დაბადება 33:1—20

33  გაიხედა იაკობმა და დაინახა, რომ ესავი ოთხასი კაცით+ მოდიოდა. გაუნაწილა ბავშვები ლეას, რახელსა და ორ მოახლეს.+  მოახლეები და მათი შვილები წინ დააყენა,+ შემდეგ — ლეა თავის შვილებთან ერთად,+ მათ უკან კი — რახელი და იოსები,+  ხოლო ყველაზე წინ თვითონ მიდიოდა; სანამ თავის ძმას მიუახლოვდებოდა, შვიდჯერ მდაბლად თაყვანი სცა.+  გამოექანა ესავი შესაგებებლად,+ კისერზე მოეხვია,+ აკოცა და ორივენი აქვითინდნენ.  აიხედა, დაინახა ქალები და ბავშვები და იკითხა: „ვინ არიან ესენი, შენთან რომ არიან?“ რაზეც მან მიუგო: „შვილები, რომლებიც ღმერთმა უწყალობა შენს მსახურს“.+  მაშინ წინ გამოვიდნენ მოახლეები და მათი შვილები და მდაბლად სცეს თაყვანი.  ლეაც გამოვიდა წინ თავის შვილებთან ერთად და მათაც მდაბლად სცეს თაყვანი, ბოლოს კი იოსები და რახელი გამოვიდნენ და მათაც მდაბლად სცეს თაყვანი.+  ჰკითხა: „რა ბანაკი შემომხვდა წინ?“+ მან მიუგო: „წყალობა რომ მეპოვა ჩემი ბატონის თვალში“.+  ესავმა უთხრა: „არაფერი მაკლია, ჩემო ძმაო.+ შენი შენვე გქონდეს“. 10  იაკობმა მიუგო: „არა, გთხოვ, თუ წყალობა ვპოვე შენს თვალში,+ მიიღე საჩუქარი ჩემი ხელიდან, რადგან ეს მინდოდა და ვიხილე კიდეც შენი სახე, თითქოს ღვთის სახე მეხილოს, და შენც კეთილად მიმიღე.+ 11  გთხოვ, მიიღო ეს საჩუქარი ჩემგან კურთხევის ნიშნად,+ რადგან წყალობა მიყო ღმერთმა და ყველაფერი მაქვს“.+ დაჟინებით სთხოვდა და მანაც აიღო.+ 12  შემდეგ მან უთხრა: „მოდი დავიძრათ და წავიდეთ და მე შენ წინ წავალ“. 13  მან მიუგო: „იცის ჩემმა ბატონმა, რომ ბავშვები სათუთები არიან და მაწოვარი ცხვარ-ძროხა მყავს.+ თუ მათ სწრაფად, ერთ დღეში გავრეკავთ, მთელი საქონელი გამიწყდება.+ 14  წავიდეს ჩემი ბატონი თავისი მსახურის წინ, მე კი აუჩქარებლად ვივლი, საქონლისა+ და ბავშვების ნაბიჯით ვივლი+ და ჩემს ბატონთან მივალ სეირში.+ 15  ესავმა მიუგო: „მოდი, ჩემს ხალხს დაგახმარ“. ამაზე მან მიუგო: „რა საჭიროა?! ოღონდ წყალობა ვპოვო ჩემი ბატონის თვალში“.+ 16  იმ დღესვე გაბრუნდა ესავი სეირისკენ. 17  დაიძრა იაკობი სუქოთისკენ*+ და აიშენა სახლი, საქონლისთვისაც გააკეთა კარვები.+ ამიტომ უწოდა იმ ადგილს სუქოთი. 18  ფადან-არამიდან+ წამოსული იაკობი უვნებელი მიადგა ქალაქ შექემს,+ რომელიც ქანაანის მიწაზეა,+ და ქალაქთან დაბანაკდა. 19  შექემის მამის, ხამორის ვაჟებისგან ას კესიტად* იყიდა მიწის ნაკვეთი, სადაც კარავი დადგა.+ 20  აღმართა იქ სამსხვერპლო და მას ღმერთი, ისრაელის ღმერთი უწოდა.+

სქოლიოები

ნიშნავს კარვებს, გადახურულ სადგომებს.
უცნობი ღირებულების ფულის ერთეული.