დაბადება 16:1—16
16 აბრამისთვის მის ცოლს, სარაის, შვილი+ არ გაუჩენია. სარაის ჰყავდა ეგვიპტელი მოახლე, აგარი.+
2 სარაიმ სთხოვა აბრამს: „მომისმინე. წამართვა იეჰოვამ შვილების შობის უნარი.+ დაწექი ჩემს მოახლესთან, იქნებ მისგან შემეძინოს შვილები“.+ ყურად იღო აბრამმა სარაის სიტყვა.+
3 ქანაანის მიწაზე აბრამის ცხოვრების მეათე წლის ბოლოს სარაიმ, აბრამის ცოლმა, მიუყვანა აგარი, თავისი ეგვიპტელი მოახლე.+
4 დაწვა ის აგართან და დაორსულდა იგი. როცა გაიგო, რომ ორსულად იყო, დამცირდა მის თვალში მისი ქალბატონი.+
5 მაშინ უთხრა სარაიმ აბრამს: „შენზე იყოს ჩემი უბედურება. მე მოგიწვინე ჩემი მოახლე და, როცა გაიგო, რომ ორსულად იყო, დავმცირდი მის თვალში. იეჰოვამ განგვსაჯოს“.+
6 აბრამმა მიუგო სარაის:+ „შენი მოახლე შენს ხელშია, რაც გინდა, ის უყავი“.+ დაუწყო მას სარაიმ დამცირება და გაექცა მას იგი.+
7 მოგვიანებით იეჰოვას ანგელოზმა+ ნახა იგი უდაბნოში, წყაროს წყალთან, შურის+ გზაზე,
8 და უთხრა მას: „აგარ, სარაის მოახლევ, საიდან მოდიხარ და საით მიდიხარ?“ მან მიუგო: „სარაის გავურბივარ, ჩემს ქალბატონს“.
9 იეჰოვას ანგელოზმა უთხრა: „დაბრუნდი შენს ქალბატონთან და დამდაბლდი მის ხელქვეშ“.+
10 კვლავ უთხრა იეჰოვას ანგელოზმა: „ისე გავამრავლებ შენს შთამომავლობას,+ რომ ვერ დაითვლება სიმრავლის გამო“.+
11 იეჰოვას ანგელოზმა განაგრძო: „ორსულად ხარ და შობ ძეს, რომელსაც ისმაელი*+ უნდა დაარქვა, რადგან ისმინა იეჰოვამ შენი გაჭირვება.+
12 ის გარეული ვირივით დაუმორჩილებელი იქნება; მისი ხელი ყველას წინააღმდეგ იქნება მიმართული და ყველას ხელი — მის წინააღმდეგ.+ თავისი ძმების წინაშე იცხოვრებს კარვებში“.+
13 მოუხმო მან იეჰოვას სახელს, რომელიც მას ელაპარაკებოდა: „შენა ხარ ღმერთი, ყოველივეს მხილველი“,+ და თქვა: „ნუთუ მართლა შევხედე მას, ვინც მე მხედავს?!“
14 ამიტომ დაერქვა იმ ჭას ბეერ-ლახაი-როი*,+ რომელიც კადეშსა და ბერედს შორისაა.
15 უშვა აგარმა აბრამს ვაჟი და აბრამმა თავის ვაჟს, რომელიც აგარმა უშვა, ისმაელი დაარქვა.+
16 ოთხმოცდაექვსი წლისა იყო აბრამი, როცა აგარმა ისმაელი უშვა აბრამს.