დაბადება 21:1—34

21  მოხედა იეჰოვამ სარას თავისი სიტყვისამებრ და ის გააკეთა იეჰოვამ, რაც ნათქვამი ჰქონდა.+  დაორსულდა სარა+ და ვაჟი გაუჩინა მოხუც აბრაამს დანიშნულ დროს, რომელზეც ღმერთი ელაპარაკა.+  აბრაამმა თავის ვაჟს, რომელიც სარასგან შეეძინა, ისაკი დაარქვა.+  წინადაცვითა რვა დღის ისაკი აბრაამმა, როგორც ღმერთს ჰქონდა ნაბრძანები.+  ასი წლისა იყო აბრაამი, როცა ვაჟი, ისაკი შეეძინა.  სარამ თქვა: „გამაცინა ღმერთმა; ყველა გაიცინებს, ვინც ამას გაიგებს“.+  ამბობდა: „ვინ ეტყოდა აბრაამს, სარა შვილებს ძუძუს მოაწოვებსო?! მე კი ვაჟი გავუჩინე მას, მოხუცებულს“.  წამოიზარდა ბავშვი და ძუძუს მოსწყვიტეს.+ იმ დღეს, როცა ისაკი ძუძუს მოსწყვიტეს, დიდი ნადიმი გამართა აბრაამმა.  ამჩნევდა სარა, რომ ეგვიპტელი აგარის+ ვაჟი, რომელიც მან აბრაამს გაუჩინა, დასცინოდა ისაკს.+ 10  მან უთხრა აბრაამს: „გააძევე ეს მხევალი და მისი ვაჟი, ვერ იქნება ის მემკვიდრე ჩემს ვაჟთან, ისაკთან ერთად!“+ 11  მეტისმეტად დამწუხრდა აბრაამი თავისი ვაჟის გამო.+ 12  ღმერთმა აბრაამს უთხრა: „ნუ დამწუხრდები იმის გამო, რასაც სარა გეუბნება ამ ყმაწვილსა და შენს მხევალზე. მოუსმინე მას, რადგან ის, ვისაც შენი შთამომავალი ეწოდება, ისაკისგან წარმოიშობა.+ 13  შენი მხევლის ვაჟსაც+ ვაქცევ ერად, რადგან შენი შთამომავალია იგი“.+ 14  ადგა აბრაამი დილით ადრე, აიღო პური, წყლით სავსე ტიკი, ზურგზე მოჰკიდა აგარს+ და შვილთან+ ერთად გაუშვა. წავიდა იგი და ბეერ-შებას+ უდაბნოში დაეხეტებოდა. 15  ბოლოს ტიკში წყალი გაუთავდა+ და ბავშვი ბუჩქის ძირში დატოვა,+ 16  თვითონ კი წავიდა და ისრის სასროლ მანძილზე დაჯდა თავისთვის, ამბობდა, არ დავინახოო ბავშვის სიკვდილი.+ შორიახლო დაჯდა და ხმამაღლა ატირდა.+ 17  გაიგო ღმერთმა იმ ყმაწვილის ხმა.+ დაუძახა ზეციდან ღვთის ანგელოზმა აგარს და უთხრა:+ „აგარ, რა მოგივიდა? ნუ გეშინია, რადგან გაიგონა ღმერთმა ბიჭის ხმა იმ ადგილიდან, სადაც ის არის. 18  წამოდექი, წამოაყენე ყმაწვილი და ხელი მოჰკიდე, რადგან დიდ ერად ვაქცევ მას“.+ 19  აუხილა ღმერთმა მას თვალი და დაინახა მან ჭა.+ მივიდა, ტიკი წყლით აავსო და შვილს დაალევინა. 20  ღმერთი იყო ყმაწვილთან.+ იზრდებოდა იგი. უდაბნოში ცხოვრობდა და მშვილდოსანი გახდა.+ 21  ფარანის უდაბნოში+ დასახლდა იგი, დედამისმა კი ცოლი ეგვიპტიდან მოუყვანა. 22  აბიმელექმა და მისი ჯარის მხედართმთავარმა აბრაამს უთხრეს: „ყველაფერში, რასაც აკეთებ, შენთან არის ღმერთი.+ 23  ღვთის სახელით დაიფიცე+ ჩემ წინაშე, რომ არ მიმტყუნებ არც მე, არც ჩემს შთამომავლობას და არც ჩემს მოდგმას,+ და მე და ჩემს ქვეყანას, სადაც ხიზნობდი,+ ურყევი სიყვარულით* მოგვექცევი, როგორც მე გექცეოდი“.+ 24  აბრაამმა უთხრა: „ვფიცავ!“+ 25  როცა აბრაამმა მკაცრად უსაყვედურა აბიმელექს ჭის გამო, რომელიც აბიმელექის მსახურებმა ძალით ჩაიგდეს ხელში,+ 26  მან მიუგო: „არ ვიცი, ვინ ჩაიდინა ეს. შენც არ გითქვამს ჩემთვის და ეს დღეს პირველად გავიგე“.+ 27  მისცა აბრაამმა აბიმელექს ცხვარ-ძროხა+ და ორივემ დადო შეთანხმება.+ 28  როცა აბრაამმა შვიდი დედალი ბატკანი ცალკე დააყენა, 29  აბიმელექმა ჰკითხა აბრაამს: „ცალკე რატომ დააყენე ეს შვიდი ბატკანი?“ 30  მან მიუგო: „ჩემი ხელიდან უნდა მიიღო ეს შვიდი ბატკანი იმის ნიშნად,+ რომ ეს ჭა ჩემი ამოთხრილია“. 31  ამიტომ უწოდა იმ ადგილს ბეერ-შება*,+ რადგან ორივემ იქ დაიფიცა. 32  დადეს მათ შეთანხმება+ ბეერ-შებაში, რის შემდეგაც ადგა აბიმელექი და თავისი ჯარის მხედართმთავარ ფიქოლთან ერთად დაბრუნდა ფილისტიმელების მიწაზე.+ 33  ამის შემდეგ დარგო აბრაამმა ბეერ-შებაში იალღუნის ხე და იქ მოუხმო იეჰოვას,+ მარადიული ღვთის სახელს.+ 34  აბრაამი კიდევ დიდხანს ხიზნობდა ფილისტიმელების მიწაზე.+

სქოლიოები

იხილეთ 19:19-ის სქოლიო.
ნიშნავს ფიცის ჭას ან შვიდის ჭას.