დაბადება 17:1—27

17  აბრამი ოთხმოცდაცხრამეტი წლისა იყო, როცა იეჰოვა გამოეცხადა და უთხრა:+ „მე ყოვლისშემძლე ღმერთი+ ვარ. იარე ჩემ წინაშე, იყავი უბიწო+  და დაგიდებ შეთანხმებას,+ რათა დიდად, დიდად გაგამრავლო“.+  პირქვე დაემხო+ აბრამი და განაგრძო ღმერთმა მასთან ლაპარაკი:  „შენთან ვდებ შეთანხმებას;+ მრავალი ერის მამა გახდები.+  აღარ გერქმევა აბრამი*; აბრაამი* იქნება შენი სახელი, რადგან მრავალი ერის მამად გაქცევ.  დიდად, დიდად ნაყოფიერს გაგხდი, ერებად გაქცევ და მეფეები გამოვლენ შენგან.+  აღვასრულებ შეთანხმებას, მარადიულ შეთანხმებას,+ რომელსაც ვდებ შენთან+ და შენს შთამომავალთან შემდგომი თაობებისთვის, რათა შენი და შენი შთამომავლის ღმერთი ვიყო.+  მოგცემთ შენ და შენს შთამომავალს შენი ხიზნობის მიწას,+ ქანაანის მთელ მიწას სამუდამოდ დასამკვიდრებლად; მე ვიქნები მათი ღმერთი“.+  უთხრა ღმერთმა აბრაამს: „შენ კი უნდა დაიცვა ჩემი შეთანხმება, შენ, შენმა შთამომავლობამ, შემდგომმა თაობებმა.+ 10  ეს არის თქვენთან დადებული ჩემი შეთანხმება, რომელსაც დაიცავთ თქვენ და შენი შთამომავლობა:+ წინადაიცვითოს თქვენში ყველა მამაკაცმა*.+ 11  წინადაიცვითეთ ჩუჩა და ეს იყოს თქვენსა და ჩემ შორის დადებული შეთანხმების ნიშანი.+ 12  რვა დღე რომ შეუსრულდება, წინადაცვითეთ ყველა თქვენი ვაჟი,+ ასევე გააკეთეთ თქვენ შემდგომ თაობებში, წინადაცვითეთ ყველა, ვინც თქვენს სახლში დაიბადება, და ვინც ფულით იქნება ნაყიდი უცხოელისგან, რომელიც არ არის შენი შთამომავალი. 13  აუცილებლად წინადაცვითეთ შენს სახლში შობილი და შენი ფულით ნაყიდი ყველა მამაკაცი.+ თქვენს ხორცში დადებული ჩემი შეთანხმება მარადიული შეთანხმება იქნება.+ 14  წინადაუცვეთელი მამაკაცი* კი, ის, ვინც* არ დაიცვეთს ჩუჩას, უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან.+ მან დაარღვია ჩემი შეთანხმება“. 15  უთხრა ღმერთმა აბრაამს: „სარაის, შენს ცოლს, აღარ ერქმევა სარაი*; სარა* იქნება მისი სახელი.+ 16  ვაკურთხებ მას და ძეს მოგცემ მისგან;+ ვაკურთხებ მას და მრავალ ერად იქცევა იგი;+ ხალხთა მეფეები გამოვლენ მისგან“.+ 17  ამის გაგონებაზე პირქვე დაემხო აბრაამი, სიცილი დაიწყო და გულში ამბობდა:+ „განა ასი წლის კაცს შვილი ეყოლება და სარა, ოთხმოცდაათი წლის ქალი, ბავშვს გააჩენს?!“+ 18  უთხრა აბრაამმა ჭეშმარიტ ღმერთს: „ნეტავ ისმაელმა იცოცხლოს შენ წინაშე!“+ 19  ღმერთმა მიუგო: „შენი ცოლი სარა გიშობს ძეს, რომელსაც ისაკი*+ უნდა დაარქვა. დავუდებ მას შეთანხმებას, რაც სამუდამო შეთანხმება იქნება მისი შთამომავლისთვის.+ 20  ისმაელის შესახებაც მოვისმინე შენი თხოვნა; ვაკურთხებ მას, ნაყოფიერს გავხდი და დიდად, დიდად გავამრავლებ.+ თორმეტი მთავარი წარმოიშობა მისგან, დიდ ერად ვაქცევ მას,+ 21  თუმცა ჩემს შეთანხმებას ისაკთან დავდებ,+ რომელსაც სარა გიშობს გაისად, დანიშნულ დროს“.+ 22  დაამთავრა ღმერთმა აბრაამთან ლაპარაკი და წავიდა მისგან.+ 23  ამის შემდეგ წაიყვანა აბრაამმა ისმაელი, თავისი ძე, თავის სახლში შობილი და თავისი ფულით ნაყიდი ყველა მამაკაცი, აბრაამის სახლეულობის ყველა მამაკაცი, და იმავე დღეს დაცვითა მათ ჩუჩა, როგორც ღმერთმა უთხრა.+ 24  ოთხმოცდაცხრამეტი წლისა იყო აბრაამი, როცა ჩუჩა დაიცვითა.+ 25  მისი ძე ისმაელი კი ცამეტი წლისა იყო, როცა ჩუჩა დაიცვითა.+ 26  იმ დღეს წინადაიცვითა აბრაამმაც და მისმა ძემ, ისმაელმაც.+ 27  წინადაიცვითა ყველა მამაკაცმა მისი სახლეულობიდან, ყველამ, მის სახლში შობილმა, და უცხოელისგან ფულით ნაყიდმა.+

სქოლიოები

ნიშნავს დიდების მამას.
ნიშნავს სიმრავლის მამას.
სიტყვასიტყვით — ყოველმა მამრობითმა (ბავშვების ჩათვლით).
სიტყვასიტყვით — სული. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.
იხილეთ 17:10-ის სქოლიო.
შესაძლოა ნიშნავდეს ანჩხლს.
ნიშნავს დიდგვაროვან ქალბატონს.
ნიშნავს სიცილს.