დაბადება 1:1—31

1  თავდაპირველად*+ ღმერთმა*+ შექმნა+ ცა და დედამიწა.+  დედამიწა იყო უფორმო და უდაბური. სიბნელე იყო ღრმა წყლის ზედაპირზე+ და ღვთის მოქმედი ძალა* იძვროდა+ წყლის ზევით.+  და თქვა ღმერთმა+: „გამოჩნდეს სინათლე“. და გამოჩნდა სინათლე.+  დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო სინათლე; ზღვარი დაუდო ღმერთმა სინათლესა და სიბნელეს.+  და უწოდა ღმერთმა სინათლეს დღე+ და სიბნელეს — ღამე.+ დადგა საღამო და დადგა დილა, — პირველი დღე.  შემდეგ თქვა ღმერთმა: „გაჩნდეს სივრცე+ წყლებს შორის და გაიყოს წყლები“.+  დაიწყო ღმერთმა სივრცის წარმოქმნა და წყლების გაყოფა, რომ ყოფილიყო წყლები სივრცის ქვევით და წყლები — სივრცის ზევით.+ და ასეც მოხდა.  და უწოდა ღმერთმა სივრცეს ცა.+ დადგა საღამო და დადგა დილა, — მეორე დღე.  შემდეგ თქვა ღმერთმა: „ერთად შეგროვდეს წყლები, ცის ქვევით რომ არის, და გამოჩნდეს ხმელეთი“.+ და ასეც მოხდა. 10  და უწოდა ღმერთმა ხმელეთს მიწა+ და შეგროვილ წყლებს — ზღვები.+ დაინახა ღმერთმა, რომ ესეც კარგი იყო.+ 11  შემდეგ თქვა ღმერთმა: „აღმოაცენოს მიწამ ბალახი, თესლოვანი მცენარეები+ და თესლიანი ნაყოფის მომცემი+ ხეები დედამიწაზე მათი გვარისდა მიხედვით“.+ და ასეც მოხდა. 12  დაიწყო მიწამ ბალახის, თესლოვანი მცენარეებისა და თესლიანი ნაყოფის მომცემი ხეების აღმოცენება მათი გვარისდა მიხედვით.+ დაინახა ღმერთმა, რომ ესეც კარგი იყო. 13  დადგა საღამო და დადგა დილა, — მესამე დღე. 14  შემდეგ თქვა ღმერთმა: „გამოჩნდეს მნათობები ცის სივრცეში, რომ ზღვარი დაიდოს დღესა და ღამეს შორის;+ ისინი იქნებიან მანიშნებლად და წელიწადის დროების, დღეებისა და წელიწადების აღმნიშვნელად;+ 15  იქნებიან მნათობებად ცის სივრცეში, რომ გაანათონ დედამიწა“+. და ასეც მოხდა. 16  დაიწყო ღმერთმა ორი დიდი მნათობის შექმნა*, უფრო დიდი მნათობი დღის განმგებლად რომ ყოფილიყო და უფრო პატარა მნათობი — ღამის განმგებლად, და დაიწყო ვარსკვლავების შექმნაც.+ 17  განალაგა ღმერთმა ისინი ცის სივრცეში, რომ გაენათებინათ დედამიწა,+ 18  განეგოთ დღე და ღამე და ზღვარი დაედოთ სინათლესა და სიბნელეს შორის.+ დაინახა ღმერთმა, რომ ესეც კარგი იყო.+ 19  დადგა საღამო და დადგა დილა, — მეოთხე დღე. 20  შემდეგ თქვა ღმერთმა: „აფუთფუთდნენ წყალში ცოცხალი სულები*+ და მიწის ზევით, ცის სივრცეში იფრინონ ფრინველებმა*“.+ 21  დაიწყო ღმერთმა ზღვის დიდი ცხოველებისა+ და ყველა ცოცხალი სულის+ შექმნა, რომლებიც წყლებში აფუთფუთდნენ, მათი გვარისდა მიხედვით და ყველა ფრინველისა მათი გვარისდა მიხედვით.+ დაინახა ღმერთმა, რომ ესეც კარგი იყო. 22  აკურთხა ღმერთმა ისინი: „ინაყოფიერეთ, გამრავლდით და აავსეთ ზღვები;+ გამრავლდეს ფრინველი დედამიწაზე“. 23  დადგა საღამო და დადგა დილა, — მეხუთე დღე. 24  შემდეგ თქვა ღმერთმა: „წარმოშვას მიწამ+ ცოცხალი სულები მათი გვარისდა მიხედვით, შინაური+ ცხოველები, ქვეწარმავლები*+ და გარეული ცხოველები+ მათი გვარისდა მიხედვით“. და ასეც მოხდა. 25  დაიწყო ღმერთმა დედამიწაზე გარეული ცხოველების შექმნა მათი გვარისდა მიხედვით, ასევე შინაური ცხოველებისა და ქვეწარმავლების შექმნა მათი გვარისდა მიხედვით.+ დაინახა ღმერთმა, რომ ესეც კარგი იყო. 26  შემდეგ თქვა ღმერთმა: „შევქმნათ*+ ადამიანი ჩვენს ანარეკლად,+ ჩვენს მსგავსებად;+ მათ ემორჩილებოდნენ ზღვის თევზები, ცის ფრინველები, შინაური ცხოველები, ყველა სხვა ცხოველი დედამიწაზე და მთელი დედამიწა“.+ 27  დაიწყო ღმერთმა ადამიანის შექმნა თავის ანარეკლად, ღვთის ანარეკლად შექმნა იგი.+ კაცად და ქალად შექმნა ისინი.+ 28  აკურთხა+ ღმერთმა ისინი და უთხრა მათ ღმერთმა: „ინაყოფიერეთ,+ გამრავლდით, აავსეთ დედამიწა, დაეპატრონეთ+ მას და თქვენ გემორჩილებოდნენ+ ზღვის თევზები, ცის ფრინველები და ყველა ცოცხალი არსება დედამიწაზე“. 29  შემდეგ თქვა ღმერთმა: „აი, მოგეცით ყველა თესლოვანი მცენარე მთელი მიწის პირზე და თესლიანი ნაყოფის მომცემი ყველა ხე.+ ეს გქონდეთ საჭმელად.+ 30  დედამიწის ყველა გარეულ ცხოველს, ცის ყველა ფრინველს და დედამიწაზე ყველა სხვა ცხოველს — ცოცხალ სულს, მწვანე მცენარეულობა მივეცი საჭმელად“.+ და ასეც მოხდა. 31  დაინახა ღმერთმა ყველაფერი, რაც შექმნა, და, აი, ყოველივე ძალიან კარგი იყო.+ დადგა საღამო და დადგა დილა, — მეექვსე დღე.

