დაბადება 15:1—21
15 აბრამს ხილვაში იეჰოვას სიტყვა გამოეცხადა:+ „აბრამ, ნუ გეშინია!+ მე ვარ შენი ფარი.+ დიდ ჯილდოს მიიღებ“.+
2 აბრამმა მიუგო: „უზენაესო უფალო იეჰოვა, რას მომცემ? შვილი არა მყავს და ჩემი სახლი დამასკოელმა ელიეზერმა უნდა დაიმკვიდროს“.+
3 განაგრძო აბრამმა: „არ მოგიცია ჩემთვის შთამომავალი+ და, აი, ჩემი სახლის მსახური ხდება ჩემი მემკვიდრე“.+
4 მაგრამ იეჰოვამ ასე უთხრა: „არ გახდება ეს კაცი შენი მემკვიდრე. შენგან გამოსული გახდება შენი მემკვიდრე“.+
5 გარეთ გაიყვანა და სთხოვა: „ახედე ზეცას და დაითვალე ვარსკვლავები, თუ შეძლებ მათ დათვლას“.+ შემდეგ უთხრა: „ასევე იქნება შენი შთამომავლობაც“.+
6 ერწმუნა* იგი იეჰოვას+ და მან სიმართლედ ჩაუთვალა ეს.+
7 მან განაგრძო: „მე ვარ იეჰოვა, რომელმაც გამოგიყვანე ქალდეველთა ურიდან, რათა დასამკვიდრებლად მოგცე ეს ქვეყანა“.+
8 ამაზე მან მიუგო: „უზენაესო უფალო იეჰოვა, როგორ გავიგო, რომ მე დავიმკვიდრებ მას?“+
9 პასუხად მან უთხრა: „მომიყვანე სამი წლის დეკეული, სამი წლის დედალი თხა, სამი წლის ვერძი, გვრიტი და მტრედის ხუნდი“.+
10 წაიყვანა ისინი, ორად გაკვეთა და ნაჭრები ერთიმეორის შესაბამისად დააწყო; ფრინველები არ გაუკვეთავს.+
11 დააცხრნენ მტაცებელი ფრინველები დაკლულ ცხოველებს,+ აბრამი კი იგერიებდა.
12 მოგვიანებით, მზის ჩასვლისას, ღრმა ძილმა შეიპყრო აბრამი+ და, აი, შიშის მომგვრელმა უკუნმა სიბნელემ მოიცვა იგი.
13 უთხრა ღმერთმა აბრამს: „შენი შთამომავლობა ხიზნად იცხოვრებს სხვების მიწაზე+ და მათი მსახურები გახდებიან; ოთხას წელიწადს დაჩაგრავენ მათ.+
14 მაგრამ მე გავასამართლებ იმ ერს,+ რომლის მსახურებიც იქნებიან, და გამოვლენ იქიდან დიდძალი ქონებით.+
15 შენ კი მშვიდობით წახვალ შენს წინაპრებთან; კარგი სიბერით მოკვდები.+
16 მეოთხე თაობაში დაბრუნდებიან ისინი,+ რადგან ამორეველთა დანაშაული ზღვარს ჯერ არ გასცდენია“.+
17 მზე ჩავიდა, უკუნი სიბნელე ჩამოწვა და, აი, აბოლებულმა ღუმელმა და ცეცხლოვანმა ჩირაღდანმა ჩაიარა იმ ნაჭრებს შორის.+
18 იმ დღეს დაუდო იეჰოვამ აბრამს შეთანხმება:+ „შენს შთამომავალს მივცემ ამ ქვეყანას,+ ეგვიპტის მდინარიდან დიდ მდინარემდე, ევფრატამდე:+
19 კენიელთა,+ კენიზელთა, კადმონელთა,
20 ხეთელთა,+ ფერიზელთა,+ რეფაიმთა,+
21 ამორეველთა, ქანაანელთა, გირგაშელთა და იებუსელთა+ ქვეყანას“.