გადაეცათ, ჩვენი სახლები — უცხოელებს.+   უმამო შვილებს დავემსგავსეთ,+ ჩვენი დედები ქვრივებს+ ჰგვანან.   ფულით ვსვამთ ჩვენს წყალს,+ ფასით ვიღებთ ჩვენს შეშას.   ლამის კისერში გვწვდნენ მდევნელები.+ დავიქანცეთ, მოსვენება არა გვაქვს.+   ეგვიპტეს+ გავუშვირეთ ხელი,+ ასურეთს+ — პურით რომ გავძღეთ.   ჩვენმა მამა-პაპამ შესცოდა;+ ისინი აღარ არიან, ჩვენ კი მათ დანაშაულს ვატარებთ.+   მსახურები ბატონობენ ჩვენზე;+ არავინ არის მათი ხელიდან ჩვენი დამხსნელი.+   საფრთხეში ვიგდებთ სულს პურის შემოსატანად,+ რადგან მახვილია უდაბნოში. 10  ღუმელივით გაგვიხურდა კანი შიმშილით დატანჯულებს.+ 11  ისინი ამცირებენ ქალებს სიონში,+ ქალწულებს — იუდას ქალაქებში. 12  მთავრებს ცალი ხელით კიდებენ;+ არც მოხუცებულთა სახეს სცემენ პატივს.+ 13  ჭაბუკებიც კი იღებენ ხელსაფქვავს,+ ყმაწვილები შეშის სიმძიმით ბორძიკობენ.+ 14  მოხუცებულები აღარ სხედან კარიბჭეებში,+ ჭაბუკები აღარ უკრავენ საკრავებზე.+ 15  გაქრა ჩვენი გულის სიხარული; გლოვად გვექცა ცეკვა.+ 16  გვირგვინი ჩამოგვივარდა+ თავიდან. ვაი ჩვენ, რადგან შევცოდეთ!+ 17  ამიტომ დაგვიავადდა გული,+ ამიტომ დაგვაკლდა თვალისჩინი;+ 18  გაპარტახდა სიონის მთა,+ მელიები დაძრწიან იქ.+ 19  შენ კი, იეჰოვა, მარადიულად იჯდები ტახტზე,+ შენი ტახტი თაობიდან თაობაშია!+ 20  რატომ დაგვივიწყე სამუდამოდ+ და რატომ დაგვტოვე მრავალ დღეს?+ 21  იეჰოვა, დაგვაბრუნე შენთან+ და ჩვენც ხალისით დაგიბრუნდებით! განგვიახლე დღეები, ისე როგორც დიდი ხნის წინათ;+ 22  თუმცა უარგვყავი+ და ძლიერ განგვირისხდი.+

სქოლიოები