დაბადება 29:1—35
29 დაიძრა იაკობი და აღმოსავლელთა+ ქვეყანაში გაემგზავრა.
2 მინდორში დაინახა ჭა, რომელთანაც სამი ცხვრის ფარა იწვა, რადგან იმ ჭიდან არწყულებდნენ ფარას;+ ჭას+ დიდი ლოდი ეფარა.
3 როცა შეგროვდებოდა ყველა ფარა, გადააგორებდნენ ხოლმე ლოდს ჭის პირიდან და ცხვარს არწყულებდნენ, შემდეგ კი ისევ აფარებდნენ ლოდს.
4 იაკობმა ჰკითხა მათ: „ძმებო, საიდანა ხართ?“ მათ მიუგეს: „ხარანიდან“.+
5 შემდეგ ჰკითხა: „იცნობთ ლაბანს,+ ნახორის+ შვილიშვილს?“ მათ მიუგეს: „ვიცნობთ“.
6 მან ჰკითხა: „ხომ კარგად არის?“+ მათ მიუგეს: „კარგად არის. აი, რახელი,+ მისი ქალიშვილი, ცხვარს მოერეკება“.+
7 მან უთხრა: „ჯერ კიდევ დღეა და ცხვრის მორეკვის დრო არ არის. დაარწყულეთ ცხვარი და საძოვრად წაიყვანეთ“.+
8 ამაზე მათ მიუგეს: „ვერ გავაკეთებთ ასე, სანამ ყველა ფარა არ შეგროვდება და ჭიდან ლოდს არ გადააგორებენ. მანამდე ვერ დავარწყულებთ ცხვარს“.
9 ჯერ კიდევ მათ ელაპარაკებოდა, რომ მორეკა მამამისის ცხვარი რახელმა,+ რომელიც მწყემსი იყო.+
10 როცა დაინახა იაკობმა რახელი, დედამისის ძმის ასული და დედამისის ძმის, ლაბანის ცხვარი, მაშინვე მიირბინა ჭასთან, გადააგორა ლოდი და დაარწყულა დედამისის ძმის, ლაბანის ცხვარი.+
11 აკოცა+ იაკობმა რახელს და ხმამაღლა ატირდა.+
12 უთხრა იაკობმა რახელს, რომ ის მამამისის ძმა*+ იყო, რებეკას ვაჟი. ისიც გაიქცა და მამამისს შეატყობინა.+
13 როგორც კი გაიგო ლაბანმა იაკობის, თავისი დისშვილის ამბავი, გაიქცა მასთან შესაგებებლად.+ გადაეხვია, აკოცა და სახლში წაიყვანა.+ ყველაფერს მოუყვა იგი ლაბანს.
14 ლაბანმა უთხრა: „ჩემი ძვალი და ხორცი ხარ“.+ მან მთელი თვე იცხოვრა მასთან.
15 უთხრა ლაბანმა იაკობს: „რაკი ჩემი ძმა ხარ,+ უსასყიდლოდ ხომ არ უნდა მემსახურო?+ მითხარი, რა მოგცე გასამრჯელოდ“.+
16 ლაბანს ორი ასული ჰყავდა. უფროსს ლეა+ ერქვა, ხოლო უმცროსს — რახელი.
17 ლეას სუსტი თვალები ჰქონდა, რახელი+ კი ტანადაც ლამაზი იყო და პირისახეც ლამაზი ჰქონდა.+
18 იაკობს რახელი უყვარდა. უთხრა ლაბანს იაკობმა: „შენი უმცროსი ასულის, რახელის გულისთვის შვიდ წელს გემსახურები“.+
19 ამაზე ლაბანმა მიუგო: „მირჩევნია, შენ გამოგაყოლო იგი, ვიდრე სხვას.+ იცხოვრე ჩემთან“.
20 იმსახურა იაკობმა რახელის გულისთვის შვიდი წელი,+ მაგრამ მისთვის ეს დრო რამდენიმე დღესავით იყო, რადგან უყვარდა იგი.+
21 უთხრა იაკობმა ლაბანს: „მომეცი ჩემი ცოლი, რადგან შევასრულე ჩემი დღეები, და დავწვები მასთან“.+
22 შეკრიბა ლაბანმა იქაურები და ნადიმი+ გამართა.
23 საღამოს მან თავისი ასული ლეა მიუყვანა, რომ მასთან დაწოლილიყო.
24 ლეას, თავის ასულს, თავისი მოახლე ზილფაც+ გააყოლა.
25 დილით აღმოჩნდა, რომ ლეა იყო მასთან! მან უთხრა ლაბანს: „ეს რა გამიკეთე?! რახელის გულისთვის არ გემსახურე?! რატომ მომატყუე?!“+
26 ლაბანმა მიუგო: „ჩვენთან უმცროსი ქალის პირმშოზე ადრე გათხოვება არ არის მიღებული.
27 ბოლომდე იზეიმე+ ამ ქალის კვირა და მერე მეორე ქალსაც მოგცემ იმ სამსახურისთვის, რასაც გასწევ ჩემთან კიდევ შვიდ წელიწადს“.+
28 ასეც მოიქცა იაკობი. ბოლომდე იზეიმა იმ ქალის კვირა და შემდეგ მან თავისი ასული რახელიც მიათხოვა ცოლად.
29 რახელს, თავის ასულს, თავისი მოახლე ბილჰაც+ გააყოლა.
30 დაწვა იგი რახელთან; მას რახელი ლეაზე მეტად უყვარდა,+ და კიდევ შვიდი წელი ემსახურებოდა+ ლაბანს.
31 როცა დაინახა იეჰოვამ, რომ მოძულებული იყო ლეა, გაუხსნა მას უფალმა საშვილოსნო,+ რახელი კი უშვილო+ იყო.
32 დაორსულდა ლეა და გააჩინა ვაჟი, რომელსაც რეუბენი*+ დაარქვა, რადგან თქვა, იეჰოვამ გადმოხედა ჩემს საცოდაობას+ და ახლა შემიყვარებსო ჩემი ქმარი.
33 კიდევ დაორსულდა, ვაჟი გააჩინა და თქვა: „იეჰოვამ მომისმინა,+ რადგან მოძულებული ვიყავი, და ახლა ესეც მომცა“. ამიტომ მას სიმონი*+ დაარქვა.
34 კიდევ დაორსულდა, ვაჟი გააჩინა და თქვა: „დამიახლოვდება იაკობი, რადგან სამი ვაჟი გავუჩინე“. ამიტომ მას ლევი*+ დაარქვეს.
35 კიდევ ერთხელ დაორსულდა, გააჩინა ვაჟი და თქვა: „ხოტბას შევასხამ იეჰოვას“. ამიტომ მას იუდა*+ დაარქვა. ამის შემდეგ შეწყვიტა შობა.
სქოლიოები
^ სინამდვილეში დისშვილი.
^ ნიშნავს: შეხედე, ვაჟი!
^ ნიშნავს შესმენას.
^ ნიშნავს ერთგულებას, შეერთებულს.
^ ნიშნავს ქებულს, საქებარს.