დაბადება 14:1—24

14  შინარში+ ამრაფელი მეფობდა, ელასარში — არიოქი, ელამში+ — ქედარლაომერი,+ გოიიმში+ კი — თიდალი.  ბრძოლა გაუმართეს მათ სოდომის+ მეფე ბერას, გომორას+ მეფე ბირშას, ადმას+ მეფე შინაბს, ცებოიმის+ მეფე შემებერს და ბელას (ანუ ცოარის)+ მეფეს.  ყველა* ეს მოკავშირე+ სიდიმის ველისკენ,+ მარილოვანი ზღვისკენ+ გაემართა.  თორმეტი წელი ემსახურებოდნენ ქედარლაომერს და მეცამეტე წელს აუჯანყდნენ.  მეთოთხმეტე წელს კი მოვიდა ქედარლაომერი სხვა მეფეებთან ერთად და დაამარცხეს რეფაიმები აშთორ-კარნაიმში,+ ზუზიმები — ჰამში, ემიმები+ — შავე-კირიათაიმში,  ხორიელები+ — სეირის მთიდან+ მოყოლებული ელ-ფარანამდე+, უდაბნომდე.  მერე შემობრუნდნენ, მიადგნენ ენ-მიშფატს, ანუ კადეშს,+ და დაამარცხეს ამალეკელებიც+ მთელ მათ მიწაზე და ხაცაცონ-თამარში+ მცხოვრები ამორეველებიც.+  გამოვიდნენ სოდომის მეფე, გომორას მეფე, ადმას მეფე, ცებოიმის მეფე, ბელას (ანუ ცოარის) მეფე და სიდიმის ველზე+ დაირაზმნენ მათთან საბრძოლველად,  ელამის მეფე ქედარლაომერის, გოიიმის მეფე თიდალის, შინარის მეფე ამრაფელისა და ელასარის+ მეფე არიოქის წინააღმდეგ, ოთხი მეფე ხუთის წინააღმდეგ. 10  სიდიმის ველზე+ ფისით+ სავსე ორმოები იყო. როცა სოდომისა და გომორას+ მეფეები უკუიქცნენ, შიგ ჩაცვივდნენ, დანარჩენები კი მთებში გაიქცნენ.+ 11  წაიღეს გამარჯვებულებმა სოდომისა და გომორას მთელი ქონება, საკვები და თავიანთ გზას დაადგნენ.+ 12  წაიყვანეს ლოტიც, აბრამის ძმისშვილი, წაიღეს მისი ქონებაც და წავიდნენ. მაშინ იგი სოდომში+ ცხოვრობდა. 13  მივიდა ერთ-ერთი გადარჩენილი ებრაელ+ აბრამთან და უამბო ეს ამბავი. მაშინ ის კარვებში ცხოვრობდა დიდ ხეებს შორის, რომლებიც ამორეველ+ მამრეს, ეშქოლისა და ანერის+ ძმას ეკუთვნოდა. ისინი აბრამის მოკავშირეები იყვნენ. 14  გაიგო აბრამმა, რომ დაეტყვევებინათ მისი ძმა;+ შეკრიბა ძლიერი კაცები,+ თავის სახლეულობაში დაბადებული სამას თვრამეტი მონა,+ დაედევნა და დანამდე+ სდია. 15  დაიყვნენ ღამით ის და მისი მონები,+ დაამარცხეს ისინი და სდიეს ხობამდე, რომელიც დამასკოს ჩრდილოეთითაა. 16  დაიბრუნა მან მთელი ქონება,+ დაიხსნა ლოტიც, თავისი ძმა, და მისი ქონებაც, ქალებიცა და სხვებიც.+ 17  წავიდა სოდომის მეფე მასთან შესაგებებლად, როცა ის შავეს ანუ მეფის ველზე+ ქედარლაომერისა და მასთან მყოფი მეფეების დამარცხების შემდეგ დაბრუნდა. 18  სალემის+ მეფე მელქისედეკმა+ პური და ღვინო+ გამოიტანა; ის უზენაესი ღვთის მღვდელი იყო.+ 19  აკურთხა იგი და უთხრა: „აბრამ, კურთხეული იყავ უზენაესი ღვთისგან,+ზეცისა და დედამიწის შემქმნელისგან!+ 20  კურთხეული იყოს უზენაესი ღმერთი,+რომელმაც ხელში ჩაგიგდო შენი მჩაგვრელები!“+ მაშინ აბრამმა ყველაფრის მეათედი მისცა მას.+ 21  სოდომის მეფემ აბრამს უთხრა: „ხალხი*+ მე მომეცი, ქონება კი შენ წაიღე“. 22  აბრამმა მიუგო სოდომის მეფეს: „ფიცით აღვაპყრობ ხელს+ უზენაესი ღვთის, იეჰოვას, ცისა და მიწის შემქმნელის წინაშე, 23  რომ ძაფიდან სანდლის თასმამდე შენსას არაფერს წავიღებ,+ რათა არა თქვა, აბრამი მე გავამდიდრეო. 24  მე არაფერი მინდა,+ გარდა იმისა, რაც მსახურებმა ჭამეს და რაც ჩემთან წამოსულებს — ანერს, ეშქოლსა და მამრეს+ — ერგოთ წილად, მათ წაიღონ თავიანთი წილი“.+

სქოლიოები

იგულისხმება 1-ლ მუხლში მოხსენიებული მეფეები.
სიტყვასიტყვით — სულები. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.