დაბადება 36:1—43
36 ეს არის ესავის ანუ ედომის+ ამბავი.
2 ესავმა ქანაანელი ცოლები მოიყვანა:+ ხეთელი ელონის+ ასული ადა,+ ანას ასული ოჰოლიბამა,+ ხიველი ციბეონის შვილიშვილი,
3 და ბასმათი,+ ისმაელის ასული, ნებაიოთის და.+
4 ადამ ესავს გაუჩინა ელიფაზი, ბასმათმა კი — რეუელი,
5 ოჰოლიბამამ გააჩინა იეუში, იალამი და კორახი.+
ესენი არიან ესავის ვაჟები, რომლებიც მას ქანაანის მიწაზე შეეძინა.
6 წაიყვანა ესავმა თავისი ცოლები, ვაჟები და ასულები, ყველა სული თავისი სახლიდან, თავისი ჯოგი და მთელი პირუტყვი, წაიღო ქანაანის ქვეყანაში დაგროვილი მთელი სიმდიდრე+ და წავიდა თავისი ძმისგან, იაკობისგან, სხვა მიწაზე,+
7 ვინაიდან დიდძალი ქონება ჰქონდათ და ერთად ვერ იცხოვრებდნენ, რადგან არ ეყოფოდათ ხიზნობის მიწა მათი ჯოგების სიმრავლის გამო.+
8 დასახლდა ესავი სეირის მთიან მხარეში.+ ესავი იგივე ედომია.+
9 ეს არის სეირის მთიან მხარეში+ მცხოვრები ესავის, ედომის მამის ამბავი.
10 ესავის ვაჟებს ერქვათ: ელიფაზი, რომელიც ესავის ცოლის, ადას ვაჟი იყო, და რეუელი, რომელიც ესავის ცოლის, ბასმათის ვაჟი იყო.+
11 ელიფაზის ვაჟები იყვნენ: თემანი,+ ომარი, ცეფო, გათამი და კენაზი.+
12 ელიფაზის, ესავის ვაჟის, ხარჭა იყო თიმნა.+ ელიფაზს მან ამალეკი+ გაუჩინა. ესენი არიან ესავის ცოლის, ადას ვაჟები.
13 რეუელის ვაჟები იყვნენ: ნახათი, ზერახი, შამა და მიზა.+ ესენი იყვნენ ესავის ცოლის, ბასმათის+ ვაჟები.
14 ესენი იყვნენ ესავის ცოლის, ოჰოლიბამას, ციბეონის შვილიშვილის, ანას ასულის ვაჟები, რომლებიც მან გაუჩინა ესავს: იეუში, იალამი და კორახი.+
15 ესენი არიან ესავის ვაჟები, რომლებიც თავკაცები+ იყვნენ, ესავის პირმშოს, ელიფაზის ვაჟები: თავკაცი თემანი,+ თავკაცი ომარი, თავკაცი ცეფო, თავკაცი კენაზი,
16 თავკაცი კორახი, თავკაცი გათამი და თავკაცი ამალეკი. ედომის ქვეყანაში ესენი არიან თავკაცები, ელიფაზის+ ვაჟები, ადას ვაჟები.
17 ესენი არიან ესავის ვაჟის, რეუელის ვაჟები: თავკაცი ნახათი, თავკაცი ზერახი, თავკაცი შამა და თავკაცი მიზა. ესენი არიან ედომის მიწის+ თავკაცები, რეუელის ვაჟები, ესავის ცოლის, ბასმათის ვაჟები.
18 ესენი კი ესავის ცოლის, ოჰოლიბამას ვაჟები არიან: თავკაცი იეუში, თავკაცი იალამი და თავკაცი კორახი. ესენი არიან თავკაცები, ესავის ცოლის, ოჰოლიბამას, ანას ასულის ვაჟები.
