დაბადება 35:1—29

35  უთხრა ღმერთმა იაკობს: „ადექი, წადი ბეთელში და იქ იცხოვრე,+ აუგე სამსხვერპლო ჭეშმარიტ ღმერთს, რომელიც მაშინ გამოგეცხადა, როცა შენს ძმას, ესავს, გაურბოდი“.+  უთხრა იაკობმა თავის სახლეულობასა და ყველა მასთან მყოფს: „მოიშორეთ უცხო ღმერთები,+ განიწმინდეთ და გამოიცვალეთ მოსასხამები.+  ავდგეთ და წავიდეთ ბეთელში, სამსხვერპლოს ავუგებ იქ ჭეშმარიტ ღმერთს, რომელმაც გასაჭირის დროს მიპასუხა+ და ჩემთან იყო იმ გზაზე, რომლითაც წავედი“.+  მისცეს იაკობს ყველა უცხო ღმერთი,+ რომლებიც ჰქონდათ, და საყურეები, ყურებზე რომ ეკიდათ, და ჩამარხა+ ისინი იაკობმა დიდი ხის ქვეშ შექემის მახლობლად.  დაიძრნენ იქიდან. ღვთის შიშმა მოიცვა მათ გარშემო მდებარე ქალაქები+ და არ დაედევნენ იაკობის ვაჟებს.  ბოლოს მივიდნენ იაკობი და ყველა მასთან მყოფი ლუზში+ ანუ ბეთელში, რომელიც ქანაანის ქვეყანაშია.  ააგო იქ სამსხვერპლო და დაარქვა იმ ადგილს ელ-ბეთელი*, რადგან ჭეშმარიტი ღმერთი გამოეცხადა იქ, როდესაც თავის ძმას გაურბოდა.+  მოკვდა რებეკას ძიძა დებორა+ და დამარხეს ბეთელის მისადგომებთან დიდი ხის ქვეშ. ამიტომ დაარქვა მან იმ ადგილს ალონ-ბაქუთი*.  კიდევ გამოეცხადა ღმერთი ფადან-არამიდან+ მომავალ იაკობს და აკურთხა იგი.+ 10  უთხრა ღმერთმა მას: „იაკობია+ შენი სახელი, მაგრამ ამიერიდან აღარ გერქმევა იაკობი, ისრაელი იქნება შენი სახელი“; და ისრაელი+ დაარქვა მას. 11  ღმერთმა უთხრა: „მე ვარ ყოვლისშემძლე ღმერთი.+ ინაყოფიერე და გამრავლდი. ერები და ხალხთა კრებული გამოვლენ შენგან და მეფეები — შენი საზარდულიდან.+ 12  იმ მიწას, რომელიც აბრაამსა და ისაკს მივეცი, მოგცემთ+ შენ და შენს შთამომავალს“.+ 13  ამაღლდა ღმერთი იმ ადგილიდან, სადაც მას ელაპარაკა.+ 14  აღმართა იაკობმა ქვის სვეტი იქ, სადაც იგი ელაპარაკა მას,+ და დასაღვრელი შესაწირავი და ზეთი დაასხა.+ 15  იაკობი ისევ ბეთელს+ ეძახდა იმ ადგილს, სადაც მას ღმერთი ელაპარაკა. 16  შემდეგ დაიძრნენ ბეთელიდან. ჯერ კიდევ დიდი მანძილი იყო ეფრათამდე,+ როცა რახელს მშობიარობა დაეწყო; გაუძნელდა მშობიარობა.+ 17  როცა გაუჭირდა მშობიარობა, ბებიაქალმა უთხრა: „ნუ გეშინია, ახლაც ვაჟი გეყოლება“.+ 18  სული*+ რომ ამოსდიოდა (კვდებოდა),+ მას ბენ-ონი დაარქვა, მამამისმა კი — ბენიამინი.+ 19  მოკვდა რახელი და ეფრათის ანუ ბეთლემის გზაზე დამარხეს.+ 20  აღმართა იაკობმა სვეტი მის სამარხზე. რახელის საფლავის სვეტი დღემდე აღმართულია.+ 21  დაიძრა იქიდან ისრაელი და გაშალა კარავი ედერის კოშკიდან+ მოშორებით. 22  იმ მიწაზე იყო ისრაელი დაბანაკებული,+ როცა წავიდა რეუბენი და მამამისის ხარჭასთან, ბილჰასთან, დაწვა.+ გაიგო ეს ისრაელმა. თორმეტი ვაჟი ჰყავდა იაკობს. 23  ლეასგან ჰყავდა რეუბენი — პირმშო,+ სიმონი, ლევი, იუდა, ისაქარი და ზებულონი; 24  რახელისგან კი — იოსები და ბენიამინი; 25  ბილჰასგან, რახელის მოახლისგან, ჰყავდა დანი და ნაფთალი; 26  ზილფასგან კი, ლეას მოახლისგან — გადი და აშერი. ესენი არიან იაკობის ვაჟები, რომლებიც მას ფადან-არამში შეეძინა. 27  ბოლოს მივიდა იაკობი მამამისთან, ისაკთან, მამრეში,+ კირიათ-არბაში,+ იგივე ხებრონში, სადაც აბრაამი და ისაკი ხიზნები იყვნენ.+ 28  ისაკის სიცოცხლის დღეები ას ოთხმოც წელიწადს ითვლიდა.+ 29  მოკვდა ისაკი მოხუცი და დღეებით მაძღარი+ და შეუერთდა თავის ხალხს; მისმა ვაჟებმა, ესავმა და იაკობმა, დამარხეს იგი.+

სქოლიოები

ნიშნავს ბეთელის ღმერთს.
ნიშნავს ტირილის დიდ ხეს.
ანუ სიცოცხლე. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.