დაბადება 11:1—32

11  ერთი ენა ჰქონდათ და ერთნაირად მეტყველებდნენ მთელ დედამიწაზე.  როცა აღმოსავლეთით მიემართებოდნენ, შინარის მიწაზე+ ველი იპოვეს და იქ დასახლდნენ.  ერთმანეთს უთხრეს: „მოდი, აგურები გავაკეთოთ და გამოვწვათ“. ქვის მაგივრად აგური გამოიყენეს და დუღაბის მაგივრად — ფისი.+  შემდეგ თქვეს: „მოდი, ავიშენოთ ქალაქი და კოშკი, ცას რომ მისწვდეს,+ და სახელი გავითქვათ,+ რათა არ გავიფანტოთ მთელი დედამიწის ზურგზე“.+  ჩავიდა იეჰოვა ქალაქისა და კოშკის სანახავად, რომლებსაც ადამიანთა ძეები აშენებდნენ.+  თქვა იეჰოვამ: „ერთი ხალხია, ყველას ერთი ენა აქვს+ და, აი, რისი გაკეთება წამოიწყეს. რასაც განიზრახავენ, ყველაფერს გააკეთებენ.+  მოდი,+ ჩავიდეთ და ენა ავურიოთ,+ რომ ერთმანეთის ენა აღარ ესმოდეთ“.+  გაფანტა იეჰოვამ ისინი მთელი დედამიწის ზურგზე+ და მიატოვეს მათ ქალაქის მშენებლობა.+  ამიტომაც ეწოდა მას ბაბილონი*,+ რადგან იქ აურია იეჰოვამ მათ ენა, რომელზეც მთელ დედამიწაზე ლაპარაკობდნენ, და გაფანტა+ იეჰოვამ ისინი მთელი დედამიწის ზურგზე. 10  ეს არის სემის+ ამბავი. ასი წლისა იყო სემი, როცა არფაქშადი+ შეეძინა წარღვნიდან ორი წლის შემდეგ. 11  არფაქშადის დაბადების შემდეგ სემმა კიდევ ხუთასი წელი იცოცხლა. ამ დროის განმავლობაში შეეძინა ვაჟები და ასულები.+ 12  ოცდათხუთმეტი წლისა იყო არფაქშადი, როცა შეეძინა შელახი.+ 13  შელახის დაბადების შემდეგ არფაქშადმა კიდევ ოთხას სამი წელი იცოცხლა. ამ დროის განმავლობაში შეეძინა ვაჟები და ასულები. 14  ოცდაათი წლისა იყო შელახი, როცა შეეძინა ებერი.+ 15  ებერის დაბადების შემდეგ შელახმა კიდევ ოთხას სამი წელი იცოცხლა. ამ დროის განმავლობაში შეეძინა ვაჟები და ასულები. 16  ოცდათოთხმეტი წლისა იყო ებერი, როცა შეეძინა ფელეგი.+ 17  ფელეგის დაბადების შემდეგ ებერმა კიდევ ოთხას ოცდაათი წელი იცოცხლა. ამ დროის განმავლობაში შეეძინა ვაჟები და ასულები. 18  ოცდაათი წლისა იყო ფელეგი, როცა შეეძინა რეუ.+ 19  რეუს დაბადების შემდეგ ფელეგმა კიდევ ორას ცხრა წელი იცოცხლა. ამ დროის განმავლობაში შეეძინა ვაჟები და ასულები. 20  ოცდათორმეტი წლისა იყო რეუ, როცა შეეძინა სერუგი.+ 21  სერუგის დაბადების შემდეგ რეუმ კიდევ ორას შვიდი წელი იცოცხლა. ამ დროის განმავლობაში შეეძინა ვაჟები და ასულები. 22  ოცდაათი წლისა იყო სერუგი, როცა შეეძინა ნახორი.+ 23  ნახორის დაბადების შემდეგ სერუგმა კიდევ ორასი წელი იცოცხლა. ამ დროის განმავლობაში შეეძინა ვაჟები და ასულები. 24  ოცდაცხრა წლისა იყო ნახორი, როცა შეეძინა თერახი.+ 25  თერახის დაბადების შემდეგ ნახორმა კიდევ ას ცხრამეტი წელი იცოცხლა. ამ დროის განმავლობაში შეეძინა ვაჟები და ასულები. 26  სამოცდაათ წელს იყო გადაცილებული თერახი, როცა აბრამი,+ ნახორი+ და ხარანი შეეძინა. 27  ეს არის თერახის ამბავი. თერახს შეეძინა აბრამი, ნახორი და ხარანი. ხარანს შეეძინა ლოტი.+ 28  მოკვდა ხარანი მშობლიურ ქალდეველთა+ ურში,+ მამამისის, თერახის სიცოცხლეში. 29  მოიყვანეს ცოლები აბრამმა და ნახორმა. აბრამის ცოლს ერქვა სარაი,+ ნახორის ცოლს კი — მილქა;+ ის ხარანის ასული იყო; ხარანი იყო მილქასა და ისქას მამა. 30  უშვილო იყო სარაი,+ შვილი არ ჰყავდა. 31  წაიყვანა თერახმა თავისი ვაჟი აბრამი, ხარანის ვაჟი ლოტი, თავისი შვილიშვილი,+ და თავისი რძალი სარაი+, თავისი ვაჟის, აბრამის ცოლი. წავიდნენ ისინი მასთან ერთად ქალდეველთა ურიდან ქანაანის მიწაზე.+ მიადგნენ ხარანს+ და იქ დასახლდნენ. 32  ორას ხუთი წელი იცოცხლა თერახმა, და მოკვდა იგი ხარანში.

სქოლიოები

იხილეთ 10:10-ის სქოლიო.