დაბადება 39:1—23

39  ჩაიყვანეს იოსები ეგვიპტეში.+ ის ეგვიპტელმა ფოტიფარმა,+ ფარაონის კარისკაცმა, მცველთა უფროსმა იყიდა ისმაელელთა+ ხელიდან, რომლებმაც იქ ჩაიყვანეს.  მაგრამ იეჰოვა იყო იოსებთან, ამიტომაც ყველაფერში ხელი ემართებოდა+ და თავისი ეგვიპტელი ბატონის სახლზე დააყენეს.  დაინახა მისმა ბატონმა, რომ იეჰოვა იყო მასთან და ყველა საქმეში იეჰოვა უმართავდა ხელს.  წყალობა პოვა იოსებმა მის თვალში და ემსახურებოდა მას; ამიტომაც დანიშნა იგი თავისი სახლის ზედამხედველად+ და მთელი თავისი ქონება მას ჩააბარა.  მას შემდეგ, რაც მან თავისი სახლის ზედამხედველად დანიშნა იგი და მთელი ქონება მას ჩააბარა, არ აკლებდა იეჰოვა კურთხევას ეგვიპტელის სახლს იოსების გამო. იეჰოვასგან იყო კურთხეული ყველაფერი, როგორც მის სახლში, ისე მის მინდორში.+  ბოლოს ყველაფერი იოსებს ჩააბარა+ და პურის ჭამის მეტზე არაფერზე ზრუნავდა. იოსები ტანად და თვალად მშვენიერი კაცი დადგა.  მისი ბატონის ცოლმა თვალი დაადგა+ იოსებს და უთხრა: „დაწექი ჩემთან“.+  უარს ეუბნებოდა+ თავისი ბატონის ცოლს: „ამ სახლში ჩემს ბატონს არაფერი აქვს საზრუნავი, ყველაფერი მე ჩამაბარა.+  ჩემზე დიდი არავინაა ამ სახლში და შენ გარდა არაფერი დაუკავებია ჩემთვის, რადგან მისი ცოლი ხარ.+ როგორ ჩავიდინო ეს დიდი ბოროტება და შევცოდო ღმერთს?!“+ 10  ყოველდღე ელაპარაკებოდა იგი იოსებს, რომ მასთან დაწოლილიყო და მასთან ყოფილიყო, მაგრამ ვერ დაიყოლია.+ 11  ერთ დღესაც, ჩვეულებისამებრ, შევიდა იგი სახლში თავის საქმეზე. სახლში მსახურთაგან არავინ იყო.+ 12  სტაცა ქალმა ხელი ტანსაცმელზე+ და უთხრა: „დაწექი ჩემთან!“+ მაგრამ მან ტანსაცმელი ხელში შეატოვა და გარეთ გავარდა.+ 13  როცა დაინახა, რომ ხელში შეატოვა ტანსაცმელი და გარეთ გაიქცა, 14  კივილი მორთო და დაუძახა თავისი სახლის კაცებს: „ნახეთ! ჩვენ დასაცინად მოგვიყვანა ეს ებრაელი კაცი. ჩემთან დასაწოლად შემოვიდა, მაგრამ მე მთელი ხმით მოვრთე კივილი.+ 15  როგორც კი გაიგო, რომ ხმას ავუწიე და კივილი მოვრთე, ტანსაცმელი შემატოვა და გარეთ გავარდა“. 16  გვერდით ედო მას მისი ტანსაცმელი, სანამ თავისი ბატონი დაბრუნდებოდა სახლში.+ 17  ასე უთხრა მას: „ის ებრაელი მსახური, შენ რომ მოიყვანე, ჩემ დასაცინად მოვიდა. 18  მაგრამ, როგორც კი ხმას ავუწიე და კივილი მოვრთე, ტანსაცმელი შემატოვა და გარეთ გავარდა“.+ 19  გაიგო თუ არა მისმა ბატონმა ცოლის ნათქვამი სიტყვები, ასე და ასე მომექცაო შენი მსახური, აენთო მისი რისხვა.+ 20  წაიყვანა იოსები თავისმა ბატონმა და საპყრობილეს გადასცა, სადაც მეფის პატიმრები იყვნენ; და იყო იგი საპყრობილეში.+ 21  მაგრამ იეჰოვა იყო იოსებთან, სიკეთეს* არ აკლებდა მას და წყალობა აპოვნინა საპყრობილის ზედამხედველის თვალში.+ 22  საპყრობილის ზედამხედველმა იოსებს ჩააბარა ყველა, ვინც საპყრობილეში იყო; მისი განკარგულების გარეშე არაფერი კეთდებოდა.+ 23  არ ზრუნავდა საპყრობილის ზედამხედველი იმაზე, რაც მას ებარა, რადგან იეჰოვა იყო იოსებთან და ყველა საქმეში იეჰოვა უმართავდა ხელს.+

სქოლიოები

იხილეთ 19:19-ის სქოლიო.