დაბადება 12:1—20
12 იეჰოვამ აბრამს უთხრა: „დატოვე შენი ქვეყანა, სანათესავო, მამაშენის სახლი და წადი იმ ქვეყანაში, რომელსაც გიჩვენებ.+
2 დიდ ხალხს წარმოვშობ შენგან, გაკურთხებ და სახელს გაგითქვამ. იყავი კურთხევა ყველასთვის.+
3 მე ვაკურთხებ მათ, ვინც შენ გაკურთხებს, და მე დავწყევლი მას,+ ვინც შენ დაგწყევლის; შენით იკურთხება ყველა ოჯახი დედამიწაზე“.+
4 წავიდა აბრამი, როგორც იეჰოვამ უთხრა, და ლოტიც გაჰყვა მას. სამოცდათხუთმეტი წლისა იყო აბრამი, როცა ხარანი დატოვა.+
5 წაიყვანა აბრამმა თავისი ცოლი სარაი+ და თავისი ძმისშვილი ლოტი+ და წაიღეს მთელი დაგროვილი ქონება.+ წაიყვანეს ხარანში შეძენილი ყველა სული* და დაადგნენ ქანაანის გზას.+ ბოლოს მივიდნენ ქანაანის მიწაზე.
6 გაიარა აბრამმა ის მიწა და მიადგა შექემს,+ მორეს დიდი ხეების მახლობლად.+ მაშინ ქანაანელები ცხოვრობდნენ იმ მიწაზე.
7 გამოეცხადა იეჰოვა აბრამს და უთხრა: „შენს შთამომავალს+ მივცემ ამ მიწას“.+ აუგო მან სამსხვერპლო იეჰოვას, რომელიც გამოეცხადა მას.
8 წავიდა იქიდან მთიან მხარეში, ბეთელის+ აღმოსავლეთით, და გაშალა კარავი, საიდანაც ბეთელი დასავლეთით იყო, ქალაქი აი+ კი — აღმოსავლეთით. აუგო სამსხვერპლო იეჰოვას+ და დაიწყო იეჰოვას სახელის მოხმობა*.+
9 აიყარა იქიდან აბრამი, წავიდა და გზადაგზა ბანაკდებოდა ნეგებამდე*.+
10 შიმშილობა ჩამოვარდა იმ მიწაზე და აბრამი ეგვიპტისკენ გაემართა, რომ იქ შეხიზნულიყო,+ რადგან შიმშილობა მძვინვარებდა იმ მიწაზე.+
11 ეგვიპტეს რომ მიუახლოვდა, თავის ცოლს, სარაის, სთხოვა: „მომისმინე! ვიცი, რომ ლამაზი ქალი ხარ.+
12 როცა დაგინახავენ ეგვიპტელები, უეჭველად იტყვიან, მისი ცოლიაო, და მომკლავენ, შენ კი ცოცხალს დაგტოვებენ.
13 თქვი, რომ ჩემი და+ ხარ, რათა შენი წყალობით ყველაფერი კარგად იყოს და ვიცოცხლო*“.+
14 შევიდა აბრამი ეგვიპტეში და დაინახეს ეგვიპტელებმა, რომ ძალიან ლამაზი იყო ქალი, რომელიც მას ახლდა.
15 ფარაონის მთავრებმაც დაინახეს იგი და ისე უქეს ფარაონს, რომ ქალი ფარაონის სახლში წაიყვანეს.
16 მის გამო კარგად ეპყრობოდა იგი აბრამს. ჰყავდა მას ცხვარ-ძროხა, მამალი ვირები, მსახურები, მოახლეები, ჭაკი ვირები და აქლემები.+
17 დაატეხა იეჰოვამ ფარაონსა და მის სახლეულობას დიდი უბედურება+ სარაის, აბრამის ცოლის გამო.+
18 მოიხმო ფარაონმა აბრამი და უთხრა: „ეს რა მიყავი?! რატომ არ მითხარი, რომ შენი ცოლი იყო?!+
19 რატომ თქვი, ჩემი დააო?!+ უკვე ცოლად შერთვას ვაპირებდი. აჰა შენი ცოლი, წაიყვანე და წადი!“
20 უბრძანა ფარაონმა ხალხს, რომ გაეცილებინათ ის და მისი ცოლი თავიანთი ქონებით.+
სქოლიოები
^ ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.
^ ანუ სამხრეთი, აღთქმული მიწის სამხრეთი მხარე.
^ სიტყვასიტყვით — იცოცხლოს ჩემმა სულმა. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.