დაბადება 13:1—18

13  ეგვიპტიდან აბრამი ნეგებისკენ+ წავიდა თავის ცოლთან და ლოტთან ერთად. თან წაიღეს მთელი ქონება.  ბევრი საქონელი ჰყავდა აბრამს და დიდძალი ოქრო-ვერცხლი ჰქონდა.+  ნეგებიდან გამოსული გზადაგზა ბანაკდებოდა ბეთელამდე. მივიდა იმ ადგილას, სადაც პირველად გაშალა კარავი ბეთელსა და აის+ შორის,  და სადაც თავდაპირველად ააგო სამსხვერპლო.+ მოუხმო* იქ აბრამმა იეჰოვას სახელს.+  ლოტსაც, რომელიც აბრამთან ერთად მიდიოდა, ჰყავდა ცხვარ-ძროხა და ჰქონდა კარვები.  ვერ იტევდა ის მიწა ყველას, რადგან დიდძალი ქონება დააგროვეს და შეუძლებელი იყო, რომ ერთად ეცხოვრათ.+  დაიწყეს დავა აბრამისა და ლოტის მწყემსებმა; მაშინ ქანაანელები და ფერიზელები ცხოვრობდნენ იმ მიწაზე.+  აბრამმა ლოტს+ სთხოვა: „მოდი, ნუ ვიდავებთ, ნურც ჩვენ და ნურც ჩვენი მწყემსები, რადგან ძმები ვართ.+  შენ წინაშეა მთელი მიწა. გამეყარე. თუ მარცხნივ წახვალ, მე მარჯვნივ წავალ; და თუ მარჯვნივ წახვალ, მე მარცხნივ წავალ“.+ 10  გაიხედა ლოტმა და დაინახა მთელი იორდანის წყალუხვი მხარე+ ცოარამდე,+ რომელიც იეჰოვას ბაღივით+ იყო და ეგვიპტის მიწას ჰგავდა, სანამ იეჰოვა სოდომსა და გომორას გაანადგურებდა. 11  აირჩია ლოტმა თავისთვის მთელი იორდანის მხარე, აღმოსავლეთით დაბანაკდა და გაეყარნენ ერთმანეთს. 12  აბრამი ქანაანის მიწაზე დასახლდა, ლოტი კი — იმ მხარის ქალაქებს შორის,+ და სოდომის მახლობლად გაშალა კარავი. 13  ბოროტები იყვნენ სოდომელები და დიდად სცოდავდნენ იეჰოვას.+ 14  მას შემდეგ, რაც ლოტი აბრამს გაეყარა, იეჰოვამ სთხოვა მას: „ასწიე თავი და გაიხედე ჩრდილოეთისკენ, სამხრეთისკენ, აღმოსავლეთისკენ და დასავლეთისკენ,+ 15  რადგან შენ და შენს შთამომავალს სამუდამოდ მოგცემთ მთელ მიწას, რომელსაც ხედავ.+ 16  ქვიშასავით გავამრავლებ შენს შთამომავალს, და თუ კაცი ქვიშას დათვლის, მაშინ შენი შთამომავლობაც დაითვლება.+ 17  ადექი და მოიარე მთელი ეს მიწა, რადგან შენ მოგცემ მას.+ 18  კარვებში ცხოვრობდა აბრამი. მოგვიანებით მივიდა და დასახლდა მამრეს დიდ ხეებს შორის+ ხებრონში.+ იქ სამსხვერპლო აუგო იეჰოვას.+

სქოლიოები

ანუ გააცხადა, გამოაცხადა.