19 ესენი არიან ესავის ვაჟები და თავკაცები. ის იგივე ედომია.+
20 ხორიელი სეირის ვაჟები, რომლებიც იმ მიწაზე მკვიდრობდნენ,+ იყვნენ: ლოტანი, შობალი, ციბეონი, ანა,+
21 დიშონი, ეცერი და დიშანი.+ ესენი არიან ედომის მიწის ხორიელი თავკაცები, სეირის ვაჟები.
22 ლოტანს შეეძინა ვაჟები: ხორი და ჰემამი. ლოტანის და იყო თიმნა.+
23 შობალის ვაჟები იყვნენ: ალვანი, მანახათი, ებალი, შეფო და ონამი.
24 ციბეონის ვაჟები იყვნენ: აია და ანა. ეს ის ანაა, რომელმაც უდაბნოში ცხელი წყაროები იპოვა, როცა მამამისის, ციბეონის+ ვირებს მწყემსავდა.
25 ანას შვილები იყვნენ: დიშონი და ოჰოლიბამა, რომელიც ანას ასული იყო.
26 დიშონის ვაჟები იყვნენ: ხემდანი, ეშბანი, ითრანი და ქერანი.+
27 ეცერის ვაჟები იყვნენ: ბილჰანი, ზაავანი და აკანი.
28 დიშანის ვაჟები იყვნენ: უცი და არანი.+
29 ესენი არიან ხორიელი თავკაცები: თავკაცი ლოტანი, თავკაცი შობალი, თავკაცი ციბეონი, თავკაცი ანა,
30 თავკაცი დიშონი,+ თავკაცი ეცერი და თავკაცი დიშანი. ესენი არიან ხორიელი თავკაცები სეირის მიწის თავკაცთა მიხედვით.
31 ესენი იყვნენ ედომის მიწის მეფეები,+ სანამ ისრაელის ძეებს მეფე ეყოლებოდათ.+
32 ედომში ბეორის ვაჟი ბელა მეფობდა.+ მის ქალაქს დინჰაბა ერქვა.
33 მოკვდა ბელა და მის შემდეგ იობაბი, ბოცრელი+ ზერახის ვაჟი გამეფდა.+
34 მოკვდა იობაბი და მის შემდეგ გამეფდა+ ხუშამი თემანელთა+ ქვეყნიდან.
35 მოკვდა ხუშამი და მის შემდეგ გამეფდა ჰადადი, ბედადის ვაჟი, რომელმაც მოაბის მიწაზე+ მიდიანელები+ დაამარცხა. მის ქალაქს ავითი+ ერქვა.
36 მოკვდა ჰადადი და მის შემდეგ გამეფდა მასრეკელი სამლა.+
37 მოკვდა სამლა და მის შემდეგ გამეფდა შაული მდინარისპირა რეხობოთიდან.+
38 მოკვდა შაული და მის შემდეგ ბაალ-ხანანი, აქბორის ვაჟი გამეფდა.+
39 მოკვდა აქბორის ვაჟი, ბაალ-ხანანი და მის შემდეგ ჰადარი გამეფდა. მის ქალაქს ფაუ ერქვა. მისი ცოლის სახელი იყო მეჰეტაბელი. იგი იყო მეზაჰაბის ასულის, მატრედის ასული.+
40 ესენი არიან ესავის თავკაცები თავიანთი საგვარეულოების, ადგილებისა და სახელების მიხედვით: თავკაცი თიმნა, თავკაცი ალვა, თავკაცი იეთეთი,+
41 თავკაცი ოჰოლიბამა, თავკაცი ელაჰი, თავკაცი ფინონი,+
42 თავკაცი კენაზი, თავკაცი თემანი, თავკაცი მიბცარი,+
43 თავკაცი მაგდიელი და თავკაცი ირამი. ესენი არიან ედომის თავკაცები+ თავიანთი სამკვიდროსა და კუთვნილი მიწის მიხედვით.+ ესავია ედომის მამა.+