სქოლიოები

ებრაულად ელოჰიმ (მრ. რ.). სიტყვა ძირითადად მიუთითებს დიდებულებასა და აღმატებულობაზე და არა ადამიანთა თუ ღმერთთა სიმრავლეზე. შეადარეთ მსჯ. 16:23-ის სქოლიოს.
ებრაულად ბერეშით. ებრაულ ენაზე ბიბლიის პირველი წიგნი ამ პირველი სიტყვითაა დასათაურებული.
ებრაულად რუახ. იხილეთ დანართი 2ბ.
შექმნად ნათარგმნი ებრაული ზმნა განსხვავდება 1:1, 21, 27-სა და 2:3-ში გამოყენებული ზმნისგან და ნიშნავს კეთებას.
ებრაულად ნეფეშ. იგულისხმება ზღვის ცხოველები. იგივე ებრაული სიტყვა 2:7-ში ეხება ადამიანს. იხილეთ დანართი 2ა.
ებრაული სიტყვა ოფ, რაც ფრინველად არის ნათარგმნი მე-20, 21-ე, 26-ე, 28-ე, 30-ე მუხლებში, ფრთიან მწერებსაც გულისხმობს.
ებრაულ სიტყვაში რემეს, რომელიც 24-ე, 25-ე მუხლებში ნათარგმნია, როგორც ქვეწარმავლები, როგორც ჩანს, იგულისხმება პატარა ცხოველებიც, მღრღნელებიცა და მწერებიც.
იხილეთ 1:16-ის სქოლიო.