დაბადება 26:1—35

26  აბრაამის დროინდელი შიმშილობის+ შემდეგ კიდევ ერთხელ ჩამოვარდა შიმშილობა იმ მიწაზე, რის გამოც ისაკი გერარისკენ+ გაემართა ფილისტიმელთა მეფე აბიმელექთან.  გამოეცხადა იეჰოვა მას და უთხრა:+ «ნუ წახვალ ეგვიპტეში. იმ მიწაზე იცხოვრე, რომელსაც გიჩვენებ.+  შეეხიზნე ამ მიწას,+ მე ვიქნები შენთან და გაკურთხებ; შენ და შენს შთამომავალს მოგცემთ მთელ ამ მიწებს+ და შევასრულებ იმას, რაც აბრაამს, მამაშენს შევფიცე,+  „ცის ვარსკვლავებივით გავამრავლებ შენს შთამომავალს, მას მივცემ მთელ ამ მიწებს+ და დედამიწის ყველა ერი შენი შთამომავლის მეშვეობით იკურთხება“»,+  რადგან მოუსმინა აბრაამმა ჩემს ხმას და ასრულებდა ჩემ წინაშე თავის მოვალეობებს, ჩემს ბრძანებებს, წესებსა და კანონებს“.+  გერარში დასახლდა ისაკი.+  იქაური კაცები ეკითხებოდნენ მას მის ცოლზე, ის კი ეუბნებოდა, ჩემი დააო,+ რადგან ეშინოდა, ეთქვა, ჩემი ცოლიაო; ამბობდა, მომკლავენო აქაური კაცები რებეკას გამო, ვინაიდან მიმზიდველი+ იყო იგი.  ის უკვე კარგა ხანს ცხოვრობდა იქ. ერთხელ, როცა ფილისტიმელთა მეფე აბიმელექი სარკმლიდან იყურებოდა, დაინახა, რომ ეალერსებოდა ისაკი რებეკას, თავის ცოლს.+  მაშინვე მოუხმო აბიმელექმა ისაკს და უთხრა: „მართლა შენი ცოლი ყოფილა! რატომ თქვი, ჩემი დააო?“ ისაკმა მიუგო: „ვიფიქრე, არ მომკლან-მეთქი მისი გულისთვის“.+ 10  მაგრამ აბიმელექმა უთხრა: „ეს რა გვიყავი?!+ ცოტაც და ჩემი ხალხიდან ვიღაცა დაწვებოდა მასთან და დანაშაულს ჩაგვადენინებდი!“+ 11  უბრძანა ხალხს აბიმელექმა: „ვინც ხელს ახლებს ამ კაცს და მის ცოლს, სიკვდილი არ ასცდება!“ 12  დაიწყო ისაკმა თესვა იმ მიწაზე+ და იმ წელს ერთი ასად აიღო მოსავალი,+ რადგან კურთხეული იყო იეჰოვასგან.+ 13  გამდიდრდა ეს კაცი და უფრო და უფრო მეტს იძენდა, სანამ დიდძალი სიმდიდრე არ მოიხვეჭა.+ 14  გაუმრავლდა ცხვრის ფარა, საქონელი და მსახურებიც.+ შეშურდათ+ ეს ფილისტიმელებს. 15  მამამისის, აბრაამის მსახურთა მიერ ამოთხრილი ჭები+ მიწით ამოავსეს+ ფილისტიმელებმა. 16  უთხრა აბიმელექმა ისაკს: „წადი ჩვენი მიწიდან, რადგან ჩვენზე მეტად გაძლიერდი“.+ 17  წავიდა ისაკი, დაბანაკდა გერარის+ ხევში და იქ ცხოვრობდა. 18  ხელახლა დაიწყო მან წყლის ჭების ამოთხრა, რომლებიც აბრაამის დროს იყო ამოთხრილი და აბრაამის სიკვდილის შემდეგ ფილისტიმელებმა ამოავსეს.+ არქმევდა იმავე სახელებს, რაც აბრაამმა დაარქვა.+ 19  თხრიდნენ ისაკის მსახურები ხევში და მიაგნეს სუფთა წყლის ჭას. 20  გერარელმა მწყემსებმა დავა დაუწყეს ისაკის მწყემსებს:+ „ჩვენია წყალი!“ ამიტომ დაარქვა მან ჭას ესეკი*, რადგან იქ ეკამათებოდნენ მას. 21  კიდევ ერთი ჭა ამოთხარეს და მასზეც დაუწყეს დავა; ამიტომ მან სიტნა* უწოდა მას. 22  წავიდა იქიდან და კიდევ ერთი ჭა ამოთხარა,+ მაგრამ აღარ შედავებიან მასზე; ამიტომ რეხობოთი* უწოდა მას და თქვა: „ვრცელი ადგილი+ მოგვცა იეჰოვამ და ნაყოფიერი გაგვხადა დედამიწაზე“.+ 23  იქიდან ბეერ-შებაში+ ავიდა იგი. 24  იმ ღამით იეჰოვა გამოეცხადა მას და უთხრა: „მე მამაშენის, აბრაამის ღმერთი ვარ.+ ნუ გეშინია,+ რადგან შენთანა ვარ; გაკურთხებ და გავამრავლებ შენს შთამომავალს ჩემი მსახურის, აბრაამის გამო“.+ 25  ააგო მან სამსხვერპლო და იეჰოვას სახელს მოუხმო.+ გაშალა იქ კარავი+ და დაიწყეს ისაკის მსახურებმა ჭის ამოთხრა. 26  მივიდა მასთან აბიმელექი გერარიდან თავის ახლო მეგობართან, ახუზათთან, და თავისი ჯარის მხედართმთავარ ფიქოლთან ერთად.+ 27  ისაკმა უთხრა: „რატომ მოხვედით ჩემთან?! თქვენ ხომ შემიძულეთ და გამიშვით თქვენი მიწიდან?!“+ 28  ამაზე მათ მიუგეს: «ჩვენ ცხადად დავინახეთ, რომ იეჰოვა შენთან ყოფილა.+ ამიტომ ვთქვით: „შევფიცოთ ერთმანეთს+ და დავდოთ შენთან შეთანხმება,+ 29  რომ ცუდს არაფერს გაგვიკეთებ, როგორც ჩვენ არ გვიხლია შენთვის ხელი, მხოლოდ კარგი გაგიკეთეთ და მშვიდობით+ გამოგიშვით. იეჰოვასგან ხარ კურთხეული“».+ 30  გაუმართა მათ ნადიმი და მათაც ჭამეს და სვეს.+ 31  დილით ადრე ადგნენ და ერთმანეთს შეჰფიცეს.+ გაუშვა ისინი ისაკმა და მშვიდობით+ წავიდნენ. 32  იმავე დღეს მოვიდნენ ისაკის მსახურები, შეატყობინეს ჭის ამოთხრის+ ამბავი და უთხრეს: „ვიპოვეთ წყალი!“ 33  დაარქვა მას შიბა*. ამიტომაც ჰქვია იმ ქალაქს დღემდე ბეერ-შება*.+ 34  ორმოცი წლისა იყო ესავი, როცა ხეთელი ბეერის ასული იეჰუდითი და ხეთელი ელონის ასული ბასმათი+ მოიყვანა ცოლად. 35  სულს უმწარებდნენ ისინი ისაკსა და რებეკას.+

სქოლიოები

ნიშნავს დავას, ჩხუბს.
ნიშნავს დაბრალებას.
ნიშნავს ვრცელ ადგილებს.
ნიშნავს ფიცს ან შვიდს.
იხილეთ 21:31-ის სქოლიო.