დაბადება 25:1—34

25  აბრაამმა კიდევ მოიყვანა ცოლი, რომელსაც კეტურა ერქვა.+  მან გაუჩინა მას ზიმრანი, იოკშანი, მედანი, მიდიანი,+ იშბაკი და შუახი.+  იოკშანს შეეძინა შება+ და დედანი.+ დედანს შეეძინა აშურიმი, ლეტუშიმი და ლეუმიმი.  მიდიანის ვაჟები იყვნენ: ეფა,+ ეფერი, ხანოქი, აბიდა და ელდაა.+ ესენი ყველანი კეტურას ვაჟები იყვნენ.  აბრაამმა მთელი თავისი ქონება ისაკს მისცა,+  თავის ვაჟებს კი, რომლებიც ხარჭებისგან ჰყავდა, საჩუქრები დაურიგა.+ თავის სიცოცხლეშივე აღმოსავლეთით გაუშვა ისინი თავისი ვაჟის, ისაკისგან შორს,+ აღმოსავლეთის ქვეყანაში.+  აბრაამის სიცოცხლის დღეები ას სამოცდათხუთმეტ წელიწადს ითვლიდა.  კარგი სიბერით მოკვდა აბრაამი, მოხუცი და კმაყოფილი, და შეუერთდა თავის ხალხს.+  დამარხეს იგი ისაკმა და ისმაელმა, მისმა ვაჟებმა მაქფელას გამოქვაბულში, რომელიც ხეთელი ცოხარის ვაჟის, ეფრონის მინდორშია, მამრეს წინ.+ 10  ეს ის მინდორი იყო, რომელიც აბრაამმა ხეთის ვაჟებისგან იყიდა. იქ დამარხეს აბრაამი; მისი ცოლი სარაც იქ იყო დამარხული.+ 11  აბრაამის სიკვდილის შემდეგაც აკურთხებდა ღმერთი მის ვაჟს,+ ისაკს. ისაკი ბეერ-ლახაი-როის+ მახლობლად ცხოვრობდა. 12  ეს არის ისმაელის,+ აბრაამის ვაჟის ამბავი, რომელიც აგარმა, სარას ეგვიპტელმა მოახლემ, გაუჩინა აბრაამს.+ 13  ესენი არიან ისმაელის ვაჟები, მათი სახელები და მათი შთამომავლობა: ნებაიოთი+ — ისმაელის პირმშო, კედარი,+ ადბეელი, მიბსამი,+ 14  მიშმა, დუმა, მასა, 15  ხადადი,+ თემა,+ იეტური, ნაფიში და კედემა.+ 16  ესენი არიან ისმაელის ძეები და ეს არის მათი სახელები მათივე ეზოებისა და გალავნიანი ბანაკების მიხედვით:+ თორმეტი მთავარი და მათი ტომები.+ 17  ისმაელის სიცოცხლის დღეები ას ოცდაჩვიდმეტ წელიწადს ითვლიდა. მოკვდა იგი და შეუერთდა თავის ხალხს.+ 18  კარვებში ცხოვრობდნენ ისინი ხავილადან+ მოყოლებული ასურეთამდე. ხავილა შურის+ მახლობლად მდებარეობს, ეგვიპტესთან. თავისი ძმების წინ დასახლდნენ ისინი.+ 19  ეს არის აბრაამის ვაჟის, ისაკის ამბავი.+ აბრაამს შეეძინა ისაკი. 20  ორმოცი წლისა იყო ისაკი, როცა ფადან-არამში მცხოვრები სირიელი+ ბეთუელის+ ასული, სირიელი ლაბანის და მოიყვანა ცოლად. 21  განსაკუთრებით ევედრებოდა ისაკი იეჰოვას თავისი ცოლის გულისთვის,+ რადგან უშვილო იყო.+ იეჰოვამაც შეისმინა მისი ვედრება+ და დაორსულდა რებეკა, მისი ცოლი. 22  მუცელში ბავშვები ერთმანეთს ეჯაჯგურებოდნენ.+ მან თქვა: „თუ ასე იქნება, რად მინდა სიცოცხლე?!“ წავიდა და იეჰოვას შეეკითხა.+ 23  იეჰოვამ უთხრა მას: „ორი ერია შენს მუცელში,+ საიდანაც ორი ხალხი გამოვა.+ ერთი მეორეზე ძლიერი იქნება+ და უფროსი უმცროსს მოემსახურება“.+ 24  დაუდგა მას მშობიარობის დრო და, აი, ტყუპები ჰყავდა მუცელში.+ 25  პირველი გამოვიდა მთლად წითელი და ისეთი თმიანი, თითქოს ბეწვიანი ტანსაცმელი+ ეცვა, და მას ესავი*+ დაარქვეს. 26  მეორე მისი ძმა გამოვიდა, რომელსაც ესავის ქუსლზე ჰქონდა ხელი ჩავლებული.+ მან იაკობი+ დაარქვა მას. სამოცი წლისა იყო ისაკი, როცა რებეკამ ისინი გააჩინა. 27  გაიზარდნენ ბიჭები. ესავი მარჯვე მონადირე+ დადგა, მინდვრად მოხეტიალე, უმწიკვლო+ იაკობი კი კარვებში+ ცხოვრობდა. 28  ისაკს ესავი უყვარდა, რადგან ნანადირევს არ აკლებდა მას, რებეკას კი — იაკობი.+ 29  ერთხელ იაკობი შეჭამანდს ხარშავდა, როცა ესავი მინდვრიდან დაღლილი მოვიდა. 30  უთხრა ესავმა იაკობს: „დაღლილი ვარ! ჩქარა, მაჭამე ეგ წითელი“. ამიტომ დაერქვა მას ედომი*.+ 31  იაკობმა მიუგო: „ჯერ პირმშოობა+ მომყიდე!“ 32  ესავმა უთხრა: „შიმშილით ვკვდები და რას მარგებს პირმშოობა?!“ 33  იაკობმა მიუგო: „ჯერ შემომფიცე!“+ მანაც შეჰფიცა და მიჰყიდა იაკობს პირმშოობა.+ 34  მისცა იაკობმა ესავს პური და ოსპის შეჭამანდი. მანაც ჭამა და სვა.+ შემდეგ ადგა და წავიდა. ესავმა არაფრად ჩააგდო პირმშოობა.+

სქოლიოები

ნიშნავს ბანჯგვლიანს.
ნიშნავს წითელს, წითურს.