დაბადება 2:1—25

2  ასე დასრულდა ცის, დედამიწისა და ყოველივე მათში არსებულის* შექმნა.+  ღმერთმა მეშვიდე დღისთვის დაასრულა თავისი საქმე; მეშვიდე დღეს ყველა თავისი საქმისგან ისვენებს.+  აკურთხა ღმერთმა მეშვიდე დღე და წმინდად გამოაცხადა, რადგან ამ დღეს ისვენებს მთელი თავისი შემოქმედებითი საქმიანობისგან, ვინაიდან შექმნა ყველაფერი, რაც განზრახული ჰქონდა.+  ასე წარმოიშვა ცა და დედამიწა იმ დღეს, როდესაც იეჰოვა* ღმერთმა ცა და დედამიწა შექმნა.+  მაშინ დედამიწაზე ჯერ არ იყო არანაირი ბუჩქი და არც არანაირი მცენარე იყო აღმოცენებული, იეჰოვა ღმერთს ჯერ არ ეწვიმებინა+ დედამიწაზე და არც ადამიანი არსებობდა, რომ მიწა დაემუშავებინა.  ორთქლი+ ადიოდა მიწიდან და რწყავდა მთელი დედამიწის ზედაპირს.+  დაიწყო იეჰოვა ღმერთმა ადამიანის შექმნა მიწის მტვრისგან,+ ჩაჰბერა ნესტოებში სიცოცხლის სუნთქვა+ და ადამიანი ცოცხალ სულად* იქცა.+  გააშენა იეჰოვა ღმერთმა ბაღი ედემში,+ აღმოსავლეთით, და იქ დაასახლა ადამიანი, რომელიც შექმნა.+  იეჰოვა ღმერთმა მიწიდან აღმოაცენა ყოველგვარი ხე, თვალწარმტაცი და საჭმელად ვარგისი ნაყოფის მომცემი, აგრეთვე სიცოცხლის ხე+ ბაღის შუაგულში და სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხე.+ 10  ედემიდან მდინარე მოედინებოდა ბაღის მოსარწყავად, იყოფოდა და ოთხ ნაკადად მიედინებოდა. 11  პირველი არის ფიშონი. ის გარს უვლის ხავილას+ მთელ ქვეყანას, სადაც ოქროა. 12  კარგია ამ მიწის ოქრო.+ იქ სამყეს ფისიც+ არის და ონიქსიც.+ 13  მეორე მდინარეა გიხონი. ის გარს უვლის ქუშის მთელ ქვეყანას. 14  მესამე მდინარეა ხიდეკელი*.+ ის ასურეთის+ აღმოსავლეთით მიედინება. მეოთხე მდინარე კი ევფრატია.+ 15  იეჰოვა ღმერთმა აიყვანა ადამიანი და დაასახლა ედემის ბაღში,+ რომ დაემუშავებინა იგი და ეზრუნა მასზე.+ 16  უბრძანა იეჰოვა ღმერთმა კაცს: „ბაღის ყოველი ხიდან შეგიძლია ჭამო, რამდენიც გესიამოვნება,+ 17  მაგრამ სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხიდან არ ჭამო, რადგან რა დღესაც შეჭამ, იმ დღესვე მოკვდები“.+ 18  შემდეგ თქვა იეჰოვა ღმერთმა: „არ არის კარგი კაცის მარტო ყოფნა. შევუქმნი დამხმარეს, შემავსებელს“.+ 19  როცა იეჰოვა ღმერთმა მიწისგან გარეული ცხოველები და ცის ფრინველები* შექმნა, მიუყვანა ისინი კაცს, რომ ენახა, რას დაარქმევდა თითოეულს. რასაც კაცი დაარქმევდა ცოცხალ სულს*,+ ის იქნებოდა მისი სახელი.+ 20  არქმევდა ის სახელებს შინაურ ცხოველებს, ცის ფრინველებსა* და გარეულ ცხოველებს; არ ჰყავდა კაცს დამხმარე, შემავსებელი. 21  იეჰოვა ღმერთმა ღრმა ძილი+ მოჰგვარა კაცს, მძინარეს ნეკნი გამოუღო და ის ადგილი შეუხორცა. 22  იმ ნეკნისგან, კაცს რომ გამოუღო, იეჰოვა ღმერთმა ქალი შექმნა* და კაცს მიუყვანა.+ 23  მაშინ თქვა კაცმა:„აი ძვალი ჩემი ძვალთაგანიდა ხორცი ჩემი ხორცთაგანი.+დედაკაცი ერქვას მას,რადგან კაცისგან არის აღებული“.+ 24  ამიტომ მიატოვებს კაცი მამას და დედას,+ მიეკვრება ცოლს და ერთი ხორცი იქნებიან.+ 25  ორივენი შიშვლები იყვნენ,+ კაციც და მისი ცოლიც, მაგრამ არ რცხვენოდათ. +

სქოლიოები

„ყოველივე მათში არსებული“, სიტყვასიტყვით — მთელი მათი ლაშქარი.
ებრაულ ტექსტში აქ პირველად გვხვდება ღვთის საკუთარი სახელი, ებრაულად יהוה (ჲჰვჰ), რაც ნიშნავს აქცევინებს. ეს იმას გულისხმობს, რომ იეჰოვა განზრახვების ღმერთია. მხოლოდ ჭეშმარიტ ღმერთს შეიძლება ეწოდოს ეს სახელი. იხილეთ დანართი 1ა.
ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.
მდინარე ტიგროსის ებრაული სახელწოდება.
ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.
იხილეთ 1:20-ის სქოლიო.
იხილეთ 1:20-ის სქოლიო.
სიტყვასიტყვით — ააშენა.