დაბადება 34:1—31

34  ლეას ასული დინა,+ რომელიც მან იაკობს გაუჩინა, იმ ქვეყნის ასულების+ სანახავად გადიოდა ხოლმე.+  დაინახა იგი შექემმა, იმ ქვეყნის მთავრის, ხიველი ხამორის ძემ,+ წაიყვანა, დაწვა მასთან და გააუპატიურა.+  მიეწება მისი სული დინას, იაკობის ასულს, შეუყვარდა ყმაწვილი ქალი და სიყვარულში არწმუნებდა.  ბოლოს შექემმა უთხრა ხამორს, მამამისს:+ „მომიყვანე ცოლად ეს ყმაწვილი ქალი“.+  გაიგო იაკობმა, რომ შეურაცხყო მან მისი ასული. იმ დროს მისი ვაჟები მინდორში იყვნენ მის ფარასთან.+ ხმა არ ამოუღია იაკობს მათ დაბრუნებამდე.+  ბოლოს წავიდა ხამორი, შექემის მამა, იაკობთან დასალაპარაკებლად.+  როგორც კი გაიგეს იაკობის ვაჟებმა ეს ამბავი, მაშინვე დაბრუნდნენ მინდვრიდან. შეურაცხყოფილად იგრძნეს თავი და გაცეცხლდნენ,+ რადგან მან სამარცხვინო საქმე ჩაიდინა ისრაელის წინააღმდეგ და დაწვა იაკობის ასულთან;+ ასეთი რამ არ უნდა მომხდარიყო.+  უთხრა მათ ხამორმა: „შეიყვარა ჩემი ვაჟის სულმა თქვენი ასული.+ გთხოვთ, ცოლად მიათხოვეთ+  და დაგვიმოყვრდით.+ თქვენი ასულები ჩვენ მოგვეცით და ჩვენი ასულები თქვენ წაიყვანეთ.+ 10  იცხოვრეთ ჩვენთან და მიწაც მოიხმარეთ. იცხოვრეთ, ივაჭრეთ და დამკვიდრდით“.+ 11  შექემმა დინას მამასა და ძმებს უთხრა: „წყალობა მაპოვნინეთ თქვენს თვალში; რასაც მეტყვით, ყველაფერს მოგცემთ. 12  დამაკისრეთ დიდძალი ურვადი და ძღვენი,+ ყველაფერს მოგცემთ, რასაც მეტყვით, ოღონდ ეს ყმაწვილი ქალი მომათხოვეთ“. 13  მზაკვრულად უპასუხეს იაკობის ვაჟებმა შექემსა და ხამორს, მამამისს, რადგან შეურაცხყო მან მათი და, დინა.+ 14  მათ უთხრეს: „ვერ გავაკეთებთ ასეთ რამეს, ვერ მივცემთ ჩვენს დას წინადაუცვეთელ+ კაცს, რადგან შეურაცხყოფაა ეს ჩვენთვის. 15  მხოლოდ იმ პირობით დაგთანხმდებით, თუ ჩვენნაირები გახდებით და თქვენგან ყოველი მამაკაცი წინადაიცვეთს.+ 16  მერე მოგცემთ ჩვენს ასულებს და თქვენს ასულებს ჩვენ წავიყვანთ; ვიცხოვრებთ თქვენთან და ერთი ხალხი გავხდებით.+ 17  მაგრამ თუ არ მოგვისმენთ და არ გაიკეთებთ წინადაცვეთას, წავიყვანთ ჩვენს ქალს და წავალთ“. 18  მოეწონათ მათი სიტყვა ხამორსა და შექემს, ხამორის ვაჟს.+ 19  არ დაუყოვნებია იმ ყმაწვილ კაცს პირობის შესრულება,+ რადგან ძალიან მოსწონდა იაკობის ასული. ის ყველაზე პატივდებული+ იყო მამამისის მთელ სახლში.+ 20  გავიდნენ ხამორი და შექემი, ხამორის ვაჟი, ქალაქის კარიბჭესთან და ელაპარაკნენ ქალაქში მცხოვრებ კაცებს:+ 21  „ეს ხალხი მშვიდობისმოყვარეობით გვექცევა.+ იცხოვრონ ჩვენთან და ივაჭრონ, რადგან ეს მიწა საკმაოდ ვრცელია.+ მოვიყვანოთ მათი ასულები ცოლად, მათ კი ჩვენი ასულები მივათხოვოთ.+ 22  მხოლოდ იმ პირობით დაგვთანხმდებიან ისინი, რომ ჩვენთან იცხოვრონ და ერთი ხალხი გავხდეთ, თუ მათსავით წინადაიცვეთს+ ჩვენგან თითოეული მამაკაცი. 23  განა ჩვენი არ იქნება მათი ქონება, სიმდიდრე და ცხვარ-ძროხა?!+ ოღონდ დავთანხმდეთ მათ, რომ ჩვენთან იცხოვრონ“.+ 24  ქალაქის კარიბჭესთან გამოსულებმა, ყველამ მოუსმინა ხამორსა და შექემს, მის ვაჟს, და წინადაიცვითა ყველა მამაკაცმა, ყველამ, ვინც ქალაქის კარიბჭესთან იყო გამოსული. 25  მესამე დღეს, როცა ტკივილები ჰქონდათ,+ იაკობის ორმა ვაჟმა, სიმონმა და ლევიმ,+ დინას ძმებმა,+ აიღეს მახვილები და ისე შევიდნენ იმ ქალაქში, რომ ეჭვი არავის აუღია, და ამოხოცეს კაცები.+ 26  მახვილით+ მოკლეს ხამორი და მისი ვაჟი შექემიც; წამოიყვანეს დინა შექემის სახლიდან და წამოვიდნენ.+ 27  იაკობის სხვა ვაჟები კი თავს დაესხნენ სასიკვდილოდ დაჭრილებს და გაძარცვეს ქალაქი თავიანთი დის შეურაცხყოფის გამო.+ 28  წამოიყვანეს მათი ცხვარ-ძროხა, ვირები და წამოიღეს ყველაფერი ქალაქიდან და მინდვრიდან.+ 29  წამოიღეს მთელი მათი ქონება, ტყვედ წამოიყვანეს მათი ცოლ-შვილი და მთლიანად გაუძარცვეს სახლები.+ 30  ეს რომ იაკობმა გაიგო, სიმონსა და ლევის უთხრა:+ „უბედურება დამატეხეთ თავს და შეაზიზღეთ ჩემი თავი ამ ქვეყნის მკვიდრთ,+ ქანაანელებსაც და ფერიზელებსაც; მე მცირერიცხოვანი ვარ,+ ჩემ წინააღმდეგ შეიკრიბებიან, თავს დამესხმიან და ჩემს სახლთან ერთად მოვისპობი“. 31  მათ კი მიუგეს: „განა მეძავივით უნდა მოპყრობოდნენ ჩვენს დას?!“+

სქოლიოები